LIFE
ფსიქოლოგიური ტესტი: ცხოველი, რომელსაც პირველად დაინახავ, შენს ფარულ პიროვნებას გამოავლენს
- 07.04.2023
პიროვნების ტესტები დიდი ხანია არსებობს. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ისინი არსებობდნენ მანამდე, სანამ ადამიანები ინტერნეტში გასართობი გზების ძიებას დაიწყებდნენ...
მაშ ასე, შეხედეთ სურათს! ბევრი არ იფიქროთ, უბრალოდ გულწრფელად გვიპასუხეთ, პირველად რომელი ცხოველი დაინახეთ?
#1 თუ პირველად მგელი დაინახეთ:
თუ თქვენ პირველად მგელი დაინახეთ, დიდი შანსია, რომ სამყაროს თქვენს ნამდვილ პიროვნებას უმალავთ.
მგელი მფარველობას განასახიერებს, ხოლო ცხოველები, რომლებიც მგლისკენ არიან მიზიდულნი ამ სურათში, ქმნიან სწრაფ, ვნებიან პიროვნულ მიჯაჭვულობას. ეს არის ძლიერი ცხოველი.
თქვენ, ისევე როგორც მგელი, თქვენს რბილ შინაგან სამყაროსა და მეოცნებე გულს, თავის დასაცავად აგებულ კედლებს მიღმა მალავთ.
#2 თუ პირველად ვეფხვი დაინახეთ:
თუ თქვენ პირველად მგელი დაინახეთ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც უზარმაზარი უბედურება გადაიტანა.
დიდია იმის შანსი, რომ თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები, ისინიც კი, ვინც ყველაზე კარგად გიცნობენ, განგიხილავენ როგორც დაზიანებულ ადამიანს, ან ადამიანს, რომელსაც სჭირდება მოვლა, დაცვა და დელიკატური მიდგომა.
სიმართლე ისაა, რომ თქვენ ძლიერი ხართ, იმაზე მეტად, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. შემდეგ ჯერზე, როცა თავს დამარცხებულად ან დაჩაგრულად იგრძნობთ, წარმოიდგინეთ ვეფხვი, როგორც თქვენი სულიერი ცხოველი და შინაგანი ძალის აღმოჩენაზე კონცენტრირდით.
#3 თუ პირველად პატარა ბუ დაინახეთ:
თუ თქვენ პირველად პატარა ბუ დაინახეთ, პიროვნული თვისება, რომელსაც მთელ სამყაროს უმალავთ, არის თქვენი გატაცება ინტროსპექციისა და მედიტაციის მიმართ.
ბუ ტრადიციულად ასოცირდება სიბრძნესთან, ეს ფაქტი ბევრმა იცის, მაგრამ ადამიანების უმეტესობამ არ იცის, რომ ის ასევე ასოცირდება ჩვენს ჩრდილთან, შინაგან მესთან, ჩვენს ნაწილთან, რომელსაც უკავშირდება ხელოვნებასა და სულიერ ერთგულებას.
ხალხი შესაძლოა ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ხმამაღალი წვეულებებისა და მხიარული ცხოვრების მოყვარული - და ეს ასეცაა - მაგრამ, ამასთანავე თქვენ გაქვთ საოცარი სპირიტუალური პოტენციალი და შესანიშნავი სულიერი მკურნალი ხართ.
#4 თუ პირველად ლეკვი დაინახეთ:
თუ თქვენ პირველად ლეკვი დაინახეთ, უპირობო სიყვარულის უნარს მალავთ, რადგან უკვე გააანალიზეთ, რომ ცხოვრება უსამართლო თამაშია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს, რომ თქვენ ხართ კონკრეტული ტიპის პიროვნება, მაგრამ ისინი ცდებიან.
რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ ძაღლები ადამიანების საუკეთესო მეგობრები,
ერთგული და მხიარული არსებები არიან. თქვენც ზუსტად ასეთი ხართ:
არაფერი გინდათ უფრო მეტად, როგორც საყვარელი ადამიანი. ადამიანი, რომელთან ერთადაც შეძლებთ თამაშსა და მხიარულებას.
#5 თუ პირველად კობრა დაინახეთ:
თუ თქვენ პირველად ლეკვი დაინახეთ, მაშინ თქვენ მალავთ საკუთარ თავდაჯერებულობას და თვითშეფასებას.
ძველი ეგვიპტელების დროიდან მოყოლებული, გველი ესაა სიბრძნის ნიშანი და სამეფო კარის მფარველი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი გველი შხამიანია, ის მაინც ძლიერი და ლამაზია.
შესაძლოა, ძალიან გიჭირთ საკუთარი ღირსების დაჯერება, მაგრამ თქვენში იმალება ხმა, რომელიც გეძახით, რომ გახდეთ საკუთარი თავის დამცველი და მოკავშირე. ამიტომ მოუსმინეთ მას.
თემები: ტესტი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია