LIFE

Viber-ის არხები: საუკეთესო საშუალება კონტენტის შემქმნელებისა და მესენჯერის მომხმარებლებისთვის

Viber-ის არხები: საუკეთესო საშუალება კონტენტის შემქმნელებისა და მესენჯერის მომხმარებლებისთვის

Viber-ის არხების საშუალებით, კონტენტის შემქმნელებს შეუძლიათ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაუკავშირდნენ თავიანთ აუდიტორიას, უკეთ გაიგონ მათი ინტერესები და მიიღონ უკუკავშირი. ხოლო არხის მიმდევრებს, კონფიდენციალურობის სრული დაცვით, შეუძლიათ იპოვონ შესაბამისი, საინტერესო კონტენტი.

Tbilisi, November 2022 – Viber აგრძელებს კონტენტის შემქნელებისთვის არხების განვითარებას. მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების, სტატისტიკის, კომენტარების, გადადებული გამოქვეყნების და სხვა ფუნქციების დამატებით, Viber სცდება საკომუნიკაციო აპლიკაციის ფარგლებს და ციფრული პროდუქტების ფართო სპექტრს ნერგავს. არხები კი, სწორედ ასეთი, ერთ-ერთი, ინოვაციაა.


Viber-ის არხებში კონტენტის შემქმნელებისთვის ხელმისაწვდომია ისეთი საშუალებები, როგორიცაა პოსტის მოგვიანებით გამოქვეყნება და დეტალური ანალიტიკა. ასევე, დამატებულია სხვა ფუნქციები, როგორებიცაა გამოკითხვები და ვიქტორინები. აღსანიშნავია, რომ არხის წევრების რაოდენობა შეზღუდული არ არის. არხის სუპერ-ადმინისტრატორებს, API-ს გამოყენებით, შეუძლიათ გააქტიურონ პოსტის მოგვიანებით გამოყენების ფუნქციონალი და ავტომატურად განათავსონ კონტენტი მობილური ტელეფონის ან ლეპტოპის გამოყენების გარეშე.

მათთვის, ვინც უკვე შექმნა საზოგადოება მესენჯერში, ხელმისაწვდომია სპეციალური ჩატბოტი, რომელიც საზოგადოებას არხად გადააქცევს, თანაც, შეინარჩუნებს არსებულ აუდიტორიასა და გამოქვეყნებულ კონტენტს.

გარდა ამისა, კონტენტის შექმნელებისთვის, Viber-მა მოამზადა დეტალური სახელმძღვანელო არხის მენეჯმენტის, კონტენტის შექმნის, აუდიტორიის აქტივობის ანალიტიკის, მონეტიზაციის, არხის განვითარებისა და აუდიტორიის ჩართულობის შესახებ.

არხების მეშვეობით, Viber-ის მომხმარებლებს მთელს მსოფლიოში შეუძლიათ მიიღონ უახლესი ამბები მათთვის საინტერესო თემებზე, თვალყური ადევნონ ინფლუენსერებს, მიიღონ მონაწილეობა გამოკითხვებსა და ვიქტორინებში, დაწერონ კომენტარები და მიიღონ წვდომა ექსკლუზიურ კონტენტზე.



არხებში კომუნიკაცია ითვალისწინებს მომხმარებლის კონფიდენციალურობას: არხის წევრების სია ხელმისაწვდომია მხოლოდ ადმინისტრატორებისა და სუპერ ადმინისტრატორებისთვის, მომხმარებლებს შეუძლიათ ნახონ მხოლოდ არხის წევრების საერთო რაოდენობა. ეს უზრუნველყოფს მომხმარებლის მონაცემების კონფიდენციალურობას და უსაფრთხოებას, რაც Viber-ის მთავარი პრიორიტეტია.

იმისათვის, რომ აუდიტორიისთვის მოსახერხებელი იყოს კონტენტის ავტორებისთვის უკუკავშირის დატოვება და საინტერესო თემების განხილვა, არხზე სპეციალურადაა გამოყოფილი კომენტარების ველი. სუპერ-ადმინისტრატორების შეხედულებისამებრ, შესაძლებელია არხის ყველა პოსტისთვის ამ პარამეტრის ჩართვა ან გამორთვა.

დამატებით, საჯარო არხებში განთავსებულ კონტენტზე, მომხმარებლებს კონკრეტული პოსტის ბმულზე აქვთ წვდომა.

ატანას რაიკოვი, Rakuten Viber-ის წამყვანი ბაზრის განვითარების უფროსი დირექტორი:
„Viber-ის მესენჯერის განვითარებაში, არხები მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ისინი ეხმარებიან ჩვენს მომხმარებლებს მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო ავტორებისგან, მათ შორის ადგილობრივ დონეზე. არხების საშუალებით, ბრენდებსა და კონტენტის შემქმნელებს უკვე აქვთ ახალი ძლიერი ინსტრუმენტი, რათა დაუკავშირდნენ ფართო აუდიტორიასთან  და მათთან მუდმივი კავშირის დაამყარონ“.

რამდენიმე საინტერესო Viber არხი, რომლის გამოწერა ნამდვილად ღირს:
 


Rakuten Viber-ის შესახებ
Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს  მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო  ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. ის NBA Golden State Warriors-ის მყისიერი შეტყობინებების და ზარების  აპლიკაციის ოფიციალური პარტნიორია.