LIFE

ადამიანები, რომლებიც ამ სამსახურებში მუშაობენ, დიდი ალბათობით, პარტნიორებს ღალატობენ

ადამიანები, რომლებიც ამ სამსახურებში მუშაობენ, დიდი ალბათობით, პარტნიორებს ღალატობენ

თანამედროვე სამუშაო სივრცე, ყოველთვის დრამების, ჭორების და რომანების თავშესაფარია. იმის დასადგენად, თუ რომელი პროფესიის წარმომადგენლები გამოირჩევიან მოღალატეობრივი ბუნებით, Victoria Milan-მა, გაცნობის ვებ-გვერდმა, კვლევა ჩაატარა.


! ეს ვებ-გვერდი იმითაა განსაკუთრებული, რომ ის დაქორწინებული ან ურთიერთობაში მყოფი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი და 100%-ით ანონიმურია !

დიახ, კვლევა იმის შესახებ, თუ რომელი პროფესიის ადამიანები ღალატობენ ყველაზე ხშირად, სწორედ მოღალეტეების თავშეყრის ადგილზე ჩატარდა!

კვლევაში მონაწილეობა 5,658 ქალმა მიიღო და შედეგად, ყველაზე მოღალატე პროფესიები გამოვლინდა. გამოიცანით, ვინ არიან სიის სათავეში? ცხადია, ფინანსისტები!

მაშ ასე, დავიწყოთ...

 
  1. ფინანსური სფეროს წარმომადგენლები: ბროკერები, ბანკირები, ანალიტიკოსები;
 
  1. ავიაციაში დასაქმებულები: პილოტები და ბორტგამცილებლები;
 
  1. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები: ექიმები და ექთნები;
 
  1. აქვეა ბიზნესის სფეროც: აღმასრულებელი დირექტორები, მენეჯერები, მდივნები;
 
  1. სპორტსმენები და ფიტნეს ინსტრუქტორები;
 
  1. მუსიკოსები, მოდელები, მსახიობები და ფოტოგრაფები;
 
  1. ღამის ცხოვრების მიმდევრები: დიჯეები, მოცეკვავეები, მიმტანები;
 
  1. იურისტები, პროკურორები, მოსამართლეები;
 
  1. კომუნიკაციის სფეროს წარმომადგენლები: ჟურნალისტები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები, კომუნიკატორები.
 
  1. სხვა სექტორის წარმომადგენლები.