LIFE

მეცნიერული მიზეზი, თუ რატომ ხარ დამოკიდებული შენს პარტნიორზე

მეცნიერული მიზეზი, თუ რატომ ხარ დამოკიდებული შენს პარტნიორზე

თუ შენი პასუხია - დიახ, მაშინ იცი, რაზე ვსაუბრობთ. შენს ცხოვრებაში შემოდის ის ერთი განსაკუთრებული ადამიანი და შენ საოცარ მიზიდულობას გრძნობ, როცა მასთან ერთად ხარ. მისი სახელის გაგონებაც კი მყისიერად გგვრის ღიმილს. გამუდმებით მასზე ფიქრობ, სულ მასზე გინდა საუბარი, გინდა შეეხო და მასთან ახლოს იყო, რადგან ეს წარმოუდგენელ შეგრძნებებს განიჭებს.


მაშინაც კი, როცა მის გვერდით არ ხარ, გამუდმებით მიდიხარ ფანტაზიებში, მასზე უყვები ამბებს შენს მეგობრებს. დროთა განმავლობაში ეს ობსესიური ინტერესი სრულიად იცავს შენს გონებას და დომინირებს როგორც შენს ფიქრებზე, ასევე ემოციებსა და ქმედებებზე.

სიყვარული, როგორც ნარკოტიკი:

როდესაც ადამიანი გვიყვარდება, ვიღებთ ძლიერ ემოციურ, ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ გამოცდილებას, რაც შემდეგ გვაგრძნობინებს, რომ ამ ადამიანზე ვართ დამოკიდებულები. შეყვარების პროცესი ხშირად უკავშირდება ტვინის ისეთი ნაწილის სტიმულაციას, რომელიც პასუხისმგებელია გადარჩენაზე. მას ასევე უწოდებენ - გზას დოპამინისკენ.

შედეგად, შეყვარებულობა ასოცირდება საყვარელ ადამიანზე გამუდმებულ ფიქრთან, ძლიერ ლტოლვასა და ეიფორიასთან. ეს შეგრძნებები კი, თავისთავად, იწვევს დამოკიდებულებას.

როცა სიყვარული გტკივა:

იყო დამოკიდებული სიყვარულზე არ არის კლინიკური დიაგნოზი, თუმცა, არის გავრცელებული ტერმინი, რომელიც საყვარელ ადამიანზე დამოკიდებულის შედეგად მიღებულ მავნე სიმპტომებს აღწერს.

რა სიმპტომები აქვს სიყვარულზე დამოკიდებულება:

  • შენდა უნებურად, შეყვარებულზე აკვიატებული ფიქრი.
  • შეყვარებულთან კონტაქტის სურვილი, როცა საჭიროა, დისტანცია დაიჭირო, ან უბრალოდ შენს საქმეზე ფოკუსირდე.
  • მარტივად მიჰყვე ემოციებს და თავი ჩაგრულად იგრძნო იმის გამო, თუ რა როლს თამაშობს შენი პარტნიორი შენს ცხოვრებაში.
  • მიმართო არაჯანსაღ გზებს, რათა მასთან ახლოს იყო ან უბრალოდ მისი ყურადღება მიიქციო.
  • თავი აარიდო ურთიერთობაში უთანხმოებას არაჯანსაღი გზებით, როგორიცაა დალევა, საკუთარი თავის დაზიანება ან იმპულსური ქცევა.
თუ ეს სიმპტომები შენთვის ნაცნობია, შეიძლება, ცდილობ, თავი დააღწიო ამჟამინდელ თუ ყოფილ შეყვარებულს, მაგრამ თავს ჩაკეტილად გრძნობ და არ შეგიძლია მისი გაშვება. თუმცა, გახსოვდეს, რომ ამ განცდებს შეუძლია იმოქმედოს შენს კეთილდღეობასა და თვითშეფასებაზე.