LIFE

სამუდამოდ ერთად? - ხანგრძლივი ურთიერთობის 6 საიდუმლო

სამუდამოდ ერთად? - ხანგრძლივი ურთიერთობის 6 საიდუმლო

 

  • არასოდეს დაგეზაროთ ჰკითხოთ თქვენს პარტნიორს, როგორ ჩაიარა მისმა დღემ.
მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ურთიერთობა რუტინად გადაიქცა, არ ნიშნავს, რომ ყურადღება ნაკლებად სასიამოვნო ან საჭირო გახდა.
 
  • ზოგიერთი ჩხუბი უბრალოდ ჩხუბია.
ყველა უთანხმოება არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულდა. ყველა წყვილი ჩხუბობს, მაგრამ მთავარია, როგორ მოაგვარებთ მას. ისაუბრეთ, განიხილეთ, შეთანხმდით და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ შეთანხმდით, რომ ვერ თანხმდებით.
 
  • დაგეგმეთ დრო თქვენთვის.

არ არის საჭირო თქვენი სოციალური კალენდრის მეგობრებით და ოჯახით შევსება. გამოყავით დრო ერთმანეთისთვის - წადით კინოში, ისეირნეთ და მოაწყვეთ პიკნიკი - მხოლოდ თქვენ ორმა.
 
  • მეტი "მიყვარხარ" უკეთესია, ვიდრე ნაკლები.
არავის ღლის იმის მოსმენა, თუ რამდენად სასურველი და საყვარელია.
 
  • როდესაც სახლში მიხვალთ, პირველ რიგში მას აკოცეთ. სახლიდან გამოსვლის წინ კი, უკანასკნელი რამ, რაც უნდა გააკეთოთ, კვლავ მისი კოცნაა.
 
  • უპასუხეთ ერთმანეთის მესიჯებს, ზარებს და ..
არანაირი გამოტოვებული ზარები და შეტყობინებები დღის განმავლობაში. თქვენი პრიორიტეტი, ერთმანეთთან კომუნიკაცია, დაკავშირება უნდა იყოს.