LIFE
„და ცხოვრობდნენ ისინი დიდიხანს და ბედნიერად“ - დაქორწინებული ქალების 50% ამბობს, რომ ეს ასე არ არის
- 14.10.2022
2009 წელს, ჟურნალ AOL Living-ისა და Women's Day-ის მიერ გამოკითხული ქალების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ მათი ქმრები არ არიან მათი სულიერი თანამოაზრეები. ასევე, ისინი გულწრფელად აღიარებენ, რომ ხანდახან ნანობენ ქმრებზე დაქორწინებას და უფრო მეტიც, მათ მიტოვებაზეც კი ფიქრობენ.
სიყვარული, თავის თავში გულისხმობს ერთი ადამიანის პოვნას და მასთან დარჩენის გადაწყვეტილების მიღებას. გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, ეს არჩევანია და არა ბედისწერა.
- მაგრამ მოდით, კიდევ უფრო ჩავუღრმავდეთ: კარგი ამბებით დავიწყოთ!
გამოკითხული 35,000 ქალიდან, თითქმის 50% ამბობს, რომ მათი ქმრის ხასიათი იყო პირველი, რამაც ისინი მიიზიდა, ხოლო მეორე 50% ამბობს, რომ მათი ქმრების ხასიათი, დღემდე მათი ყველაზე მიმზიდველი თვისებაა.
გამოკითხულთა 52% ამბობს, რომ არ სჯერა ზღაპრების და ბედისწერის. ან ყოველ შემთხვევაში, ამას გულისხმობენ, როდესაც ამბობენ, რომ მათი ქმრები არ არიან მათი „სულის თანამოაზრეები“.
დამატებით, 72 % ამბობს, რომ რაღაც მომენტში, განქორწინებას განიხილავენ.
რესპონდენტთა ნახევარზე მეტი ამტკიცებს, რომ მათი ქმრები „საკმაოდ ხშირად“, ან ყოველდღიურად ეუბნებიან სიტყვას: - „მიყვარხარ“. ხოლო გამოკითხულთა 71% აქვს იმედი, რომ ეს ქორწინება, სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდება.
- და ნაკლებად კარგი ამბებით გავაგრძელოთ...
გამოკითხული ქალების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ ან ცუდი სექსი აქვს, ან არ ახსოვს ბოლოს როდის ჰქონდა სექსი. ამასთან, დაახლოებით 60% ამბობს, რომ თითქმის აღარ დადიან ქმრებთან ერთად პაემანზე და ამ ქორწინებაში, მოწყენილები არიან.
50%-ზე მეტს სურს, რომ მათ ქმრებს ან მეტი ფული ეშოვათ ან მეტი დრო დაეთმოთ მათთვის. და თითქმის ნახევარი ამბობს, რომ დაქორწინების შემდეგ, მათი ქმრები უარესობისკენ შეიცვალნენ.
მოკლედ რომ ვთქვათ, თითქმის 15 წლის ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქორწინება ყოველთვის ბედნიერად არ მთავრდება. უფრო ზუსტად - ქორწინებების ნახევარი, წარუმატებელია.
თქვენ რას ფიქრობთ? ეთანხმებით ამ კვლევას? თქვენი აზრით, დღემდე ასე?
თემები: ოჯახი, სიყვარული და სექსი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია