LIFE

მონიკა ბელუჩი 58 წლისაა: ყველაზე ლამაზი ქალი ამბობს, რომ არ სურს, კვლავ 20 წლის გოგოს ჰგავდეს

მონიკა ბელუჩი 58 წლისაა: ყველაზე ლამაზი ქალი ამბობს, რომ არ სურს, კვლავ 20 წლის გოგოს ჰგავდეს

მონიკა ბელუჩი რეგულარულად დგას მსოფლიოს ულამაზესი ქალების სიის სათავეში. ის გვაძლევს მაგალითს, რომ ქალი, 50 წლის შემდეგაც შეიძლება იყოს ლამაზი. აღსანიშნავია, რომ ბელუჩი წარმატებული მსახიობი მხოლოდ 30 წლის შემდეგ გახდა, პირველი შვილი კი, თითქმის 40 წლისამ გააჩინა. პლანეტის ყველაზე საყვარელი ქალი ამტკიცებს, რომ ყველა ქალს შეუძლია საკუთარი ბედის შექმნა.

იურიდიული ფაკულტეტიდან მოდამდე

ახალგაზრდობაში მონიკა იურისტობაზე ოცნებობდა და იურიდიულ ფაკულტეტზეც კი ჩააბარა. სტუდენტობის პარალელურად, ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა სამოდელო სააგენტოში. სწორედ აქ შენიშნეს მისი ღვთაებრივი სილამაზე და მილანში მიიწვიეს. ასე დაემშვიდობა ოცნებას, რომ იურისტი გამხდარიყო და ცნობილი მოდის სახლების დასაპყრობად გაეშურა.



დაუჯერებელია, მაგრამ ბელუჩის პოპულარობა ასაკთან ერთად გაიზარდა. თუ კარიერის გარიჟრაჟზე მხოლოდ პატარა სარეკლამო რგოლებში თამაშობდა, როგორც მსახიობმა აღიარება 30 წლის შემდეგ მოიპოვა. სწორედ ამ ასაკშივე მიიღო პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალის სტატუსი. მსახიობი ამაყობს თავისი ასაკით და ამბობს, რომარ მინდა კვლავ 20 წლის ვიყო“. 
 

ქორწინება გულთამპყრობელთან, რომლის ნდობაც არ შეიძლება


ეს არ იყო ერთი ნახვით სიყვარული. რა თქმა უნდა, ვინსენტი მომხიბვლელ იყო,  მაგრამ ვგრძნობდი, რომ არ შემეძლო მისი ნდობა - თუმცა მსახიობი მაინც ენდო ცნობილ გულთამპყრობელს და მასთან ერთად 17 წელი გაატარა. ურთიერთობის პარალელურად, ორივემ სამსახიობო კარიერა გააგრძელა.

ხშირი მოგზაურობისა და გადაღებების გამო, მათი სიყვარული ერთგვარად დისტანციური იყო. მონიკამ პირველი ქალიშვილი 39 წლის ასაკში გააჩინა. დედობა კი მეორედ 45 წლის ასაკში გამოცადა. თუმცა, 3 წლის შემდეგ კი წყვილმა დაშორება გადაწყვიტა. დაშორებამდე ცოტა ხნით ადრე ბელუჩიმ თქვა: ქორწინება, ჩვენ არასოდეს ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება... დღეს ჩვენ ერთად ვართ, მაგრამ ერთ წელიწადში რა იქნება არ ვიცი“.




ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული, თუ რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი. ვინსენტიცა და მონიკაც დიდი პატივისცემით საუბრობდნენ ერთმანეთის შესახებ და საკუთარ ურთიერთობაზე ცუდს არაფერს ამბობენ. თუმცა, მსახიობი აღნიშნავს, რომ საკუთარ ქმართან თავდაჯერებული არასოდეს ყოფილა და მას ვერ ენდობოდა.

დღეს მონიკა ბელუჩი მარტოხელაა და ამტკიცებს, რომ ახლა მისი ცხოვრების საუკეთესო ეტაპია. ცუდ ამინდში კი, ას საყვარელი სამუშაო და ლამაზი ქალიშვილები ათბობენ.  


შესაძლებელია იყო ლამაზი 50 წლის შემდეგ?

მონიკა ბელუჩი ამტკიცებს, რომ დიახ, შესაძლებელია. მსახიობი იმდენად თავდაჯერებულია, რომ 52 წლის ასაკში დათანხმდა შიშველ სცენებში მონაწილეობასა და ფოტოსესიებს. დღესდღეობით ის აგრძელებს კარიერას და კვლავ ყველაზე მოთხოვნადი მოდელის სტატუსს ინარჩუნებს.


მონიკა ბელუჩის სილამაზის და ჯანმრთელობის 5 მთავარი წესი:

  • დაიბანეთ თმა არა უმეტეს კვირაში ორჯერ და ნიღბის ნაცვლად გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი.
  • არასოდეს შეზღუდოთ თქვენი საკვები. თუმცა, თუ რამდენიმე კილოს დაკლება გსურთ, შეამცირეთ პორციები და მიირთვით მეტი ხორცი, თევზი და ბოსტნეული.
  • გააკეთე იოგა ან იცურავეთ. ეს ვარჯიშები დაგეხმარებათ სხეულს ტონუსის  შენარჩუნებაში,ზედმეტი დატვირთვის გარეშე.
  • როგორც არ უნდა გეძინებოდეთ, საღამოს აუცილებლად გაიწმინდეთ სახის კანი და მოიშორეთ მაკიაჟი თუ დღის განმავლობაში დაგროვილი ჭუჭყი.