- „ჭკვიანმა ქალმა იცის, რომ მას აქვს საკმარისი ძალა, წავიდეს ამ მოგზაურობაში, მაგრამ ძლიერმა ქალმა იცის, რომ ეს არის ის მოგზაურობა, სადაც უძლეველი გახდება“.
- „ძლიერ მამაკაცს შეუძლია გაუმკლავდეს ძლიერ ქალს. სუსტი მამაკაცი კი იტყვის, რომ ამ ქალს უცნაური ხასიათი აქვს“.
- „მე აღარ ვიღებ იმას, რისი შეცვლაც არ შემიძლია. მე ვცვლი იმას, რისი მიღებაც არ შემიძლია“.
- „ქალი მამაკაცის გარეშე ისევეა, როგორც თევზი ველოსიპედის გარეშე“.
- „მასში ცეცხლია... თუ შეიყვარებ, ის მთელ სახლს გაათბობს. ხოლო თუ შეურაცხყოფას მიაყენებ, მაშინ - გადაწვავს“.
- „მან ჯოჯოხეთი გამოიარა. ასე რომ, გეშინოდეთ მისი, როდესაც ცეცხლში უყურებს და ეღიმება“.
- „თუ იმისთვის ცხოვრობ, რომ ხალხმა შეგიყვაროს, მაშინ იმისთვის მოკვდები, რომ მათ შენზე უარი თქვეს“.
- „სუსტ მამაკაცს არ შეუძლია შეიყვაროს ძლიერი ქალი. მან არ იცის, თუ როგორ მოიქცეს მასთან“.
- „ძლიერ ქალს უყვარს, პატიობს, მიდის, უშვებს, ისევ ცდილობს და ცხოვრებას აგრძელებს... არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდება - ის მაინც ჯიუტად მიიწევს წინ“.
- „ქალის ყველაზე ძლიერი ქმედებებია შეიყვაროს საკუთარი თავი, იყოს ის, ვინც სანამდვილეშია და შინაგანი სინათლით დააბრმავოს ის ადამიანები, ვისაც არასოდეს სჯეროდა, რომ მას ეს შეეძლო“.