მოგვიტანს წარმატებას?
ამბობენ, რომ როგორც შეხვდებით ახალ წელს, ისე გაატარებთ წლის დანარჩენ ნაწილს. ამიტომაც, ეს საღამო ყველას ცხოვრებაში განსაკუთრებულია.როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, ამ საღამოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოსი, რადგან ფერებისა და სტილის საშუალებით, იღბალისა და ბედნიერების მოზიდვა შეგვიძლია.
როგორ აღვნიშნოთ ახალი 2023 წელი?
თითოეული ჩვენგანისთვის ეს დღესასწაული განსხვავებულია. ზოგი ოჯახურ გარემოს არჩევს, ზოგი ხმაურიან წვეულებას, ზოგი კი, უბრალოდ, მუშაობს. რაც არ უნდა იყოს თქვენი გეგმა, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა იზრუნოთ ლამაზ ჩაცმულობაზე და სადღესასწაულო განწყობაზე. დაიმახსოვრეთ, მცირე აქსესუარსაც კი შეუძლია თქვენი დღე გაალამაზოს!
2023 წელი, შავი კურდღლის წელია
თქვენ უნდა აირჩიოთ ტანსაცმელი, რომელიც კურდღელს აუცილებლად მოეწონება. მისი კეთილგანწყობის მოსაზიდად, უარი თქვით დეკორატიული ელემენტებით გადატვირთულ ტანსაცმელზე. ასევე ზედმეტად მჭიდრო კაბებზე, რადგან კურდღელს ყველაფერში უყვარს თავისუფლება.ტანსაცმლის სტილის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მარტივ, სადა მოდელებს, რომლებსაც ერთი განსაკუთრებული დეტალი ექნებათ. უარი თქვით ნეონის
თვალის ჩრდილებზე, ცხოველების პრინტებზე და თვალისმომჭრელ დეტალებზე.
უმჯობესია, ჩაცმულობა იყოს დახვეწილი, ელეგანტური და არ ზღუდავდეს მოძრაობას.
რა ფერის ტანსაცმელი ავირჩიოთ ახალი წლის საღამოსთვის?
მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ, არა მხოლოდ სამოსის სილუეტი და სტილი, არამედ ფერიც. თუ გსურთ კურდღლის კეთილგანწყობა და წარმატებება, მაშინ მისი საყვარელი ფერები გამოიყენეთ. ესენია: ნაცრისფერი/ვერცხლისფერი, თეთრი, ცისფერი, ვარდისფერი, წითელი და შავი.თემები: ახალი წელი