ჰოროსკოპი

ასკეზა, სურვილის ასრულების ეფექტური პრაქტიკა: ყველაფერი, სპირიტუალური გამოცდილების შესახებ

ასკეზა, სურვილის ასრულების ეფექტური პრაქტიკა: ყველაფერი, სპირიტუალური გამოცდილების შესახებ

ყველამ ვიცით, რომ სამყაროში ყველაფერს თავისი ენერგია და შესაბამისი სიხშირე აქვს. არსებობს დაბალი და მაღალი სიხშირის ენერგიები, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს ცხოვრებას.

როდესაც მაღალი სიხშირის ტალღაზე ვართ, მაგალითად: მადლიერები და ბედნიერები ვართ, გვიყვარს, გვაქვს პოზიტიური მოლოდინები  - ამ დროს სამყაროსთან ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს. ასეთ დროს, კიდევ უფრო მეტად ვიზიდავთ პოზიტიურ ენერგიებს, შესაბამისად ჩვენი ცხოვრებაც - სიყვარულით, ბედნიერებით, წარმატებით და იღბლით სავსეა.

თუმცა, ხშირად, გაუცნობიერებულად ჩვენს რესურსებს და ჩვენს ენერგიებს არასწორად, დაბალი სიხშირის ენერგიებში ვხარჯავთ. მაგალითად, ისეთ ჩვეებში, რომელიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ასეთ დროს, გვიჭირს აღქმა თუ რამდენად დიდი ენერგია, არათუ იკარგება, არამედ კიდევ უფრო მეტი ნეგატივის შემომტანი ხდება.

მაგალითად: ესეთი ჩვევა შეიძლება იყოს სიგარეტის მოწევა, ტკბილზე დამოკიდებულება და სხვა მრავალი რამ. თითოეული ადამიანი უნიკალურია, ამიტომ, ყველას თავისიმავნე ჩვევააქვს, რომელიც პოზიტიურ ენერგიას შთანთქავს.

დღეს გვინდა გაგაცნოთ მანიფესტაციის ძალიან ცნობილი, ერთ-ერთი ტექნიკა, რომლის საშუალებითაც, ადამიანი კონკრეტულ დაბალი სიხშირის ენერგიას, კონკრეტულ მატერიალურ სურვილში ცვლის. ამ პრაქტიკას ასკეზა ეწოდება.

რატომ არის ასკეზა ჯადოსნური რიტუალი?

ასკეზას დასრულების შემდეგ, დიდი შანსია, რომ საერთოდ აღარ დაუბრუნდე მავნე ჩვევას, ანუ, სამუდამოდ გათავისუფლდე კონკრეტული ნეგატიური ენერგიისგან.

ასევე, მეტი შანსი გაქვს, რომ უფრო მოკლე დროში აისრულო შენი სურვილი.

რას გულისხმობს ასკეზა?


ასკეზა გულისხმობს კონკრეტული დროის განმავლობაში, რაღაცაზე უარის თქმას.

მაგალითად, თუ შენი სისუტე ბევრი ტკბილეულის ჭამაა, შეგიძლია, სამყაროს დაპირდე, რომ 11 დღის განმავლობაში, არ შეჭამ ტკბილეულს, სანაცვლოდ, კი ის კონკრეტული სურვილის ასრულებაში დაგეხმარება.

მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული ვადა, ის, რაზე ამბობ უარს და რა გსურს სანაცვლოდ, დამოკიდებულია ინდივიდზე. თუმცა, მავნე ჩვევა  და ასკეზას დრო, სურვილის მასშტაბთან უნდა იყოს დაკავშირებული.

დამწყებთათვის, პრაქტიკის გასათავისებლად, მოკლე ვადებია რეკომენდებული. თუმცა, ყველაზე ხშირად, ასკეზას 21 დღის განმავლობაში აკეთებენ.

როდის უნდა დავიწყო სკეზა?

ასკეზას დასაწყებად, ნებისმიერი დღე კარგი დღეა.

თუმცა, ადამიანები, ყველაზე ხშირად, საკრალურ და მაგიურ დღეებს ირჩევენ: იქნება ეს ზაფხულის და ზამთრის ბუნიაობა, ახალი და სავსე მთვარის დღეები, თუ უბრალოდ, კონკრეტული ადამიანისთვის განსაკუთრებული დღე, მაგალითად - დაბადების დღე.

ასეთ დროს, სამყაროსგან სასურველი ენერგიების მოზიდვა უფრო მარტივია.

როგორ უნდა დავიწყო ასკეზა?

იმისთვის, რომ სამყარომ მკაფიოდ გაიგოს შენი სურვილები, მარტივად და ნათლად უნდა იკომუნიკაციო.

ასკეზას დასაწყებად საჭიროა მხოლოდ სიტყვები და რწმენა. მაგალითად, თუკი ზამთრის პირველ დღეს გადაწყვეტთ მის დაწყებას, შეგიძლიათ, სამყაროს ასე მიმართოთ:

მე, შენი სახელი და გვარი, დღეს, 2022 წლის 1 დეკემბერს ვიწყებ ასკეზას - უარს ვამბობ სიგარეტის მოწევაზე 9 დღის განმავლობაში. სანაცვლოდ, მინდა, რომ ჩემი ენერგია დამიბრუნდეს და ჩემი სურვილი შესრულდეს: დაასახელეთ კონკრეტული სურვილი“.

არ დაგავიწყდეთ აფირმაცია და ვიზუალიზაცია:

მე, 9 დეკემბერს, მაქვს/ვარ: წარმოთქვით თქვენი სურვილი“.

9 დღის განმავლობაში, ყოველ დილით შეახსენე საკუთარ თავს, რომ ასკეზაში იმყოფები და გამოხატე მადლიერება.

როგორ უნდა დავასრულო ასკეზა?

ხმამაღლა წარმოთქვი, რომ დღეს, ასკეზას დაწყებიდან მეათე დღეს (ზემოთ განხილული მაგალითის შემთხვევაში, 10 დეკემბერს), ასრულებ ასკეზას. მადლობა გადაუხადე სამყაროს და მიენდე, რომ ეს სურვილი აუცილებლად ასრულდება.

ამბობენ, რომ ასკეზას დარღვევას ბუმერანგის პრინციპი აქვს, ამიტომ, თუ არ ხართ დარწმუნებული საკუთარ თავში, მაშინ არ დაიწყოთ მისი კეთება.