ჯანმრთელობა
თუ უძილობა გაწუხებთ: საღამოს რიტუალი, რომელიც ჩაძინებაში დაგეხმარებათ
- 21.09.2022
თუ უძილობა გაწუხებთ, მნიშვნელოვანია, რომ შეიმუშავოთ სპეციალურად თქვენზე მორგებული ძილის რიტუალი და არ ინერვიულოთ, თუ პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მას სრულყოფილად ვერ დაიცავთ. დაიმახსოვრეთ, ახალი ჩვევის გამომუშავების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა მისი მცირე ნაბიჯებად დაშლა და ხშირი განმეორებაა.
პირველ რიგში, შეარჩიეთ კონკრეტული დრო, რომელ საათზე უნდა წახვიდეთ დასაძინებლად. ეს შეიძლება რუტინის ყველაზე რთული ნაწილია, მაგრამ ყოველ ღამე, ერთი და იმავე დროს დაძინება, წარმატების გასაღებია.
- გასაგრილებლად, ძილის წინ მიიღეთ თბილი აბაზანა ან შხაპი. დაიმახსოვრეთ, ტემპერატურის სწრაფი ცვლილება ხელს უწყობს ძილის სტიმულირებას.
- დაიცავით პირადი ჰიგიენა. ჩვეულებრივი საღამოს რუტინა, თქვენი რიტუალის ნაწილი უნდა გახდეს. თუ არ გაქვთ სპეციალური თავის მოვლის რეჟიმი, უბრალოდ სცადეთ რაიმე მარტივი, როგორიცაა სახის დაბანა, კბილების გახეხვა და ფლოსით გაწმენდა, ან სხვა ნებისმიერი რამ, რაც თქვენთვის შესაფერისია.
- დაიწყეთ ჩანაწერების გაკეთება. დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების დაწერას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ეს ნაბიჯი აუცილებლად შეამცირებს თქვენს შფოთვას.
- შეადგინეთ მომდევნო დღის გეგმა. უბრალოდ ჩამოთვალეთ ყველაფერი, რაც უნდა გააკეთოთ მომდევნო დღეს ან ის, რაც ამჟამად თქვენს ცხოვრებაშია აქტუალური.
- დრო დაუთმეთ მედიტაციას. მედიტაცია შფოთვისა და სტრესის შემცირების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ამასთან, ის გეხმარებათ დასვენებასა და მოდუნებაში.
- მიიღეთ თბილი სითხე, რომელიც არ შეიცავს კოფეინს. თბილი სასმელის მიღება, ასევე, დამამშვიდებელი ნაბიჯია. დალიეთ ჭიქა ცხელი წყალი თაფლით და ლიმონით, ან ნებისმიერი თბილი სითხე, რომელიც კოფეინს არ შეიცავს.
- დაძინებამდე 60-90 წუთით ადრე მოშორდით ეკრანს. თუ ეს შეუძლებელია, გამოიყენეთ ლურჯი სინათლის დამბლოკავი სათვალე.
- გაატარეთ დრო თქვენს მეუღლესთან, შვილებთან ან სხვა მნიშვნელოვან ადამიანთან ერთად. ისაუბრეთ, გაუზიარეთ თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები და გააძლიერეთ ემოციური კავშირები - ეს ხომ ყველასთვის საყვარელი დამამშვიდებელი აქტივობებია!