სწავლა არის პროცესი, რომელიც არასოდეს ჩერდება. მაგრამ სწავლის მიღმა, არსებობს კიდევ ორი მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც მუდამ უნდა გვახსოვდეს: დავიწყება და ხელახალი სწავლა. იმისთვის, რომ ადამიანი გაიზარდოს, ის უნდა აცნობიერებდეს ამ ორი პროცესის მნიშვნელობას. ახლის სწავლა, ახლის მიღება, მართალია პიროვნული ზრდის აუცილებელი წინაპირობაა, მაგრამ ადამიანს, ასევე უნდა შეეძლოს მოძველებული იდეების დავიწყება, გაშვება და საწყის წერტილთან დაბრუნება.
თუ ყოველდღიურად ერთი და იმავე რუტინას, ერთი და იმავე გეგმას, ერთი და იმავე იდეას მიჰყვებით, მაშინ რთულია განვითარება. დღევანდელი სამყარო სწრაფად იცვლება და მასთან ერთად, იცვლება ყველაფერი. ეს ნიშნავს, რომ დავიწყება, სწავლის პროცესის და შესაბამისად, პიროვნული განვითარების აუცილებელი პროცესია.
- დავიწყება ნიშნავს იმას, რომ უარი თქვა იმაზე, რაც უკვე იცი, რათა ახლებურად დაინახო ყველა მოვლენა.
შეიძლება ძალიან რთულია ჩვეული ცხოვრების, უკვე ნასწავლი გაკვეთილის დავიწყება, მაგრამ, თუ საკუთარ თავს შანსს მისცემთ, მაშინ ყოველი სიახლე, ყოველი ახალი გზა, ჩვევად გადაიქცევა. არ არსებობს სფერო, სადაც უბრალოდ ერთხელ ისწავლი რაღაცას და ის ყოველთვის ასე იქნება. ადამიანმა მუდმივად უნდა გაანახლოს საკუთარი ცოდნა, უნარები და საბოლოოდ, საკუთარი თავი. დავიწყება ის ღირებული უნარია, რომელიც დაგეხმარებათ მზად იყოთ ახალი იდეებისთვის და ახალი ცხოვრებისთვის.
- რისი გაკეთება შეგიძლიათ, რათა დაივიწყოთ? პირველ რიგში, არ იჩაქაროთ და მიეცით საკუთარ თავს შეცდომების დაშვების უფლება!
აღიარეთ, რომ ჩვევის შეცვლას დრო სჭირდება და თავდაპირველად, ძალიან გაგიჭირდებათ ახალ გზაზე სიარული, ამიტომ, ხშირად დაუბრუნდებით კარგად ნაცნობ, ძველ ცხოვრებას. და ეს სრულიად ნორმალურია.
ცხადია, იმედგაცრუება სამყაროში საუკეთესო გრძნობა არ არის, მაგრამ ის აუცილებელია, რათა წინ წახვიდეთ. ნუ გააკეთებთ რაღაცებს ისე, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდით. სცადეთ ახალებურად და უკეთესი გზები აღმოაჩინეთ!
- რაც შეეხება ხელახლა სწავლას, ეს გულისხმობს წარსულში, საწყის წერტილთან დაბრუნებას და არსებული უნარების გაუმჯობესებას.
ხელახალი სწავლა გულისხმობს იმ ძველი პრაქტიკის გახსენებას, რომელიც შეიძლება მომავალში გამოგადეთ. ყოველთვის არის საჭირო ახლის სწავლა. ხანდახან ეს პროცესი გულისხმობს ძველი უნარების ახალ სიტუაციაში ადაპტაციას.
ჩვენ მუდმივად უნდა ვვითარდებოდეთ. რა თქმა უნდა, ამას შრომა და ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ სხვაგვარად, ჩვენ ვწყვეტ ზრდას და სამუდამოდ ერთ ადგილზე ვრჩებით. ასე კი, რთულია დასახული მიზნების მიღწევა და ყველაზე სანუკვარი ოცნებების ასრულება!
თემები: ურთიერთობა, ქალები, რჩევები