2018 წელს, ჯონი დეპმა, გახმაურებულ სასამართლო პროცესამდე 4 წლით ადრე, ბრიტანულ გაზეთ The Sun-ს სასამართლოში უჩივლა და ეს საქმე წააგო. მაშინ, მისი ადვოკატი, 37 წლის ჯოელ რიჩი იყო.
სულ ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარიბის ზღვის მეკობრეების ვარსკვლავს, ყოფილ ადვოკატთან აქვს რომანი. როგორც ჩანს, მსახიობისთვის 2018 წელს წაგებული საქმე არც არაფერს ნიშნავს.
2022 წელს, გახმაურებული სასამართლო პროცესი ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა. ამჯერად, მან ცილისწამების საქმე ყოფილი მეუღლის, ემბერ ჰარდის წინააღმდეგ მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულ სასამართლო პროცესებზე მსახიობს სულ სხვა ადვოკატი იცავდა, ჯოელ რიჩიც ესწრებოდა სასამართლო სხდომებს.
ბრიტანელ ადვოკატს არ ჰქონდა "პროფესიონალური" ვალდებულება დასწრებოდა მოსმენებს, თუმცა ის მაინც გამოხატავდა საკუთარ მხარდაჭერას ყოფილი კლიენტის მიმართ. ეს მისი პირადი არჩევანი იყო.
ცნობილია, რომ ჯოელ რიჩი დაქორწინებულია და 2 შვილი ჰყავს, თუმცა ამ ეტაპზე, მისი განქორწინების პროცესი მიმდიანრეობს.
როგორც ამბობენ, მსახიობს და ადვოკატს სერიოზული გრძნობები და დიდი ემოციები აკავშირებთ.
თემები:
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია