LIFE
ურთიერთობის 4 ძირითადი პრობლემა, რომელიც ადრეულ ბავშვობას უკავშირდება
- 19.10.2022
”ძლიერმა ემოციურმა გამოცდილებამ, შესაძლოა, შეცვალოს ზრდასრული ადამიანის ტვინის ფუნქციონირების ზოგიერთი ელემენტი, მაგრამ ბავშვობაში მიღებულმა ტრავმულმა გამოცდილებამ, შესაძლოა შეცვალოს ის, თუ როგორ ფუნცქიონირებს მთლიანად ტვინი.”
- მიტოვების შიში შეიძლება გამოწვეული იყოს ბავშვობაში განცდილი დანაკარგით - მშობლის ან საყვარელი ადამიანის სიკვდილით - მაგრამ ასევე, ის შეიძლება გამოწვეული იყოს ბავშვობაში არასათანადო მოპყრობით. ბავშვობაში არასათანადო მოპყრობის ან უგულებელყოფის დადგენა შეიძლება რთული იყოს, განსაკუთრებით თუ ეს არასათანადო მოპყრობა არ არის ფიზიკური, არამედ უფრო ემოციური ხასიათისაა.
ტვინის განვითარება, სინამდვილეში არის დაბადებიდან მიღებული ნეირონული კავშირების შექმნის, გაძლიერებისა და გაუქმების პროცესი. ამ კავშირებს სინაფსებს უწოდებენ და სწორედ ისინი „აწყობენ“ ტვინს - ქმნიან ნერვული გზებს, რომელთა საშუალებითაც, ტვინის სხვადასხვა ნაწილებს ერთმანეთთან აკავშირებენ. სინამდვილეში, სწორედ ეს კავშირები განაგებენ ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.
- ტვინის თითოეული რეგიონის ზრდა, დიდწილად დამოკიდებულია ამ უბნის სტიმულაციაზე. ჩათვალეთ, ესაა კუნთი, რომელიც უნდა ვავარჯიშოთ, რათა გავაძლიეროთ. კუნთის უყურადღებოდ დატოვება ან თუნდაც მისი სრულად უმოძრაობა, საბოლოოდ ატროფიამდე მიგვიყვანს.
სწორედ ასე მოქმედებს არასათანადო მოპყრობა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად თქვენს ურთიერთობაში, უნდა იმუშავოთ ამ კუნთის გაძლიერებაზე, რაც საშუალებას მოგცემთ მეტად გაძლიერდეთ და გაიხსნათ თქვენს პარტნიორთან.
- 2016 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მშობლების მხრიდან, უპირობო სიყვარულის ნაკლებობამ, შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები.
ადამიანის ტვინი შედგება 100 მილიარდზე მეტი ტვინის უჯრედისგან, რომელთაგან თითოეული, 7000-ზე მეტ ტვინის სხვა უჯრედს უკავშირდება. და მაინც, 3 წლის ასაკში ბავშვის ტვინის ზომა, ზრდასრული ტვინის ზომის თითქმის 90%-ის ტოლია.
- გამოცდილება, რომელსაც ბავშვი სიცოცხლის პირველი 3 წლის განმავლობაში იღებს, განაპირობებს იმას, თუ როგორი იქნება „ჩართული“მისი ტვინი ზრდასრულ ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრულობაში ჩვენ შეგვიძლია „ხელახლა ვისწავლოთ“ და ამ გზით შევცვალოთ ჩვენი ტვინის ჩარჩო, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ კავშირს და ურთიერთობას, რომელიც ჩვილს აქვს თავის მომვლელთან.
კვლევებით მტკიცდება, რომ ზრდასრული ადამიანის უუნარობა შექმნას და შეინარჩუნოს ჯანსაღი ურთიერთობები მთელი ცხოვრების განმავლობაში, უკავშირდება ადრეულ წლებში, აღმზრდელთან ემოციური დაუცველობის ან არაჯანსაღი მიჯაჭვულობის განცდას.
ამ ურთიერთობის პრობლემის გადასაჭრელად, დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ აღიქვამთ მიჯაჭვულობას და ერთგულებას. დიდი შანსია, რომ უკვე თქვენი პარტნიორის ერთგული ხართ, მაგრამ უბრალოდ ასეთი „იარლიყის“ გეშინიათ.
#2
სხვების მიმართ, არარეალური, დაუმსახურებელი ან შეუსაბამო მოლოდინის ქონა, ასევე უკავშირდება ბავშვობაში მიღებულ გამოცდილებას. ამ საკითხის მოგვარება ურთიერთობაშიმ შეიძლება საკმაოდ რთული იყოს, რადგან ეს მომთხოვნელობა, თანდაყოლილი ეგოისტური თვისებაა.
არსებობს ორი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ადამიანებს ზედმეტი მოთხოვნილებებია ახასიათებთ - (1) ისინი ან გადაჭარბებულ კომპენსაციას ითხოვენ იმის გამო, რომ ვერ იღებენ იმას, რაც სინამდვილეში სურთ, ან (2) იმდენად არიან მიჩვეულები იმის მიღებას, რაც სურთ, რომ შესაძლებლობასაც კი ვერ უშვებენ, ვერ მიიღონ ის.
#3
ადამიანი, რომელიც გამუდმებით ცდილობს წარსულის კომპენსაციას, კარგი მაგალითია იმისა, რომ მას ბავშვობაში აკლდა სათამაშოები, ტანსაცმელი და ისეთი რამეები, რაც მის თანატოლებს ჰქონდათ. ეს ბავშვი გაიზარდა და სჯერა, რომ ახლა ახლა იმსახურებს იმას, რაც ბავშვობაში გამოტოვა.
#4
ადამიანი, რომელსაც ჩვევაში გამჯდარი სურვილი, რომ მიიღოს ყველაფერი ის, რაც სურს, არის ბავშვი, რომელიც იღებდა ყველაფერს, რასაც მოინდომებდა. ხშირად, უსაფუძვლოდ და დაუმსახურებლად, სწორედ ამიტომ, ახლა, მისი სურვილები, ხშირად არარეალისტურია.
თემები: წყვილი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია