#1 - ქალურობა და სექსუალობა
ქუსლიანი ფეხსაცმელი შექმნილია ყურადღების მისაქცევად. როდესაც ქუჩაში ქალი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით მოდის, მას უბრალოდ ყველა უყურებს. მეტიც, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მაღალი ქუსლები ქალებს მამაკაცების ჰიპნოზირებაში ეხმარება!
არსებობს „მაღალი ქუსლების თეორია“, რომლის მიხედვითაც, რაც უფრო მაღალია ფეხსაცმლის ქუსლი, მით მეტ გავლენას ასხივებს იგი. ამ გასაოცარი ფაქტის ახსნა საკმაოდ რთულია, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების მიმზიდველობის საიდუმლო არის სიარულის, პოზისა და, საბოლოოდ, ზოგადი ქცევის ცვლილება.
#2 - ამაღელვებელი სიარული
ამბობენ, რომ მამაკაცების თვალში, ქალი, რომელიც მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ანიჭებს უპირატესობას, უფრო ძლიერი, თავდაჯერებული და სექსუალურია. საქვეყნოდ ცნობილია, რომ ყველასთვის საყვარელი მერილინ მონროს ფეხსაცმლის ერთი ქუსლი უფრო დაბალი იყო, ვიდრე მეორე. ამ ხრიკის დამსახურებით, სექს-სიმბოლომ, ე.წ „ამაღელვებელი სიარული“ შექმნა!
#3 - მაღალი და გამხდარი
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქუსლებზე ქალი უფრო მაღალი და უფრო მოხდენილია.
ამას ახსნაც აქვს: ფაქტია, რომ ქუსლის საყრდენი უმნიშვნელოა და, შესაბამისად, ასეთ ფეხსაცმელზე გასაჩერებლად, ქალმა სიმძიმის ცენტრი ზურგიდან ქვედა ნაწილში უნდა გადაიტანოს და ამაყად გასწორდეს მხრებში. სწორეს ეს ქმნის „მაღალი და გამხდარის“ ეფექტს.
#4 - თავდაჯერებულობა და თვითშეფასება
ქალი, რომელსაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია, რა თქმა უნდა, თავდაჯერებული ქალია. ასეთი ქალები, როგორც წესი, იღებენ აბსოლუტურად ყველაფერს, რადგან ისინი თავს კომფორტულად გრძნობენ ნებისმიერ მომენტში.
#5 - კმაყოფილება და სიხარულის განცდა
სულ ცოტა ხნის წინ, იტალიელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის მიხედვითაც ქუსლები დადებითად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ეს ყველაფერი კი, ენდორფინების, ე.წ. „ბედნიერების ჰორმონის“ ბრალია. საქმე იმაშია, რომ ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისას, ეს ნივთიერება ორგანიზმში უფრო აქტიურად წარმოიქმნება.
მოდით, დავარქვათ ამას „მაღალი ქუსლების თერაპია“ და რაც შეიძლება ხშირად გამოვიყენოთ!
თემები: ფეხსაცმელი, ქალები, რჩევები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია