LIFE

მეცნიერების აზრით, ბელა ჰადიდი მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალია

მეცნიერების აზრით, ბელა ჰადიდი მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალია

ცნობილი კოსმეტიკური ქირურგის, ჯულიან დე სილვას კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალის გვირგვინი, ბელა ჰადიდს ეკუთვნის. დე სილვას ტოპ 10 ქალის სია, ოქროს კვეთის თეორიის მიხედვითაა შედგენილი.


ეს „ღვთაებრივი პროპორცია“ საფუძველს ძველ საბერძნეთში იღებს. ხელოვნებაში სრულყოფილი სახეების შესაქმნელად, რენესანსის დროს, ოქროს კვეთას აქტიურად იყენებდნენ მხატვრებიც. თანამედროვე სილამაზის ექსპერტმა, ოქროს კვეთის თეორია სრულიად განსხვავებულად გამოიყენა, რათა გამოევლინა ის ქალები, რომლებიც ყველაზე ახლოს არიან მათემატიკურ სრულყოფილებასთან.

სილამაზის ამ ოქროს რიცხვის გამოსათვლელად, დე სილვამ გაზომა თვალების, წარბების, ცხვირის, ტუჩების, ნიკაპის, ყბის ზომები და თანაფარდობები. შეგროვებულ მონაცემებს შორის, სიმეტრიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 94.35% ბელა ჰადიდს ერგო და ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულიც მოიპოვა.

მართალია, რომ სინამდვილეში, სილამაზეს საზღვრები არ გააჩნია, მაგრამ მსოფლიოში ცნიბილი კოსმეტიკური ქირურგის აზრით, ეს მაჩვენებელი, ამ ეტაპზე გაბატონებულ სილამაზის სტანდარტებთან, ყველაზე ახლოსაა.

ბელა ჰადიდი (94.35%)



ბიონსე (92.44%)



ემბერ ჰერდი (91.85%)



არიანა გრანდე (91.81%)



ტეილორ სვიფტი  (91.64%)



კეიტ მოსი (91.05%)



სკარლეტ იოჰანსონი (90.91%)



ნატალი პორტმანი (90.51%)



კეტი პერი (90.08%)



კარა დელავინი (89.99%)