LIFE

PayBox-ის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც გადახდის პროცესს კიდევ უფრო აადვილებს: ინვოისების ელექტრონული პორტალი

PayBox-ის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც გადახდის პროცესს კიდევ უფრო აადვილებს: ინვოისების ელექტრონული პორტალი

PayBox - საქართველოში პირველი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, მომხმარებლებს ახალ ფინანსურ პლატფორმას სთავაზობს. ყველასთვის კარგად ცნობილი ტექნოლოგიური კომპანია, უკვე 15 წელზე მეტია, მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებას აადვილებს და ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის განხორციელებას, ერთ სივრცეში სთავაზობს. კომუნალურ გადასახადებს, ანგარიშზე თანხის შეტანას, ბილეთების შეძენას, პარკირების გადასახადს, მობილური ბალანსის შევსებას თუ ნებისმიერი სხვა სახის საჭიროებას, ამჯერად ინვოისების ელექტრონული  პორტალიც  დაემატა.



ეს არის პლატფორმა, სადაც რეგისტრაციის შემდეგ, ბიზნესებს საშუალება ექნებათ დააგენერირონ ინვოისი და გაუგზავნონ მომხმარებელს SMS-ის, მეილის, ლინკის ან PDF ფორმით. PayBox - ის ტერმინალში ინვოისის უნიკალური კოდის მითითების შემდგომ კი, ერთი ღილაკის მეშვეობით, მომხმარებელი მარტივად და კომფორტულად გადაიხდის თანხას.

ხოლო, მომხმარებლებს შეეძლებათ მიღებული ინვოისის თანხის PayBox-ის ტერმინალიდან გადახდა, თანაც - ყოველ ფეხის ნაბიჯზე.

მარტივი, ორგანიზებული, მოსახერხებელი და სწრაფი - ინვოისების ელექტრონული პლატფორმა, ქართული ბიზნეს გარემოს გამოწვევებს პასუხობს. ეს სერვისი არის გადახდების ახალი მიმართულება, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას ბიზნესსა და ნაღდი ფულით გადამხდელს შორის.