LIFE

ტრენდის ექსკლუზიური კონტენტის ნახვა, უკვე Viber-ზეა შესაძლებელი:  გამოგვყევით ახალ არხზე!

ტრენდის ექსკლუზიური კონტენტის ნახვა, უკვე Viber-ზეა შესაძლებელი:  გამოგვყევით ახალ არხზე!

ამიერიდან, ჩვენი ექსკლუზიური კონტენტი შეგიძლიათ Viber არხზე იხილოთ. ჩვენი პარტნიორობის მიზანია ონლაინ მედიამ ერთგულ მკითხველთან მჭიდრო კავშირი დაამყაროს, მიიღოს მათგან უკუკავშირი და შესაბამისად, უზრუნველყოს ექსკლუზიური კონტენტი.

თუ გსურთ, შეუერთდეთ ტრენდის Viber არხს, შეგიძლიათ, მიჰყვეთ მოცემულ ბმულს.

არხზე განთავსდება სტატიები ისეთ თემებზე, როგორიცაა: ცხოვრების სტილი, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა, სიახლეები მსოფლიოს ირგვლივ, ჰოროსკოპი თუ სექსუალური ცხოვრება. იმისათვის, რომ მკითხველმა პლატფორმისგან მიიღოს სწორედ ის, რაც მას სჭირდება, Viber არხზე განთავსდება ანონიმური კითხვარები, რათა მომხმარებელმა საკუთარი სურვილები და ინტერესები თამამად გააზიაროს.

ტრენდის არხი ახალგაზრდა ქალებს საშუალებას მისცემს, მიიღონ სანდო და საჭირო ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ, გაიღრმაონ ცოდნა ან უბრალოდ ისიამოვნონ პლატფორმით. ტრენდი არის უსაფრთხო სივრცე ძლიერი ქართველი ქალებისთვის, ასეთი სივრცის მნიშვნელობა და საჭიროება კი საკმაოდ დიდია.

აქ გაიგებთ, რომ არ ხართ მარტო და კონტენტის შემქმნელები იზრუნებენ მიიღოთ ის მხარდაჭერა, რაც ასე ძალიან გჭირდებათ.

ასევე, პლატფორმა მიზნად ისახავს კონტენტი მეტად სახალისო და, ამავდროულად, მეტად ინფორმაციული გახადოს. ამიტომაც, შესაძლებელია, მკითხველთათვის საინტერესო სტატიები ვიდეო ფორმატშიც ვიხილოთ.

ონლაინ მედია პლატფორმა გეგმავს, გაამყაროს მკითხველთან ურთიერთობა და მომავალში არხის ერთგული აუდიტორიისთვის საინტერესო გათამაშებებიც ჩაატაროს.

გახდი ამ საზოგადოების წევრი, გააზიარე საკუთარი ინტერესები ტრენდის არხზე და შეიტანე წვლილი მომავალი თაობის გაძლიერებაში.