მშობელი, რომ ზოგჯერ მკაცრია და შვილს აკონტროლებს, ბუნებრივია, რადგან მას შვილზე დიდი პასუხიმგებლობა აკისრია. თუმცა, ზოგიერთი მათგანი, ზოგჯერ, ზღვარს გადადის, სიმკაცრესა და კონტროლს სცდება.
ზოგიერთი მშობელი, მართლაც ვეღარ ხვდება რა დოზით არის შვილის კონტროლი აუცილებელი და საჭირო. უშლის თუ არა ხელს მშობლის მსგავსი დამოკიდებულება შვილის თავდაჯერებულ და დამოუკიდებელ ახალგაზრდად ჩამოყალიბებას? ფსიქოლოგების თქმით, მშობლების ავტორიტეტული აღმზრდელობითი სტილი, პირადი მახასიათებლებიდან მომდინარეობს.
TREND. გთავაზობთ ზედმეტად მკაცრი მშობლების მახასიათებლების ჩამონათვალს:
1. ისინი პერფექციონისტები არიან
მშობლის ავტორიტეტული აღმზრდელობითი სტილისთვის, უპირველესად მისი პერფექცონიზმია დამახასიათებელი. ისინი იმ პერფექციონისტულ ტენდენციებს მიჰყვებიან შვილის აღზრდისას, რომელსაც თავად იყენებენ თავიანთ ცხოვრებაში.
2. მათ ყოველთვის იციან რა არის საუკეთესო თავიანთი შვილისთვის
ასეთი აღმზრდელობითი ფორმების მქონე მშობლები მიიჩნევენ, რომ მათი დამოკიდებულება შვილის აღზრდის მიმართ არის ერთადერთი სწორი გზა შვილის აღსაზრდელად. ისინი ხშირად აკეთებენ სხვადასხვა რამეს, თავიანთი შვილების ნაცვლად, რადგან, თვლიან, რომ მათ უკეთ გამოსდით. ასევე ფიქრობენ, რომ ამ გზით შვილებს დაკვირვებისა და ფიქრის საშუალებას აძლევენ. ასეთი მშობლების შვილები, ზრდასრულ ასაკში ძალიან უნებისყოფო და უძლურ ადამიანებად გვევლიანებიან.
3. ძალიან დიდი მოლოდინები აქვთ
როგორც უკვე ვახსენეთ, მშობლის ეს ტიპი კლასიკური პერფექციონისტია. შესაბამისად, ძალიან ბუნებრივია ის, რომ მათ ძალიან დიდი მოლოდინები აქვთ. ისინი ზეწოლას ახორციელებენ თავიანთ შვილებზე და ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება, წარმატებულად ჩაბრებული გამოცდები და ა.შ. აღზრდის ეს მეთოდი ხშირად იმას იწვევს, რომ შვილები მშობლებზე დამოკიდებულები ხდებიან და დამოუკიდებლად თავიანთი პრობლემების მოგვარების უნარი არ გააჩნიათ.
4. ისინი ხშირად მანიპულირებენ
ისინი, ხშირად არწმუნებენ თავიანთ შვილებს, რომ მათი სიყვარული და სითბო პირობითია. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თავიანთ გრძნობებს იყენებენ, როგორც ერთგვარ ჯილდოს წარმატებისას. ხოლო, თუ შვილმა გაბედა და წარუმატებლობა განიცადა, ისინი, როგორც წესი, უმკაცრეს სასჯელს იგონებენ მათთვის.
5. აკონტროლებენ არა მხოლოდ შვილებს, არამედ, მათ ურთიერთობებსაც
ვისთან უნდა გაერთოს შვილი, ვისთან იმეგობროს, ვინ შეიყვაროს და ა.შ. - მსგავს რეცეპტებს ყოველთვის აძლევენ მშოვბლები შვილებს, თუ აღზრდის ავტორიტეტული აღმზრდელობითი სტილით გამოირჩევიან. ერთ-ერთი საშინელი ჩვევა, რომელიც ასეთ მშობლებს ახასიათებთ, არა მხოლოდ ვერბალური რჩევებია, არამედ ყველაფერში, ყველა საშუალების გამოყენებით ჩახედულობის სურვილი. ამიტომაც, ისინი ხშირად ამოწმებენ შვილების ტელეფონებს, სოციალურ ქსელებს და ა.შ.
6. თვითშეფასებას უმსხვრევენ
ყველაზე ცუდი, რაც მსგავს აღმზრდელობით ფორმას ახლავს თან, საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობაა, დაბალი თვითშეფასება და თავდაჯერების ნაკლებობა. ამას მშობლები, გამუდმებული შენიშვნების წყალობით აღწევენ.
თემები: მშობლები, დედები და შვილები, მშობლები და შვილები, ბავშის აღზრდა, ბედნიერი ბავშვი, ბავშვები, მკაცრი მშობლები
allwomenstalk.com
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია