LIFE

4 გზა, რომელიც დაგეხმარებათ შეარჩიოთ თქვენზე მორგებული პროფესია?

4 გზა, რომელიც დაგეხმარებათ შეარჩიოთ თქვენზე მორგებული პროფესია?

მომავალი პროფესიის სწორად განსაზღვრა, ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა. მით უმეტეს, რომ ამ არჩევანის გაკეთება, პატარა ასაკში გვიწევს. პირველი, საიდანაც უნდა დაიწყოთ, ეს არის:


 
  1. გამოიკვლიეთ საკუთარი თავი: რისი კეთება გსიამოვნებთ და რას აფასებთ, შეიძლება სასარგებლო ინდიკატორი იყოს გასარკვევად, თუ როგორ გსურთ თქვენი სამუშაო დროის გატარება. დააკვირდით რისი კეთება არის თქვენთვის ენერგიის მომცემი და რა საქმე არ მოითხოვს თქვენგან ენერგიის კარგვას?  

შემდეგ, იფიქრეთ თქვენი ინტერესების და თვისებების შესახებ - რისი სწავლა გსიამოვნებთ, როგორ მოგწონთ დროის გატარება? რომელ შრომას ანიჭებთ უპირატესობას - გონებრივს თუ ფიზიკურს? სად გსიამოვნებთ ყოფნა მუშაობის პროცესში - ღია სივრცეში თუ დახურულ ოთახში, სამუშაო მაგიდასთან?
 
  1. განსაზღვრეთ თქვენი ღირებულებები: რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენს ცხოვრებაში? როგორია თქვენი პრიორიტეტები? რა ცვლილების ნაწილი გსურთ რომ იყოთ? რას მიიჩნევთ თქვენს ძლიერ მხარედ და თქვენი უნარებიდან რომელი გეამაყებათ?


 
  1. იფიქრეთ თქვენს მოტივებზე: მას შემდეგ რაც ზემოთ მოყვანილ კითხვებს უპასუხებთ, დაფიქრდით მოტივაციაზე. ყველას სურს კარიერა, რომელიც მაღალანაზღაურებადია. კარიერების უმეტესობა არ მოიცავს იმ ყველაფერს, რაც თქვენ გსურთ, ამიტომ მნიშვნელოვანია დეტალურად განიხილოთ პრიორიტეტების სია. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ დაალაგებთ თქვენს პრიორიტეტებს. ხელფასი, სარგებელი, დამოუკიდებლობა, სამუშაო დროის ბალანსი, მოქნილობა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა - ეს ყველაფერი აუცილებელია პიროვნული განვითარებისა და ჰარმონიულობისთვის.


 
  1. იფიქრეთ თქვენს გრძელვადიან მიზნებზე: როგორ გამოიყურება თქვენი ყველაზე სრულყოფილი ცხოვრება? შეადგინეთ თქვენი გრძელვადიანი მიზნების სია, როგორც პირადი, ასევე პროფესიული, რათა დაგეხმაროთ გაიგოთ, რა შრომა დასჭირდება მათ მიღწევას.


ზემოთ ჩამოთვლილი
ოთხივე პუნქტი და მოცემული კითხვები დაგეხმარებათ სწორად განსაზღვროთ თქვენი მომავალი კარიერა, ან გათავისუფლდეთ აბეზარი სამსახურისგან და ახალი კარიერული გზა აირჩიოთ. გახსოვდეთ, არასდროს არის გვიან აირჩიოთ საკუთარი, რეალური პროფესია და ამით თავი დააღწიოთ მოსაწყენ რუტინას.