მშობლები

ტომ კრუზი საკუთარ ქალიშვილს არ ელაპარაკება - გაიცანით ცნობილი მამები, რომლებსაც შვილებთან კავშირი არ აქვთ!

ტომ კრუზი საკუთარ ქალიშვილს არ ელაპარაკება - გაიცანით ცნობილი მამები, რომლებსაც შვილებთან კავშირი არ აქვთ!

როდესაც საქმე ოჯახს ეხება, სიტუაცია რთულდება. ზოგჯერ, ყველასთვის საყვარელი ვარსკვლავებიც კი, საშინელი მშობლები არიან!

 
  1. ენტონი ჰოპკინსი



2018 წლის მაისში, ოსკარონასმა მსახიობმა განაცხადა, რომ მას არ აქვს ურთიერთობა ერთადერთ ქალიშვილთან, 48 წლის აბიგეილ ჰოპკინსთან. როდესაც მსახიობს ჰკითხეს, იყო თუ არა ბაბუა, მან უპასუხა:  

წარმოდგენა არ მაქვს. ადამიანები ერთმანეთს შორდებიან, ოჯახები იშლება და შენ აგრძელებ შენს ცხოვრებას. ხალხი აკეთებს არჩევანს, ამიტომ, მე არ მაინტერესებს სხვაგან რა ხდება“.

გავრცელებული ინფორმაციით ჰოპკინსმა შვილის დედა მაშინ მიატოვა, როდესაც აბიგაილი ჯერ კიდევ ჩვილი იყო.
 
  1. ტომ კრუზი



მას შემდეგ, რაც 2012 წელს მსახიობი კეტი ჰოლმსს დაშორდა, საერთო ქალიშვილი სური, ათ წელზე მეტია არ უნახავს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კრუზი საიენტოლოგიის მიმდევარია, ხოლო ჰოლმსი ნეგატიურად არის განწყობილი ამ რელიგიისა თუ მიმდინარეობის მიმართ.

როგორც სანდო წყაროები ადასტურებენ:

"[ტომი] არ არის დაინტერესებული იყოს შვილის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. ქეითი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ იყოს კარგი დედა, მაგრამ ცხადია, მას არ შეუძლია მამის როლის მორგება“. 
  1. ვუდი ალენი



კინორეჟისორს არ აქვს ურთიერთობა ნაშვილებ შვილებთან, დილან და რონან ფეროუებთან. ამის მიზეზი ის არის, რომ ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ქალიშვილი მამინაცვალს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

გოგონა იხსენებს, რომ ვუდი ალენმა იგი შვიდი წლის ასაკში გააუპატიურა. თავად რეჟისორი ამ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ დილანზე ზემოქმედება დედამისმა მოახდინა. აღსანიშნავია, რომ ისინი ქორწილებაში 12 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ, თუმცა რეჟისორმა უფროს შვილობილთან რომანი წამოიწყო და საბოლოოდ, მასზე დაქორწინდა კიდეც.

გამოძიებამ ვუდი ალენის ბრალეულობისა და დილან ფეროუს გაუპატიურების მტკიცებულებები ვერ იპოვა, რის გამოც რეჟისორისთვის ბრალი არავის წარუდგენია. თუმცა 2014 წელს, ნიუ-იორკ თაიმსისთვის მიწერილ ღია წერილში დილანმა კვლავ ისაუბრა აღნიშნულ ფაქტზე. რაც შეეხება რონან ფეროუს, ის სრულ მხარდაჭერას უცხადებს საკუთარ დას.