ჰოროსკოპი

2022 წლის ივლისის ყველაზე იღბლიანი დღეები - ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის

2022 წლის ივლისის ყველაზე იღბლიანი დღეები - ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის

ვერძი

ყველაზე იღბლიანი დღე: ხუთშაბათი, 28 ივლისი

იუპიტერი, პლანეტა, რომელსაც იღბლის საკითხები უკავშირდება, ამ დღეს რეტროგრადული გახდება - თანაც ვერძის ნიშანში. ამიტომ იფიქრეთ კარიერულ შესაძლებლობებზე, მოგზაურობაზე ან თუნდაც ლატარიის მოგებაზე.

რეტროგრადული მოძრაობის დროს, მართალია პლანეტის გავლენა სუსტდება, თუმცა ის გაძლევთ შესაძლებლობას გადააფასოთ პირადი შეხედულებები. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, რათა ჩაიხედოთ თქვენს გულში და შემდეგ, საბოლოოდ მიაღწიოთ დასახულ მიზანს.  
 

კურო

ყველაზე იღბლიანი დღე: სამშაბათი, 5 ივლისი

ამ დღეს მერკური თქვენს ზოდიაქოს ნიშანში გადმოვა და მჭევრმეტყველებით დაგაჯილდოვებთ! არ დაგავიწყდეთ, რომ მერკური განსაზღვრავს არა მხოლოდ თქვენს ფიქრებს, არამედ თქვენს კომუნიკაციურ უნარებსაც. როდესაც ის თქვენი ზოდიაქოს ნიშანშია, ეს ნიშნავს, რომ მეტად გაგიადვილდებათ საკუთარი თავის გამოხატვა.

თქვენ არა მხოლოდ შეძლებთ იპოვოთ საჭირო სიტყვები, არამედ სხვებიც იქნებიან მზად, რომ ამ სიტყვებს დახვდნენ. ეს არის დრო, როდესაც თავი არ უნდა შეიკავოთ და წარმოსთქვათ ყველა ის სიტყვა, რომელიც ყელში გებჯინებათ.  

ტყუპები

ყველაზე იღბლიანი დღე: ორშაბათი, 4 ივლისი

პალასი არის ასტეროიდი, რომელიც მართავს სამართლიანობას და შინაგან სიბრძნეს. ამ დღეს, ის სწორედ თქვენს ნიშანში შემოვა და საშუალება გექნებათ ხელახლა დაუკავშირდეთ თქვენს ამ ნაწილს. იფიქრეთ თქვენს ინტუიციაზე, შინაგან უნარზე განსაზღვროთ რა არის სწორი და რა - არასწორი. სწორედ ეს არის ეს არის პალასის საჩუქარი. ინსტინქტურად იცოდე რა არის სწორი და პატივი სცემდე საკუთარ შინაგან სიბრძნეს.

გამოიყენეთ ეს მძლავრი ენერგია თქვენი ოცნებების გამოსავლენად და გახსოვდეთ, რომ უდავოდ სწორ გზაზე ხართ.

კირჩხიბი

ყველაზე იღბლიანი დღე: კვირა, 17 ივლისი

ამ დღეს ვენერა კირჩხიბის ნიშანში გადავა და მიუხედავად იმისა, რომ ეს პლანეტა ყველაზე ცნობილია როგორც სიყვარულის მმართველი, ასევე, ის განაგებს ფინანსურ საკითხებსაც.

შეიძლება, სწორედ ახლა დადგა დრო, რათა გააკეთოთ სასურველი ფინანსური შეთავაზება ან სულაც შეცვალოთ თქვენი სახლის მისამართი. თუ თქვენ ფიქრობდით ბინის ან სხვა უძრავი ქონების შეძენას, მაშინ ეს საუკეთესო დროა. წარმატების მისაღწევად საჭიროა დაიჯეროთ, რომ ის უკვე თქვენს ხელთაა!

ომი

ყველაზე იღბლიანი დღე: ხუთშაბათი, 28 ივლისი

ამ დღეს, ახალი მთვარე ლომის ზოდიაქოს ნიშანს გაანათებს. შესაბამისად, ეს იქნება ახალი საწყისებითა და შესაძლებლობებით სავსე დღე. ახალი მთვარე არის დრო, რათა სამყაროში თქვენი განზრახვები „დათესოთ“, რომელთა შედეგებსაც მოგვიანებით მოიმკით.

დაიმახსოვრეთ, წარსული არ განსაზღვრავს მომავალს, ამიტომ ნებისმიერი მიზნის დასახვისას დარწმუნდით, რომ წარსული მარცხის გამო, უარს არ ამბობთ სამომავლო გამარჯვებაზე!

ქალწული

ყველაზე იღბლიანი დღე: ორშაბათი, 25 ივლისი

ჯუნო, ასტეროიდი, რომელიც მართავს ქორწინებებსა და კონტრაქტებს, დღეს თევზებში დაიწყებს რეტროგრადულ მოძრაობას. ეს კი, თავის მხრივ, გაააქტიურებს თქვენს რომანტიკულ ურთიერთობებს, მაგრამ ასევე მოიტანს იმ კონტრაქტებს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი ოცნებების რეალობად ქცევაში.

ახლა მშვენიერი დროა ცვლილებებისთვის, იქნება ეს ურთიერთობები თუ ის ბიზნეს წამოწყებები. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ახლა მიიღებთ მომავალში დიდ წარმატებას მოგიტანთ! 

