უმარტივესი გზა გაიცნო და შეიყვარო მამაკაცი, რომელსაც ცოლად გაჰყვები
- 23.01.2023
კარგ მამაკაცს ყველგან შეხვდები.
ამისთვის საჭიროა თქვა - „გამარჯობა!"
არა, არ ვხუმრობთ. ისინი ყველგან არიან - სუპერმარკეტში, ხალიჩების სამრეცხაოში, სამეზობლოში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ტექნიკის მაღაზიასა და სპორტდარბაზში. მოკლედ, ყველგან.
და დიახ, ეს მამაკაცები არ იმყოფებიან არც ქორწინებაში და არც ურთიერთობაში. უფრო მეტიც, ისინიც ზუსტად ისევე ეძებენ სიყვარულს, როგორც შენ. მაგრამ, ისინი ელოდებიან სიგნალს შენგან, რათა გაბედონ მოახლოება.
როდესაც საქმე ქალი გაცნობას და სიყვარულს ეხება, დადებითი სიგნალი არის ის, რაც კაცებს ყველაზე მეტად სურთ. ამ საიდუმლოს ცოდნა მკვეთრად გაზრდის შანსს, იპოვო შენთვის შესაფერისი მამაკაცი.
მამაკაცებიც მარტოსულები არიან
არსებობს შანსი, რომ სიმპათიურ კაცს, რომელსაც ხედავ სუპერმარკეტში ან სპორტდარბაზში, მარტოობის საშინელი განცდა აწუხებს. შესაძლოა, ძალიან დიდხანს მუშაობს და ცოტა დროს უთმობს პირად ცხოვრებას. შესაძლოა, იშვიათად ხვდება მეგობრებს, შესაძლოა, წარსულში დიდი ტრაგედია გადაიტანა. დიახ, შენ არ იცი მისი ისტორია.და არ დაგვავიწყდეს: ის კაცია.
მისი მარტოსულობის ფონზე კი, საზოგადოება ამბობს, რომ მან უნდა იცხოვროს მამაკაცური იდეალის შესაბამისად. ემოციების გამოხატვის და გაზიარების გარეშე. მოდით, ვაღიაროთ, რომ ამ მხრივ ქალებს გაგვიმართლა, სხვა თუ არაფერი, ემოციების გამოხატვის უფლება მაინც არ გვაქვს ჩამორთმეული. მამაკაცებს კი პირიქით, მარტოსულობის განცდაც კი სისუსტედ ეთვლებათ, არათუ მისი გამოხატვა და გაზიარება.მამაკაცებს უნდათ, რომ შენ მიუახლოვდე
მათ საბავშვო ბაღიდან იციან, რომ თუ გოგო მოსწონთ, რაღაც უნდა გააკეთონ. თავად დაპატიჟონ პაემანზე, თავად გაეცნონ და თავად გამოიჩინონ ინიციატივა. სანამ შენს წინ აღმოჩნდებოდა, ის ცხოვრებაში უამრავმა ქალმა უარყო. სწორედ ამიტომ, ის ახლა დგას და არაფერს აკეთებს. ის მარტოსულია და ეშინია, რომ მისი მცდელობა, კვლავ წარუმატებელი იქნება. შესაძლოა, იმდენად მოსწონხარ, რომ ფიქრობს, ასეთი ქალი მარტო არ იქნება, ამიტომ, შედეგად არც არაფერს აკეთებს.თავად დაიწყე საუბარი
ეს სიგიჟედ ჟღერს, მაგრამ არასოდეს, არც ერთმა ადამიანმა არ იცის, რას ფიქრობს მეორე, ამიტომ, საჭიროა გამოხატო. შენ უნდა თქვა - „გამარჯობა!"უბრალოდ მიესალმე, უთხარი, რომ ლამაზი ფეხსაცმელი აცვია, იწუწუნე ამინდზე, ჰკითხე რომელი საათია, ჰკითხე რას ფიქრობს ამ პროდუქტზე, ჰკითხე საით უნდა წახვიდე - ვარიანტები ამოუწურავია!
სულაც არაა საჭირო რამე შთამბეჭდავი თქვა, უბრალოდ თქვი რამე და გაუშვი სიგნალი, რომ შეუძლია დაგელაპარაკოს.
თუ ის არ არის დაინტერესებული?
ცხადია, ყველა ადამიანი ვერ დაინტერესდება შენით. მაგრამ, სულ მცირე, ამ პასუხის გაგება ნიშნავს, რომ კითხვებს სვამ. ეს კი, თავისთავად გულისხმობს, რომ შენ ეძებ.როგორც ძველები ამბობენ, ის ვინც ეძებს, აუცილებლად პოულობს!
თემები: