მშობლები

15 ამაღელვებელი ციტატა დედაზე, რომელიც თქვენს გულს გაათბობს - დედის დღეს გილოცავთ!

15 ამაღელვებელი ციტატა დედაზე, რომელიც თქვენს გულს გაათბობს - დედის დღეს გილოცავთ!

„დედას ესმის ის, რასაც შვილი არ ამბობს.“- ებრაული ანდაზა

„არაფერია ისეთი გულწრფელი, როგორც დედის კოცნა." - სალიმ შარმა

„ცხოვრება დავიწყე გამოღვიძებით და დედაჩემის სიყვარულით." - ჯორჯ ელიოტი



„დედა ყოველთვის დასაწყისია. მისგან იწყება ყველაფერი. ” - უცნობი ავტორი

„ჩვენ სიყვარულით დავიბადეთ; სიყვარული ჩვენი დედაა." - რუმი

„დედა: ყველაზე ლამაზი სიტყვაა, რომლის თქმაც, კაცობრიობას შეუძლია." - ხაჰილ ჯიბრანი

„ყველაფერი, რაც მე ვარ, ან ვიმედოვნებ, რომ ოდესმე ვიქნები, ჩემი ანგელოზის, დედაჩემის დამსახურებაა." - აბრაამ ლინკოლნი



„დედა არის ის, ვისაც შეუძლია ნებისმიერი სხვის ადგილი დაიკავოს, მაგრამ მის ადგილს ვერავინ დაიკავებს." - კარდინალი მერმილოდი

„თუ სიყვარული ყვავილივით ტკბილია, მაშინ დედაჩემი სიყვარულის ტკბილი ყვავილია." - სტივი უანდერი

„დედას მცირე ხნით აქვს ხელი შვილზე ჩაჭიდებული, თუმცა გული - სამუდამოდ.” -უცნობი ავტორი



„სიმშვიდე, ეს დედის სიყვარულია - მას არ სჭირდება შეძენა ან დამსახურება. ” - ერიხ ფრომი

„არ არსებობს გზა, რომელიც გასწავლის როგორ გახდე სრულყოფილი დედა, მაგრამ ყველა დედა კარგი დედაა." - ჯილ ჩერჩილი

„დედობა: სიყვარული სწორედ აქ იწყება და აქ მთავრდება. ”- რობერტ ბრაუნინგი



„დედობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაოა, რადგან ანაზღაურება ნამდვილი სიყვარულია.“ - მილდრედ ბ. ვერმონტი

როდესაც დედას უყურებ, უყურებ ყველაზე ნამდვილ სიყვარულს, რომლის ნახვაც, ოდესმე შეგიძლია." - მიჩ ალბომი