5 მთავარი ტყუილი, რომელსაც საკუთარ თავს ეუბნებით - დროა ახლავე შეწყვიტოთ!
- 08.05.2022
არის რაღაცები, რისი დაჯერებაც მოგვწონს, თუნდაც სიმართლეს სულაც არ შეესაბამებოდეს. ალბათ, თქვენც, ისევე როგორც ყველა, საკუთარ თავს ატყუებთ, რათა გადადოთ ბევრი მნიშვნელოვანი რამ და მარტივად იცხოვროთ. მაგრამ სინამდვილეში, ეს ტყუილები, თქვენს ცხოვრებას აზიანებენ!
მაშ ასე, მოდით, ვისაუბროთ გულწრფელად...
1. „როცა მეტი დრო მექნება“...
რა თქმა უნდა, შეიძლება ახლა დრო არ გქონდეთ, მაგრამ მალე ყველაფრისთვის მეტი დრო გექნებათ - ხვალ. ორშაბათს. მომავალ წელს. როცა ამ სამსახურიდან გადახვალთ. ეს არის დამამშვიდებელი ტყუილი, რადგან ის გაჯერებთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, საბოლოოდ შეძლებთ იმის კეთებას, რაც გსურთ.
მაგრამ რატომ არის ეს ტყუილი? თუ ახლა არ უთმობთ დროს თქვენს სურვილებს, არც მომავალში დაუთმობთ. თუ ახლა არ შეგიძლიათ, გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები მიზნის მისაღწევად, მაშინ არც მომავალში გექნებათ მეტი შესაძლებლობა ან სურვილი, დაიწყოთ რაიმეს კეთება!
2. „მალე მეტი ფული მექნება“
ეს მორიგი ტყუილია - მომავალში, თქვენ სავარაუდოდ გააგრძელებთ იგივენარად ხარჯვას და ფინანსურ აზროვნებას.
თუ არ შეცვლით თქვენს ქცევებსა და დამოკიდებულებას, თქვენი ფინანსური მდგომარეობა სასწაულებრივად არ შეიცვლება - სამწუხაროდ, ეს გულისხმობს ხარჯვისა და დაზოგვის ჩვევების გადახედვას...
3. „ხვალიდან ვარჯიშს ვიწყებ“
შეიძლება გჯეროდეთ, რომ უბრალოდ უნდა დაელოდოთ შესაფერის დროს. თქვენ დაიწყებთ პირველ იანვარს ან ორშაბათს, რადგან ეს ახალი დასაწყისის სიმბოლოა. მაგრამ დიდი ალბათობით, არაფერი მოხდება.
არაფერი შეიცვლება მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ცდილობთ ახალი ჩვევის დაწყებას ორშაბათს და არა ოთხშაბათს. მომავალში და არა - ახლა!
4. „უკვე გვიანია“
ეს არის კომფორტული ტყუილი, რათა თავიდან საფრთხის შემცველი ან რთული გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ ეს მაინც ყალბი იდეაა, რომელიც მხოლოდ იმისთვისაა გამიზნული, რომ რამე არ გააკეთოთ, რამე არ დაიწყოთ, რამეს არ მიაღწიოთ...
5. „ამის გაკეთება არ შემიძლია“
ყველაზე დიდი ტყუილი, რომელიც შეიძლება საკუთარ თავს უთხრათ, არის იდეა, რომ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ. თუ რამე გინდათ - უნდა სცადოთ, უნდა გარისკოთ და გააკეთოთ - მხოლოდ ასე დაინახავთ, შეგიძლიათ თუ არა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის იპოვით ახალ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა გააკეთოთ ეს.
თემები: რჩევები
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია