LIFE

7 გზა, რითაც ფრანგი ქალები ყველა კაცს ხიბლავენ

7 გზა, რითაც ფრანგი ქალები ყველა კაცს ხიბლავენ

1. ისინი იღიმებიან მაშინაც კი, როცა თავს ცუდად გრძნობენ

შესაძლოა, ეს აღზრდიდან მოდის - ყველა ელოდება, რომ ქალი მუდამ ლამაზი და მომღიმარი იქნება. ამიტომ, გაიღიმე მაშინ, როცა ბედნიერი ხარ და მაინც გაიღიმე, თუ მოწყენილი ხარ.

შესაძლოა, ეს ის შეცდომაა, რომელსაც გოგონების აღზრდისას ვუშვებთ, მაგრამ ფაქტი ერთია - გულგრილობა არასოდეს არ არის მიმზიდველი. მამაკაცებს მოსწონთ ქალი, რომელიც იღიმება.

2. „იყავი ლამაზი და იგრძენი თავი ლამაზად“

ფრანგი ქალები ზრუნავენ საკუთარ გარეგნობაზე. ამას ფრანგული ელეგანტურობა ეწოდება. ფრანგ ქალებს მოსწონთ, როდესაც ლამაზად გამოიყურებიან - თუნდაც სუპერმარკეტში.

საქმე ეხება არა მამაკაცების მოზიდვას, არამედ უფრო მეტად გარეგანი იმიჯის საშუალებით, სიამაყის გაღვივებას. ფრანგულში ასეთი გამოთქმაც კი არსებობს - "თაფლით უფრო მეტი ბუზის დაჭერა, ვიდრე ძმრით".

3. მათ არ ეშინიათ მამაკაცების

ისინი ბავშვობიდანვე სწავლობენ, რომ მართალია მამაკაცი ფიზიკურად ძლიერია, თუმცა მათი ჩხუბში დამარცხება შესაძლებელია. ფრჩხილების, კბილების და გამჭოლი მზერის საშუალებით, ნებისმიერი მამაკაცი ფუმფულა დათუნიად გადაიქცევა.

4. ისინი საოცრად დამოუკიდებლები არიან

მათ არ სჭირდებათ ვინმე, ვინც გააბედნიერებს და ასევე, მათ სჭირდებათ პირადი სივრცე. ფრანგი ქალების მომხიბვლელობის საიდუმლო, საკუთარი თავის სიყვარულია.

5. ისინი გამოუსწორებელი რომანტიკოსები არიან

ფრანგი ქალები გამოუსწორებელი რომანტიკოსები არიან. რომანტიკულ კულტურას არა მხოლოდ ასწავლიან, არამედ ადიდებენ კიდეც. მათ უყვართ ფლიტრი, ღიმილი და სიცოცხლით ტკბობა.

6. ისინი ყოველთვის სექსუალურად გამოიყურებიან, თუმცა გამომწვევად - არასოდეს!

ისინი თვლიან, რომ სენსუალური და სექსუალური ქალი არასოდესაა ზედმეტად შიშველი. გახსოვთ ოქროს წესი „ისე უნდა ჩაიცვა, რომ მამაკაცს დაინტერესების საშუალება უნდა მისცე“? დიახ, ფრანგი ქალები ამ წესით ცხოვრობენ.

7. ისინი ვნებიანი არიან

და ჩვენ არ ვსაუბრობთ ფრანგულ კოცნაზე და სექსზე. ჩვენ ვსაუბრობთ ცხოვრებისეულ ვნებაზე - ისინი ტკბებიან კარგი საჭმლით, კარგი სასმლითა და კარგი ცხოვრებით.

და ბოლოს, მათ იციან, რა სურთ ამ ცხოვრებაში. მათ იციან საკუთარი თავის ფასი. მათ იციან, რას ეძებენ. მათ იციან რას იმსახურებენ და მათ იციან, როგორ იამაყონ საკუთარი თავით!