კვებითი დარღვევების ნაკლებად ცნობილი ნიშნები: 5 ქცევა, რომელზეც არავინ ფიქრობს, რომ საშიშია
- 10.09.2022
1. ძალიან ბევრი ან ძალიან ცოტა წყლის დალევა
ჭარბი ან ნაკლები წყლის მიღება, ხშირად კვებითი აშლილობის თანმხლები მოვლენებია. პირველ შემთხვევაში, ადამიანს აქვს მოთხოვნილება, ჭარბი წყლის მიღებით „გაიწმინდოს“ ორგანიზმი ან საკვების ნაცვლად, წყლით დაკმაყოფილდეს. მეორე შემთხვევაში კი, კვებითი აშლილობის მქონე ადამიანი უარს ამბობს წყალზე, რათა თავიდან აიცილოს შებერილობის გრძნობა.
2. სხვების კვებაზე ზრუნვა
კვებითი დარღვევა, იმ ფსიქიკური პრობლემების რიცხვის მიეკუთვნება, რომლებიც თვითშედარების შედეგად ვითარდება. ამიტომ, კვებითი აშლილობის მქონე ბევრი ადამიანი, გამუდმებით აკვირდება გარშემომყოფების კვებითი ჩვევებს. უფრო მეტიც, მათ მოსწონთ სხვებისთვის საჭმლის მომზადება და გემრიელი დესერტების შეთავაზება, მაგრამ, როგორც წესი, თავად არასოდეს მიირთმევენ. დამატებით, ისინი სხვებს სთავაზობენ იმ საკვების მიღებას, რაზეც თავად უარს ამბობენ.
3. მეტი სანელებლები და სურნელოვანი საკვები
სანელებლები, კვებითი დარღვევების მქონე ადამიანებს, შფოთვას უმსუბუქებს. მაგალითად, მათი გადაჭარბებული რაოდენობა აგემრიელებს "უსაფრთხო" საკვებს ან პირიქით - განზრახ აფუჭებენ კერძს, რათა მისი დიდი რაოდენობით მიღება შეუძლებელი გახდეს.
4. კულინარიულ გადაცემებსა თუ ბლოგებზე დამოკიდებულება
კვებითი აშლილობის მქონე ადამიანებს, შეუძლიათ აკვიატებულად უყურონ ვიდეოებს, სადაც სხვები ჭამენ ან ამზადებენ საკვებს. ამით, ისინი, ერთგვარად იკმაყოფილებენ ჭამის ფიზიკურ მოთხოვნილებას.
5. იზოლირებული კვება
იზოლაცირებული ჭამის ჩვევა ახასიათებთ იმ ადამიანებს, ვისაც კვებითი დარღვევები აწუხებთ. მათთვის ჭამა შეიძლება იყოს სამარცხვინო გამოცდილება. კვებითი აშლილობის მქონე ადამიანებს ხშირად სურთ თავიდან აიცილონ შფოთვა, რომელიც უკავშირდება სხვების მიერ მათი საკვების ან გარეგნობის შეფასებას.
თემები: ჯანსაღი კვება, რჩევები ქალებს