ზოგიერთ ადამიანს, ამის სწავლისთვის 9 წელი სჭირდება, მაგრამ ჩვენ 3 წუთში გასწავლით
- 20.11.2022

-
თუ ყოველთვის „შესაფერის დროს“ დაელოდები, მაშინ მთელი ცხოვრება ისე გავა, რომ არაფერი შეიცვლება. არ არსებობს არანაირი „შესაფერისი დრო“, არსებობს მხოლოდ - აქ და ახლა.
-
თუ ახალ ცხოვრებას დაიწყებ, მაშინ ახლო მეგობრების 99%-ს დაკარგავ. სინამდვილეში, შენი მეგობარი მხოლოდ ის არის, ვინც რჩება.
-
თუ მშობლებს დაშვებულ შეცდომებს აპატიებ, მაშინ 10-ჯერ უფრო ბედნიერი იქნები. შენს წარუმატებლობებში, მათ ნუ დაადანაშაულებ.
-
თუ ისწავლი, როგორ დაუთმო ადამიანებს კამათში გამარჯვება, მაშინ ფსიქიკურ ჯანმრთელობას შეინარჩუნებ. ზოგჯერ, ეს განზრახ უნდა გააკეთო, რადგან გამარჯვება, ყოველთვის საუკეთესო გამოსავალი არ არის.
-
როცა ისწავლი, რომ პირადად არაფერი არ უნდა მიიღო, მაშინ შეგიძლია თქვა, რომ ნამდვილად გაიზარდე. მანამდე, არავითარ შემთხვევაში.
-
შენ არ გჭირდება 100 სხვადასხვა წიგნი, რომლიც განვითარებასა და მიზნების მიღწევაში გეხმარება. ყველაფერი, რაც ამისთვის გჭირდება არის მოქმედება და თვითდისციპლინა.
-
ნუ დაელოდები პატიოსნებას იმ ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარ თავსაც კი ატყუებენ. ამისთვის საჭიროა ისწავლო, რომ ადამიანი, როგორც ექცევა საკუთარ თავს, იმავეს აკეთებს სხვებთანაც.
-
ადამიანების უმეტესობა ტოქსიკურ ურთიერთობებშია ჩარჩენილი, რადგან მარტოობის ეშინია. სინამდვილეში, მარტოობა, ადამიანთა უმრავლესობის მთავარი შიშია.
-
დედამიწაზე, ყველაზე რთული საკუთარ ოცნებებზე ფოკუსირებაა; უმარტივესი კი - წუწუნია. აირჩიე, რომელ გზას გინდა, რომ დაადგე.
თემები: ცხოვრება, ცხოვრების გაკვეთილები