სასწორი

ყველაზე იღბლიანი დღე: ოთხშაბათი, 6 ივლისი

ამ დღეს, მთვარის პირველი მეოთხედი სასწორის ნიშანში დაიწყება, რაც გააძლიერებს თქვენს უნარს და მოთხოვნილებას გადალახოთ გამოწვევები.  ცნობილია, რომ პირველი მეოთხედი მთვარე სიუხვესა და იღბალს მომტანია, მაგრამ ის აუცილებლად მოითხოვს გაასუფთავოთ სივრცე იმისგან, რაც სიახლის მიღებაში გიშლით ხელს.

ეს ნიშნავს, რომ შეიძლება დაგჭირდეთ რთული არჩევანის გაკეთება, რათა გათავისუფლდეთ წარსულისგან - იქნება ეს სიტუაციები თუ ადამიანები, მაგრამ სანაცვლოდ, აუცილებლად მიიღებთ იმ ახალ რეალობას, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდით!

მორიელი

ყველაზე იღბლიანი დღე: კვირა, 31 ივლისი

ურანი, მოულოდნელი ცვლილებების პლანეტა, დღეს კუროს ნიშნის ჩრდილოეთის კვანძთან შეერთდება. სწორედ ეს წერტილია თქვენი ბედის მმართველი. კურო არის ენერგია, რომელიც გავლენას ახდენს თქვენი ცხოვრების რომანტიკულ ნაწილზე, რაც ნიშნავს, რომ თქვენთვის იღბალი, რომელსაც ყველაზე მეტად ეძებდით, სავარაუდოდ ამ განყოფილებაში იმალება.

შეიძლება უკვე წარმატებული ხართ კარიერასა და ფინანსებში, მაგრამ თქვენი სასიყვარულო ცხოვრება ნამდვილად მოითხოვს განახლებას. ამ დღის ენერგია აუცილებლად შემოგთავაზებთ მოულოდნელ საჩუქარს, რომელიც დაგეხმარებათ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეთ იმ ურთიერთობას, რომელზეც მუდამ ოცნებობდით.

მშვილდოსანი

ყველაზე იღბლიანი დღე: ორშაბათი, 4 ივლისი

პალასი, ასტეროიდი, რომელიც მართავს სიბრძნესა და სამართლიანობას, დღეს  ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში გადავა და თქვენი პირადი ცხოვრების ენერგიას გააქტიურებს. რადგანაც წლის ძირითადი ნაწილი კარიერაზე ფიქრში გაატარეთ, თქვენ დაშორდით იმას, რაც ნამდვილად ძალიან გჭირდებათ ცხოვრებაში.

ეს ენერგია დაგეხმარებათ არა მხოლოდ გაანალიზოთ რას ეძებთ, არამედ გამოაღვიძებს თქვენს მეომარ სულს, რათა მის მისაღწევად ბრძოლა დაიწყოთ!  

თხის რქა

ყველაზე იღბლიანი დღე: ოთხშაბათი, 13 ივლისი

სწორედ ამ დღეს, სავსე მთვარე თქვენს ნიშანს გაანათებს. რაც შეაჯამებს ყველაფერ იმას, 2 იანვარს შემდეგ მოხდა - ამ დღეს, ახალმა მთვარემ თქვენი ნიშანი გააბრწყინა.  გამოიყენეთ ეს დღე, როგორც შესაძლებლობა, გაანალიზოთ რა მუშაობს და რა არა. დაიმახსოვრეთ, არასოდეს არ არის გვიან შეცვალოთ გადაწყვეტილება!

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ როგორ ხედავთ, რას იმსახურებთ ცხოვრებაში. შემდეგ გაანალიზეთ, რა გზა გამოიარეთ აქ მოსასვლელად და შემდეგ გააცნობიერეთ, რომ თქვენ ფლობთ ძალას, შეცვალოთ ყველაფერი.

მერწყული

ყველაზე იღბლიანი დღე: ხუთშაბათი, 28 ივლისი

ახალი მთვარე ლომის ნიშანში დაგეხმარებათ დაიწყოთ ახალი თავი თქვენს პირად ცხოვრებაში. ერთწლიანი გაკვეთილების შემდეგ, დროა თქვენს ცხოვრებაში სიახლეები შემოუშვათ.

ამ ფაზის განმავლობაში შეეცადეთ გაუშვათ ის, რაც თქვენს კონტროლს არ ექვემდებარება ან რაც მხოლოდ წარსული ჭრილობის მეხსიერებაა. ცხოვრება, რომელიც თქვენ შექმენით, არაფრით ჰგავს იმას, რაზეც ოცნებობდით. ამიტომ დროა მისცეთ საკუთარ თავს ხელახლა დაბადების უფლება და აირჩიოთ გზა, რომელიც სამყარომ თქვენთვის შექმნა.

თევზები

ყველაზე იღბლიანი დღე: ორშაბათი, 25 ივლისი

დღეს, ჯუნო, ქორწინებისა და კონტრაქტების ასტეროიდი თქვენს ნიშანში დაიწყებს რეტროგრადულ მოძრაობას და შესაბამისად, მოიტანს ახალ შესაძლებლობებს როგორც პირად, ასევე ფინანსურ საკითხებში.

პირველ რიგში დარწმუნდით, რომ მადლიერი ხართ ყველაფრის, რაც აქამდე მიიღეთ და ამის შემდეგ, სიუხვის ახალი ეტაპისთვის მოემზადეთ. თუ თქვენს ცხოვრებაში ერთ კონკრეტულ ურთიერთობაზე დარდობდით, ახლა დროა შეაფასოთ, გაუძლო თუ არა დროის გამოცდას. მზად ხართ აღმოაჩინოთ გზა ჭეშმარიტი სიყვარულისკენ?