LIFE

კიანუ რივზი არა მხოლოდ შესანიშნავი მსახიობი, არამედ საუკეთესო ძმაა

კიანუ რივზი არა მხოლოდ შესანიშნავი მსახიობი, არამედ საუკეთესო ძმაა

კიანუ რივზი ცნობილია როგორც შესანიშნავი მსახიობი, რომლის ფილმებიც, მსოფლიო კინოს ისტორიაში დარჩება. ასევე, ცნობილია მისი განსაკუთრებული ცხოვრების სტილი და ფილოსოფია. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ მისი უნიკალური ისტორია, სწორედ ოჯახიდან იწყება.

 

ბავშვობა მამის გარეშე

სანამ ის ყველასთვის საყვარელი მსახიობი და მისაბაძი ადამიანი გახდებოდა, ერთი ჩვეულებრივი ბავშვი იყო. ბავშვი, რომლის ცხოვრებაც მარტივი არ ყოფილა.
მხოლოდ 3 წლის იყო, როდესაც მამამისი ოჯახიდან წავიდა. მსახიობმა ბოლოს ის 13 წლის ასაკში ნახა. ამ მოვლენის შემდეგ, დედამ არ შეწყვიტა სიყვარულის ძიება და ბიჭის ცხოვრებაც, „დროებითი მამების“ ირგვლივ ტრიალებდა. მის ბიოლოგიურ მშობლებს მხოლოდ 2 საერთო შვილი ჰყავთ - თავად კიანუ და კიმი.



თუმცა რივზს ასევე ჰყავს 2 ნახევარდა: კარინა, დედის მხრიდან და ემა, გაუცხოებული მამის მეორე ცოლისგან. მოზარდობის წლებში მას მამა არ ჰყავდა, შესაძლოა, სწორედ ამიტომ, მსახიობი თავად გახდა ოჯახის მფარველი და საყვარელი უფროსი ძმა.

მან ყველაფერი გაიღო, რათა თავის დას დახმარებოდა. მათ შორის, დათმო კარიერა.

1991 წელს მსახიობის ბიოლოგიური და, კიმ რივზი, ავად გახდა. სწორედ ამ პერიოდში, ახალბედა მსახიობს წარმოუდგენელ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ - სულ მალე, „მატრიცას“ გადაღებები უნდა დაწყებულიყო. თუმცა, კიანუ რივზისთვის დის ჯანმრთელობა პრიორიტეტული იყო და მან მიიღო გადაწყვეტილება, გადაღებები გაურკვეველი დროით გადაედო. დამატებით, დაუფიქრებლად გაყიდა თავისი სახლი და საცხოვრებლად დასთან გადავიდა, რათა მასზე ეზრუნა.

10 წლის განმავლობაში, მსახიობის მთავარი საქმე, საყვარელ დაზე ზრუნვა იყო.

გამოჯანმრთელებამდე, სწორედ კიანუ უვლიდა დას - უმზადებდა საჭმელს, ალაგებდა სახლს და რაც მთავარია, ემოციურად აძლიერებდა. თითქმის ყოველდღიურად დაჰყავდა საავადმყოფოში და როგორც ამბობენ, მთელი დეკადის განმავლობაში, დისთვის ხელი არ გაუშვია.



ოჯახის ახლობლები იხსენებენ, რომ მსახიობი ძალიან მარტივად ხსნიდა საკუთარ დამოკიდებულებას:

ის ჩემი დაა - ადამიანი, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყო როცა მჭირდებოდა. ცხადია, მე ყოველთვის მის გვერდით ვიდგები“.

ჩემი ძმა, ჩემი პრინცია

სწორედ ასე მოიხსენია კივ რივზმა ცნობილი ძმა. ის აღფრთოვანებული ამბობს:

ის არავის ჰგავს. ის აკვირდება ყველა სიტყვას, ყველა მძიმეს, ყველა წერტილს. ის ისმენს ყველაფერს, რასაც თქვენ ამბობთ“.


ამ ეტაპზე, კიმ რივზი თავს კარგად გრძნობს და ჯანმრთელადაა. გავრცელებული ინფორმაციით, ის რომში ცხოვრობს და საზოგადოებაში გამოჩენას ერიდება.