- გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება, რომელიც, მინიმუმ, SPF 30 შემცველობისაა. წაისვით მზის დამცავი საშუალება მზის აბაზანებამდე 20 წუთით ადრე. SPF 30 საკმარისად ძლიერია, იმისთვის რომ დაბლოკოს UVA და UVB სხივების მავნე ზემოქმედება, მაგრამ არც ისე ძლიერი, რომ ხელი შეგიშალოთ რუჯის მიღებაში. განაახლეთ დამცავი საშუალება ყოველ 2 საათში ერთხელ.
- არასოდეს გამოიყენოთ რუჯის მისაღები ზეთი, რომელიც არ შეიცავს მზისგან დამცავ ინგრედიენტებს.
- ხშირად შეცვალეთ პოზიციები. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სხეულის ერთი ნაწილის დაწვა.
- მიირთვით საკვები, რომელიც შეიცავს ბეტა კაროტინს. ისეთი საკვები, როგორიცაა სტაფილო, ტკბილი კარტოფილი და კომბოსტო, დაგეხმარებათ რუჯის მიღებაში.
- არ დარჩეთ მზეზე იმაზე მეტ ხანს, ვიდრე თქვენს კანს შეუძლია მელანინის წარმოქმნა. მელანინი არის პიგმენტი, რომელიც პასუხისმგებელია გარუჯვაზე. ყველას აქვს მელანინის წარმოქმნის წყვეტის წერტილი, რომელიც ჩვეულებრივ 2-დან 3 საათამდე მერყეობს. ამ დროის გასვლის შემდეგ, თქვენი კანი აღარ მუქდება. თუ ამ დროს გადააცილებთ, მაშინ თქვენს კანს საფრთხეს შეუქმნით.
- მიირთვით ლიკოპენით მდიდარი საკვები. მაგალითებია პომიდორი, გუავა და საზამთრო. 2011 წლის კვლევით დასტურდება, რომ ლიკოპენი ეხმარება კანს ბუნებრივად დაიცვას თავი ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.
- გონივრულად აირჩიეთ გარუჯვის დრო. თუ თქვენი მიზანია სწრაფად გარუჯვა, მზე ჩვეულებრივ ყველაზე ძლიერია 12- 3 საათის შუალედში. მაგრამ, ამავე დროს, ის ყველაზე მეტად აზიანებს კანს. ამიტომ, გონივრულად აირჩიეთ გარუჯვის დრო: ჩვენი რეკომენდაციაა 12 საათამდე და 3 საათის შემდეგ!
- შეისვენეთ. სულ რამდენიმე წუთით ჩრდილში დაყოვნება, თქვენს კანს გადახურებისგან დაიცავს.
- მოემზადეთ რუჯის წინ. კანის მომზადება დაგეხმარებათ რუჯის გახანგრძლივებაში. სცადეთ კანის აქერცვლა და მკვდარი უჯრედების მოშორება. მზის აბაზანების შემდეგ კი, აუცილებლად გამოიყენეთ დამატენიანებელი - ეს კანის დამშვიდებასა და რუჯის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
თემები: ჯანსაღი ცხოვრების წესი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია