თუ ენერგიის ნაკლებობა გაწუხებთ - 5 ჩვევა, რომელიც პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ
- 29.04.2022
„შენი ცხოვრება არასოდეს შეიცვლება, თუ არ შეცვლი იმას, რასაც ყოველდღიურად აკეთებ.“
1. ადრე დაიძინეთ
მიზეზი, რის გამოც ეს რჩევა აქამდე ბევრჯერ გსმენიათ ისაა, რომ რეალურად ეფექტურია. კარგ ძილს შეუძლია საოცარი გავლენა მოახდინოს თქვენს გონებასა და სხეულზე, თანაც, ყოველგვარი ზედმეტი ჩარევის გარეშე. საჭიროა მხოლოდ კარგი დისციპლინა და დროის მართვა, რათა ღამეში 7-8 საათი გეძინოთ.
მართალია ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ ღამეში 4 საათი ძილიც ჰყოფნის, თუმცა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებსაც ძილის ქრონიკული ნაკლებობა აქვთ, უქვეითდებათ კონცენტრაციის უნარი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავს კარგად გრძნობენ...
2. სცადეთ გამოპრანჭვა
ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ძალიან რთულია, თავს კარგად გრძნობდე, თუ არ მოგწონს შენი ვიზუალი. ამიტომ, სახლში ყოფნის დროსაც კი, სცადეთ გამოპრანჭვა. ეს პირდაპირ აისახება გონებაზე, რადგან ტვინამდე მიდის სიგნალი, რომ რადგან პიჟამა არ გაცვიათ, ე.ი. პროდუქტიულობის დროა.
ყოველ დილით მიიღეთ შხაპი, გაიხეხეთ კბილები და შეარჩიეთ ტანსაცმელი - ეს დაგეხმარებათ კარგად გამოიყურებოდეთ და თავი კარგად იგრძნოთ.
3. ჩართეთ თქვენი საყვარელი მუსიკა
დღის ნებისმიერ დროს, კარგი მუსიკა დაგეხმარებათ განწყობის ამაღლებასა და ენერგიის დაგროვებაში. თუ გრძნობთ მოწყენილობას, ზარმაცს ან უბრალოდ დაღლას, თქვენი საყვარელი მელოდიები მყისიერად შეცვლის თქვენს განწყობას.
4. დაღეჭეთ საღეჭი რეზინა
ეს შეიძლება არ იყოს ყველაზე გავრცელებული რჩევა, მაგრამ რეზინის ღეჭვამ შეიძლება სასწაული მოახდინოს - კვლევების თანახმად, რეზინის ღეჭვა ხელს უწყობს სიმპათიკური ნერვული სტიმულირებას, რაც ზრდის ენერგიას და გულისცემას.
5. დააფასეთ თქვენი სიზარმაცე
ხანდახან ისე ვიფლობით ყოველდღიური ცხოვრების აურზაურში, რომ გვავიწყდება გაჩერება და წვრილმანების დაფასება. მიუხედავად იმისა, გრძნობთ დაღლილობას, მოწყენილობას თუ სტრესს, ნაკლებად სერიოზული საქმეების კეთება დაგეხმარებათ დასვენებასა და ენერგიის დაგროვებაში.
ბოლოს როდის იცეკვეთ სარკის წინ? როდის მიეფიცხეთ გაზაფხულის მზის სხივებს? როდის ჭამეთ საყვარელი ნაყინი? ვფიქრობთ, ახლა იდეალური დროა!
ცხოვრება ადვილი არ არის, ეს უდავოა. მაგრამ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მიაღწიოთ ბედნიერებას იმ ჩვევების წყალობით, რომლებიც ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად შეცვლიან თქვენს ცხოვრებას, თანაც - უკეთესობისკენ.
თემები: ენერგია, რჩევები ქალებს, ქალები