LIFE
ეს 6 ციტატა უნდა გაიხსენო ყოველ ჯერზე, როცა საკუთარ თავში ეჭვი გეპარება!
- 06.04.2023
რას ხედავ, როცა სარკეში იყურები?
ხედავ ძლიერ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ყველა დაბრკოლება გადალახოს ცხოვრებაში? ადამიანს, რომელიც მშვენიერია როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად? თუ… ხედავ ადამიანს, რომელიც არ არის სიყვარულისა და ბედნიერების ღირსი? ადამიანს, რომელსაც სტკივა, განიცდის და არ შეუძლია წარმატებას მიაღწიოს?შენი პასუხი ამ კითხვებზე ბევრს მეტყველებს შენივე თვითშეფასებაზე. თუ საკუთარი თავის ფასი იცი, ეს ნიშნავს, რომ ენდობი შენს შესაძლებლობებს, რაც მოგცემს უნარს აისრულო შენი ოცნებები და გაუმკლავდე ნებისმიერ გამოწვევას.
განსაკუთრებულად ცუდ პერიოდშიც კი გახსოვდეს, რომ გამარჯვებული ხარ!
- შენ საკმარისი ხარ - შენ საკმარისად კარგი ხარ, საკმარისად ჭკვიანი, საკმარისად ლამაზი და საკმარისად ძლიერი. გჯეროდეს ეს და არასოდეს მისცე უფლება საკუთარ შიშებს მართოს შენი ცხოვრება.
- გჯეროდეს საკუთარი თავის - გჯეროდეს საკუთარი თავის და ყველაფრის, რაც ხარ. იცოდე, რომ შენში არის რაღაც, რაც ნებისმიერ დაბრკოლებას აღემატება.
- შენ ხარ ძლიერი და თავად აკონტროლებ შენს ცხოვრებას - შენი გრძნობები ვალიდურია. შენ გაქვს უფლება დააწესო და დაიცვა საკუთარი საზღვრები. შენ არ გჭირდება სხივი დასტური. შენ საკმარისი ხარ.
- იფიქრე პოზიტიურად - ნუ იქნები საკუთარი ტკივილის მიზეზი. აპატიე, მიიღე და შეიყვარე საკუთარი თავი.
- გქონდეს მაღალი სტანდარტები - და გაიმეორე “ჩემი ჩანაცვლება შეუძლებელია და ამას თავმდაბლად ვამბობ”
- და ბოლოს უბრალოდ უზომოდ გიყვარდეს საკუთარი თავი!
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია