LIFE

ცხოვრება ზღაპარია - 10 ქალი, რომელიც ნამდვილ პრინცზე გათხოვდა

ცხოვრება ზღაპარია - 10 ქალი, რომელიც ნამდვილ პრინცზე გათხოვდა

1. სოფია ჰელკვისტი, 32 წლის. მეუღლე - შვედეთის პრინცი კარლ ფილიპი.

შარშან ზაფხულში შვედეთის პრინცი კარლ ფილიპი და მისი მეუღლე სოფია დაქორწინდნენ. წყვილმაერთმანეთი ღამის კლუბში გაიცნო. სტუდენტი გოგონა მშობლიურ შვედეთში ნიუ-ორკიდან ჩამოვიდა, უნივერსიტეტში არდადეგების დროს. პრინცის გაცნობამდე სოფია შვედური მამაკაცთა ჟურნალისთვის Slitz გაშიშვლდა, ასევე მონაწილეობდა ეროტიკულ ტვ-შოუში Paradise Hotel.

ცხოვრება ზღაპარია - 10 ქალი, რომელიც ნამდვილ პრინცზე გათხოვდა

2. მეტე-მარიტ ჰეიბი, 43 წლის. მეუღლე - ნორვეგიის პრინცი ჰოკონი.

მათი ისტორია არა ზღაპარს, არამედ დრამას ან სერიალს ჰგავს. უბრალო გოგონა ტოვებს სახლს და იწყებს მიმტანად მუშაობას. შემდეგ ნარკოტიკებმა გაიტაცეს, გააჩინა ბავშვი „ცუდი“ ბიჭისგან და ერთ დღესაც მიდის კონცერტზე და ხვდება... უფლისწულს! ისინი ჩუმად ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ პატარა სამეფოში ყველაფერი სწრაფად ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახმა არ მოუწონა არჩევანი, პრინცმა ხელი სთხოვა მეტე-მარიტს და მისი ბავშვი იშვილა. ქორწილი შედგა, და აი უკვე 15 წელია წყვილი ერთად ცხოვრობს და სამ შვილს ზრდის.

ცხოვრება ზღაპარია - 10 ქალი, რომელიც ნამდვილ პრინცზე გათხოვდა

3. ქეით მიდლტონი, 35 წლის. მეუღლე - პრინცი უილიამი, კემბრიჯის ჰერცოგი.

ქეითს ვერ უწოდებ გოგონას უბრალო ხალხიდან, რაც არ უნდა იყოს მისი მშობლები - მდიდარი მეწარმეები არიან, თავად კი მალბოროს კერძო სკოლაში და სენტ-ენდრიუსის პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც პრინცი უილიამი გაიცნო. მიუხედავად ამისა, ქეითის გვარში ირიცხებიან მხოლოდ მუშათა კლასიდან გამოსულები ადამიანები. დედოფლის პროტესტის მიუხედავად, 9 წლის რომანის შემდეგ უილიამი თავის შეყვარებულზე დაქორწინდა.

ცხოვრება ზღაპარია - 10 ქალი, რომელიც ნამდვილ პრინცზე გათხოვდა

4. შარლენ უიტსტოკი, 39 წლის. მეუღლე - მონაკოს თავადი ალბერტ გრიმალდი.

ყოფილი მოცურავის შარლენ უიტსტოკის ისტორია - ნამდვილი ზღაპარია თანამედროვე კონკიაზე. შარლენი ზიმბამბვეში ღარიბ ოჯახში დაიბადა. ის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჩემპიონი იყო. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის დროს მან პრინცი ალბერტი გაიცნო, რომელიც შარლენით დაინტერესდა და დაჟინებით სთხოვდა პირად შეხვედრას. სპორტსმენი ქალი დიდხანს არ პასუხობდა თაყვანისმცემელს. სწორედ ამან მოხიბლა თავადი. ბოლოს და ბოლოს, 11 წლის შემდეგ წყვილი დაქორწინდა და 2014 წლის დეკემბერში გაუჩნდათ ტყუპები.

ცხოვრება ზღაპარია - 10 ქალი, რომელიც ნამდვილ პრინცზე გათხოვდა

5. მერი დონალდსონი, 44 წლის. მეუღლე - დანიის კრონპრინცი ფრედერიკი.

ფრედერიკისა და რიელტორი მერის გაცნობა შედგა ავსტრალიაში, მომავალი კრონპრინცესას სამშობლოში. პრინცი ოლიმპიადაზე თავისი ნაკრების საგულშემატკივროდ ჩავიდა და მძიმე დღის შემდეგ პაბში შეიარა. სწორედ იქ შეხვდა მომავალ მეუღლეს. თავიდან ისინი ფოსტის საშუალებით ურთიერთობდნენ, შემდეგ კი მერი ლონდონში გადავიდა, სადაც საადვოკატო ბიუროში მუშაობა დაიწყო და უკვე ახლოს იყო საყვარელ ადამიანთან. ამასთანავე, გოგონამ დიდიხანს არ იცოდა სინამდვილეში ვინ იყო მისი რჩეული. 2004 წლის მაისში წყვილი დაქორწინდა.

ცხოვრება ზღაპარია - 10 ქალი, რომელიც ნამდვილ პრინცზე გათხოვდა

6. მარი კავალიე, 40 წლის. მეუღლე - დანიის პრინცი იოაჰიმი.

ფრედერიკის უმცროსმა ძმამაც უპირატესობა ისეთ ქალს მიანიჭა, რომელიც შორს იყო დანიური მონარქიისგან. პროგრამისტი მარი კავალიე არ მიეკუთვნოდა „ცისფერ სისხლს“, არ იცოდა დანიური ენა და წარმოშობით საფრანგეთიდან იყო. თავისი რჩეული პრინცმა 2002 წელს საპატიო ვახშამზე გაიცნო, მაგრამ ახალგაზრდებმა ურთიერთობა მხოლოდ იოაჰიმის პირველ ცოლთან გაყრის შემდეგ დაიწყეს. 2004 წელს ის ბრიტანელ ალექსანდრა მენლის გაშორდა, რომელსაც ქველმოქმედების გამო „ჩრდილოეთის დიანას“ უწოდებდნენ.

ცხოვრება ზღაპარია - 10 ქალი, რომელიც ნამდვილ პრინცზე გათხოვდა

7. ლეტისია ორტისი, 44 წლის. მეუღლე - ესპანეთის მეფე ფილიპე.

ლეტისიას საგვარეულოში არ არიან წარჩინებული პერსონები, ის ჟურნალისტად მუშაობდა და ზურგს უკან უკვე ჰქონდა უიღბლო ქორწინება სკოლის მასწავლებელთან. ლეტისიამ პრინცი რეპორტაჟის დროს გაიცნო და ყველაზე მეტად უკარებას როლის თამაშით მოხიბლა. ყველა მოწვევაზე ლეტისია უარით პასუხობდა, და პრინცმა ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ მომავალი ცოლი დაეინტერესებინა. ლეტისია გახდა არა მხოლოდ შესანიშნავი დედა, არამედ მთელი ესპანეთის საყვარელი პრინცესა. 2014 წელს, როცა ფელიპეს მამა გადადგა ტახტიდან, მეუღლეები გახდნენ სამეფო წყვილი.

ცხოვრება ზღაპარია - 10 ქალი, რომელიც ნამდვილ პრინცზე გათხოვდა

8. მაქსიმა სორეგიეტა, 45 წლის. მეუღლე - ნიდერლანდების მეფე ვილემ ალექსანდრე.

მაქსიმას ვერ უწოდებ უბრალოს, მისი გვარი სავსეა ევროპელი მონარქების წარმომადგენლებით, მისი მამა კი 70-იან წლებში სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო. თუმცა დედამისი მინისტრის ცოლი კი არა, საყვარელი იყო, მშობლების ისტორიამ არ შეუშალა მაქსიმას ხელი 2002 წელს, გაცნობიდან 3 წლის შემდეგ, დაქორწინებულიყო ვილემზე, 9 წლის შემდეგ კი სათავეში დამდგარიყო ქმართან ერთად, რომელსაც გვირგვინი ერგო ტახტიდან გადამდგარ დედა ბეატრისისგან.

ცხოვრება ზღაპარია - 10 ქალი, რომელიც ნამდვილ პრინცზე გათხოვდა

9. მარია ტერეზა მესტრე, 60 წლის. მეუღლე - ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი ანრი.

ანრიმ კუბელი მარია ტერეზა ჟენევის უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნო. ახალგაზრდებმა მაშინვე გააბეს ურთიერთობა, მაგრამ ანრის დედამ, დიდმა ჰერცოგინიამ ჟოზეფინა-შარლოტამ, არ მოიწონა ეს კავშირი და ვერ იგებდა, რატომ დაიწყო მისმა შვილმა რომანი უბრალო გოგონასთან. 1981 წელს ქორწილის შემდეგ ახალდაქორწინებულების ურთიერთობები დედოფალთან მხოლოდ გაუარესდა, და სამწუხაროდ, ჟოზეფინა-შარლოტას სიკვდილამდე 2005 წელს, ისევ დაძაბული დარჩა.

ცხოვრება ზღაპარია - 10 ქალი, რომელიც ნამდვილ პრინცზე გათხოვდა

10. მეგან მარკლი, 35 წლის. საქმრო - პრინც ჰარი.

თუ ჭორები არ გვატყუებენ, გაზაფხულზე როგორც იქნება, გავიგებთ წითური პრინც ჰარისა და სერიალი „ფორს მაჟორის“ ვარსკვლავის, ამერიკელი მსახიობის მეგან მარკლის ნიშნობის შესახებ. გაცნობიდან სამი თვის შემდეგ პრინცმა გოგონა თავის ტიტულოვან ნათესავებს გააცნო, დედოფლი ელისაბედი გამოკლებით, მაგრამ ინსაიდერები გვატყობინებენ, რომ მან დაუსწრებლად მოიწონა შვილიშვილის არჩევანი. დედოფალი არც ისეთი მკაცრია უმცროსი შვილიშვილის პოტენციური მეუღლის მიმართ, რადგან ჰარის მემკვიდრეობით არ ერგება ბრიტანეთის ტახტი და მისი მეგზური მომავალში არ წარმოადგენს სამეფოს მსოფლიო არენაზე.

ცხოვრება ზღაპარია - 10 ქალი, რომელიც ნამდვილ პრინცზე გათხოვდა