LIFE

ეს 3 კითხვიანი ფსიქოლოგიური ტესტი, დაგეხმარება გაანალიზო, როგორ აღიქვამ საკუთარ თავს და რას ფიქრობენ სხვები შენზე

ეს 3 კითხვიანი ფსიქოლოგიური ტესტი, დაგეხმარება გაანალიზო, როგორ აღიქვამ საკუთარ თავს და რას ფიქრობენ სხვები შენზე

სრულიად ნორმალურია, თუ გაინტერესებს, როგორ აღგიქვამენ სხვა ადამიანები. მაგრამ, კიდევ უფრო ნორმალურია, გაანალიზო, როგორ აღიქვამ საკუთარ თავს.  თითქოს, ამ კითხვაზე პასუხი, ყველამ ვიცით, მაგრამ, ხშირად, ჩვენი ქვეცნობიერი გვატყუებს და ვერ ვხვდებით, სინამდვილეში, რა გრძნობები გვაქვს საკუთარი თავის მიმართ.

ეს ფსიქოლოგიური ტესტი კი, ყველაფერს ცხადყოფს:
  1. რომელია შენი საყვარელი ფერი და რატომ?

როგორც კი დაასახელებთ ფერს, აუცილებლად უნდა დაამატოთ - „რატომ?“. კითხვაზე პასუხი კი ამ ფერთან დაკავშირებული 2 ზედსართავი სახელისგან უნდა შედგებოდეს.

მაგალითად: ყვითელი, იმიტომ, რომ ის არის ენერგიულ და პოზიტიურ.
  1. რომელია თქვენი საყვარელი ცხოველი და რატომ?

შემდეგ ჰკითხეთ საკუთარ თავს, რომელია თქვენი საყვარელი ცხოველი და რატომ? ისევ და ისევ, მიზეზი უნდა შემოიფარგლოს ორი ზედსართავი სახელით, რომლებიც ამ არსებას აღწერენ.

მაგალითად: პინგვინი, იმიტომ, რომ ის არის ერთგულ და სანდო.
  1. რომელია ბუნების თქვენი საყვარელი ნაწილი და რატომ?

ბოლო კითხვა არის იმის შესახებ, თუ რისი ნახვა მოგწონთ ბუნებაში და რატომ არის ეს თქვენთვის მიმზიდველი.

მაგალითად: ცა, იმიტომ რომ ის არის საიდუმლოებით მოცული და მშვიდი.

ახლა კი, პასუხების დროა!
  • შენი საყვარელი ფერი

შენს მიერ შერჩეული ორი ზედსართავი სახელი გეუბნება, თუ როგორი ხარ სხვა ადამიანების თვალში.
  • შენი საყვარელი ცხოველი

საყვარელი ცხოველისთვის შერჩეული ზედსართავები კი გეუბნება, რას ეძებთ ქვეცნობიერად რომანტიკულ პარტნიორში.
  • ბუნების შენი საყვარელი ნაწილი

ეს კი ცხადყოფს, თუ როგორ ხედავთ ღმერთს, ან სამყაროს, ან რომელი უმაღლესი ძალისაც გწამთ.

როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია ეს ტესტი?