LIFE

25 თვისება, რაც ადამიანებს ერთმანეთში ძალიან გვაღიზიანებს

25 თვისება, რაც ადამიანებს ერთმანეთში ძალიან გვაღიზიანებს

ყველას გვაქვს გამაღიზიანებელი თვისებები, თუმცა ზოგიერთი მათგანი ჩვენი გარშემომყოფების განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს. ქვემოთ შემოგთავაზებთ 25 ქცევას, რომლებსაც შეიძლება თქვენი მეგობრების განაწყენება მოჰყვეს ან სულაც უცხო ადამიანებმა ამ თვისების გამო უარყოფითად შეგაფასონ.

 
 
  1. ტელეფონის სქროლვა, როდესაც გესაუბრებიან და ცდილობენ საკუთარი ემოციები გაგიზიარონ. ამ დროს ყოველთვის იქმნება წარმოდგენა რომ არ უსმენ ან მისი განცდები უბრალოდ არ გაინტერესებს
 
  1. ხალხმრავალ ადგილას შუაგზაზე სიარული, როდესაც შენგან მოელიან რომ რომელიმე ხაზს აირჩევ. ფეხითმოსიარულეების წესრიგი ხელშეუხებელია. მოძრაობის ზოლები ყოველთვის უნდა დავიცვათ
 
  1. კარის შეუკავებლად გავლა, როდესაც უკან სხვა ადამიანი მოდის. ამ დროს, შეიძლება კარის მოჯახუნებამ ის უბრალოდ დააზიანოს. ხშირად გვეჩქარება და ვერც კი ვამჩნევთ, რომ უკან ადამიანები მოგვყვებიან და კარს ცხვირწინ ვუჯახუნებთ, რამაც შეიძლება მარტივად მათი დაზიანება გამოიწვიოს.
 
  1. ზედმეტი თავმდაბლობა - თავმდაბლობა საუკეთესო თვისებაა , თუმცა ზედმეტი სიმორცხვე და თავმდაბლობა სოციალურად აქტიური ადამიანისთვის შეიძლება გამაღიზიანებელიც იყოს.
 
  1. ზედმეტი სუნამოს ან სურნელოვანი სპრეების გამოყენება. არსებობეს მრავალი ადამიანი, რომელიც ვერ იტანს მძაფრ სუნებს, ან უბრალოდ ტოქსიკოზი აქვს. ასეთ დროს ბევრი სუნამო შეიძლება მათი გულისწასვლის, ღებინების ან თავის ტკივილის მიზეზად იქცეს.
 
  1. ამაყი საუბარი იმაზე, თუ რამდენად დაკავებული ხართ. ყველა ადამიანს ერთნაირი ენერგეტიკული რესურსი არ აქვს. შესაბამისად ზოგი მეტს შრომობს ზოგი ნაკლებს. ხაზგასმა იმაზე, რომ ძალიან ბევრს შრომობ ცოტათი უხერხულობას იწვევს.
     
  2. სუპერმარკეტში გორგოლაჭებიან საგორაოს ყოველთვის უკან აბრუნებთ? ყველა ნივთი რომელსაც ვიყენებთ მაღაზიებში ან მარკეტებში შეგვიძლია უკან დავაბრუნოთ და არ შევქმნათ დაბრკოლება ამის გამო.
     
  3. ხმამაღლა სიმღერა , როდესაც მონაცემები ხელს არ გიწყობ - ზოგჯერ უბრალოდ აუტანლად ვიქცევით. სურვილი ჩვენი სიმღერისა მხოლოდ სახლში შეგვიძლია რეალობად ვაქციოთ, სხვა ყველა შემთხვევაში გვერდით მყოფებს დისკომფორტს ვუქმნით.
     
  4. მოუსვენარი ფეხების სინდრომი - ზოგს ახასიათებს ფეხის ან ხელის უნებლიე მოძრაობები ნერვიულობის გარეშეც. როცა უბრალოდ ზის და რაიმეს ელოდება. გამოწვეული ხმაური კი გამაღიზიანებელია.
     
  5. ინოში საუბარი, სხვების გაღიზიანების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ხანდახან კომენტარების გაკეთებას სჯობს მოცდა და ფილმის დასასრულს განხილვა.
     
  6. ტუალეტის ქაღალდის ამოწურვისას დაგვიწყებიათ ახლით ჩანაცვლება? ჰიგიენური საშუალებების მარაგის შევსება დამთავრებისთანავე აგვარიდებს ოჯახის წევრების და თანამშრომლების განაწყენებას.
     
  7. ყურსასმენებში სიმღერა ხალხმრავალ ადგილას - სიმღერა ყველას შეიძლება უყვარდეს, ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მაგრამ ხალხმრავალ ადგილას ნამდვილად არასასურველი ქცევაა.
     
  8. მოულოდნელი შეჩერება სიარულისას ხალხმრავლობაში. ასეთ დროს შეიძლება უბრალოდ დაგვეჯახოს სხვა ადამიანი და ორივე თქვენგანი დაზიანდეს.
     
  9. კბილებში გაჭედილი საჭმლის ამოღება - ჰიგიენა აუცილებელია, მაგრამ ამისთვის არსებობს საპირფარეშო.
     
  10. ცხვირის ხმამაღლა მოხოცვა -  რა საჭიროა ვირუსების გამოფრქვევა? ამისთვის შეგვიძლია მივმართოთ საპირფარეშოს.
     
  11. ხმამაღლა ჭამა, ან პირის წკაპუნი - ესეც ერთ-ერთი ყველაზე გამაღიზიანებელი თვისებაა, რითაც შეიძლება გვერდზე მჯდომი მწყობრიდან გამოვიდეს.
     
  12. მესიჯობა სიარულისას ან მანქანის ტარებისას - მსგავსი ინციდენტი შეიძლება ფატალურად დასრულდეს.
     
  13. ყველა საუბრის ცენტრში თავის მოქცევა - ზედმეტად კონცენტრირება საკუთარ თავზე ყოველთვის გამაღიზიანებელია სხვებისთვის.
     
  14. რიგში ადამიანთან ძალიან ახლოს დგომა - სასურველია ყველას პირადი სივრცე დაცული იყოს და არ დავარღვიოთ ის.
     
  15. წინადადების დაწყება შესავლით „არაფერი პირადული მაგრამ“ - ეს მაინც პირადული გამოდის.
     
  16. საღეჭი რეზინის ტკაცუნი - ამ თვისებამ შეიძლება ადამიანი ნამდვილად ძალიან გააცხაროს.
     
  17. საუბრისას  ხშირი ხელით შეხება - ეს იგივე პირადი სივრცის დარღვევაა.
     
  18. მძაფრსუნიანი საჭმლის სამსახურში მოტანა.
     
  19. ხშირი საუბარი დიეტაზე.
     
  20. საკუთარ პირად ურთიერთობაზე ხშირი საუბარი.