30 წლის ასაკში, ამ ტოქსიკური ჩვევებისგან, 100%-ით თავისუფალი უნდა იყოთ
- 20.11.2022

-
რწმენა, რომ რაღაც არ შეგიძლიათ
სცადეთ სწავლების რამდენიმე მეთოდი, იპოვეთ თქვენზე მორგებული გზა და მხოლოდ ამის შემდეგ თქვით, რომ რაღაც არ შეგიძლიათ.
-
მუდმივად აღფრთოვანების ძებნა
შეეცადეთ, რომ ინვესტიცია ჩადოთ ისეთ სახეობებში, რაც შინაგანი აღფრთოვანების წყარო გახდება. მაგალითად, ფიზიკური აქტივობა.
-
რისკზე უარის თქმა
უთხარით „დიახ“ ახალ შესაძლებლობებს და ისიამოვნეთ ცხოვრების წარმატებული თუ წარუმატებელი რისკებით.
- მსხვერპლის როლში ყოფნა
თუ საკუთარ წარუმატებლობაში, მუდმივად სხვებს დაადანაშაულებთ, მაშინ, არასოდეს გაიზრდებით. ცხადია, რომ ზოგიერთი სიტუაცია, შესაძლოა, თქვენი კონტროლის მიღმა იყოს. მაგრამ, აზრი არ აქვს ბრაზის სხვებისკენ მიმართვას.
თქვენს ცხოვრებაზე პასუხისმგებელი, მხოლოდ თქვენ ხართ.
-
ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება, ე.წ. „მულტითასქინგი“
უარი თქვით მულტითასქინგზე და თქვენი მუშაობის ხარისხი გაუმჯობესდება.
-
პერფექციონიზმი
პირველ რიგში, თქვენ დაკარგავთ მოტივაციას და ასევე, დაკარგავთ ზედმეტ დროს, რათა გამუდმებით დაიწყებთ იმ დეტალის ძებნას, რის გამოც, „ეს სრულყოფილი არ არის“.
-
საკუთარი თავის დავიწყება
კარგად გამოიძინეთ, დალიეთ საკმარისი წყალი, გაატარეთ დრო მზის შუქზე, ივარჯიშეთ, დაისვენეთ და ნუ იმუშავებთ გვიან ღამემდე.
თქვენი ცხოვრება ამაზეა დამოკიდებული.
-
შიშის მუდმივი განცდა
ყველაფერი თქვენს გონებაში იწყება და შემდეგ, თქვენი რეალობა ხდება.
თემები: ქალები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია