LIFE

82 წლის ალ პაჩინო კვლავ შეყვარებულია?

82 წლის ალ პაჩინო კვლავ შეყვარებულია?

82 წლის ალ პაჩინო და 46 წლის ილა სოლა, დაშორებიდან 8 წლის შემდეგ, კვლავ ხვდებიან ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ ეს არის ქალი, რომელზეც მსახიობი დაქორწინებას ფიქრობდა. თუმცა, პაჩინო ჯერ კიდევ არ არის დაქორწინებული, მთელი მსოფლიო კი, მათი ისტორიის განვითარებას ელოდება.

წვიმიანი ამინდის მიუხედავად, წყვილი კვლავ დააფიქსირეს ალ პაჩინოს სახლში, ბევერლი ჰილზზე. ისინი ქოლგის ქვეშ, შეყვარებულებივით მიუყვებოდნენ სახლის გზას.




ამ
ამბავში, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ისინი, ერთმანეთს ასაკობრივი სხვაობის გამო დაშორდნენ. 2015 წელს, მთელი მსოფლიო საუბრობდა, რომ წყვილი ფარულად დაქორწინდა კიდეც.

მიუხედავად მათი ურთიერთობის იმედისმომცემი დაწყებისა, სოლამ და პაჩინომ 4 წლის ერთად ყოფნის შემდეგ დაასრულეს ურთიერთობა, მაგრამ ახლო ურთიერთობა შეინარჩუნეს.  

ისინი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან, მაგრამ ასე არ იყო დაგეგმილი, თავისთავად მოხდა. არსებობს მაგიური კავშირები რასაც ვერც დრო და ვერც სტატუსი ვერ შეცვლის“.

წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა თავიდანვე დიდი განხილვის თემა გახდა, მაგრამ, ალ პაჩინო ამტკიცებს, რომ ურთიერთობები ასაკით კი არ არის განსაზღვრული, არამედ არამედ იმ გაკვეთილებით, რომელსაც ადამიანი ცხოვრებაში იღებს.

თქვენ როგორ ფიქრობთ? ეს სიყვარულია, თუ უბრალოდ ნამდვილი მეგობრობა?