სტილი
როგორ იცვამდნენ ქალები 70-იანი წლების ირანში? - “ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება”
- 27.09.2022
ირანში, 22 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. მაჰსა ამინი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც „მორალის პოლიციამ“ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა და შემდეგ, ფიზიკურად გაუსწორდა.
მიუხედავად იმისა, რომ ირანის უსაფრთხოების ძალები პროტესტის ჩახშობას ცდილობენ, ქალებმა აქტიურად მონაწილეობენ დემონსტრაციებში და საჯაროდ წვავენ თავსაბურავებს, რომელთა ტარებაც, 1979 წლიდან, ირანში ისლამური რესპუბლიკის დამყარების შემდეგ, სავალდებულოა.
1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე, ირანი დღევანდელისგან საკმაოდ განსხვავებული ქვეყანა იყო - სეკულარული, რომელიც დასავლურ ღირებულებებს მისდევდა. რევოლუციის შემდეგ, ქვეყანა ისლამურ სახელმწიფოდ გადაიცა, რომელიც შარიათის კანონებს დღემდე მისდევს.
მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, ჰიჯაბის საჯაროდ მოხდა და დაწვა, თმის საჯაროდ შეჭრა, ქალთა წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. საპროტესტო გამოსვლების ლოზუნგია: “ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება”.
ისლამურმა რევოლუციამ, არა მხოლოდ შეცვალა ქვეყნის საგარეო ურთიერთობები, პოლიტიკური კლიმატი და ეკონომიკა, არამედ უბრალო ხალხის ცხოვრებაც, რომ აღარაფერი ვთქვათ, როგორ შეცვალა ქალების როლი ახალ საზოგადოებაში.
და მაინც, როგორი იყო ქალების ცხოვრება 70-იანი წლების ირანში? როგორ იცვამდნენ ისინი?
თემები: ქალები