LIFE
კვლევის მიხედვით, ხანგრძლივ ურთიერთობაში, თვითშეფასება და საკუთარი თავის პატივისცემა გადამწყვეტია
- 05.04.2023
თითოეული ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს რომანტიკულ ურთიერთობას. ერთი კვლევის მიხედვით, რომანტიკული სიყვარული ადამიანის უნიკალური მდგომარეობაა, სიმშვიდით სავსე, ინტენსიური განცვიფრების შეგრძნებებით, როცა პარტნიორი მასთან ერთად იმყოფება.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ რომანტიკული თუ სასიყვარულო ურთიერთობა საკმაოდ ძლიერია, თუმცა, იწვევს ირაციონალურ მიჯაჭვულობას. ისინი სიყვარულს ახასიათებენ როგორც, დროებით ფენომენს, რომელიც აგებულია სექსუალურ სურვილებზე, მიდრეკილებებსა და ფანტაზიაზე. სექსუალური ენერგია, ერთი ადამიანის მიმართ, კი დროთა განმავლობაში იცვითება.
ზოგიც კი მიიჩნევს, რომ რომანტიკული სიყვარული არის ფიზიოლოგიური აღგზნების შედეგი, რომელიც იკვებება ნეგატიური იმპულსებით, შფოთვით, დანაშაულის შეგრძნებითა თუ შიშით.
იმისათვის, რომ ადამიანმა მიიღოს წარმატებული და ბედნიერი ურთიერთობის გამოცდილება, აუცილებელია, მას ჰქონდეს მაღალი თვითშეფასება და, შესაბამისად, იყოს თავდაჯერებული! კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ კარგი განათლება, მიმღებლობა, გააჩნიათ ინდივიდუალობა და იდენტობა, უფრო ეფექტურად მოქმედებენ რომანტიკულ ურთიერთობებში. საბოლოოდ, ყველაფერი საკუთარი თავით იწყება.
თეორია იმის შესახებ, თუ რატომ არის საჭირო მაღალი თვითშეფასება იმისათვის, რომ შეინარჩუნო რომანტიკული და ჯანსაღი ურთიერთობა, იწყება იმის გაგებით, რომ ადამიანმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეისწავლოს და შეიყვაროს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის.
თვითშეფასების მნიშვნელობა სასიყვარულო ურთიერთობაში ნათლად არის განსაზღვრული, როგორც ორი განსხვავებული, თუმცა, ურთიერთდაკავშირებული ასპექტის გაერთიანება:
- თავდაჯერებულობა არის პირველი ასპექტი, რომელიც ვითარდება თქვენივე კომპეტენციის მიხედვით, თუ როგორ უმკლავდებით საკუთარ თავს და გარე სამყაროს. კომპეტენტურობის დონეს კი რაციონალურობისადმი ვალდებულებები განაპირობებს, ასევე იმის გაცნობიერებით, თუ რა და როგორია რეალობა.
- მეორე ასპექტი კი საკუთარი თავის პატივისცემაა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია რომანტიკული თუ სასიყვარულო ურთიერთობის შესანარჩუნებლად. ჩვენი განსჯებისა და ღირებულებებისადმი ერთგულება მეტყველებს საკუთარი თავის პატივისცემაზე.
ადამიანებმა, რომლებმაც იციან საკუთარი თავის ფასი, არიან თავდაჯერებულები და საკუთარ თავს ბედნიერების ღირსად მიიჩნევენ, იციან, რომ იმსახურებენ ჯანსაღ რომანტიკულ ურთიერთობას. ასეთი ადამიანები კი, ცხოვრებაში იღებენ ყველაფერს, რაც სურთ.
თემები: