LIFE

კონცეპტArt, Mastercard-თან და თიბისი კონცეპტთან ერთად, გია ყანჩელისადმი მიძღვნილ ფესტივალს წარმოგიდგენთ - რა პროგრამა ელოდებათ მსმენელებს ბათუმში

კონცეპტArt, Mastercard-თან და თიბისი კონცეპტთან ერთად, გია ყანჩელისადმი მიძღვნილ ფესტივალს წარმოგიდგენთ - რა პროგრამა ელოდებათ მსმენელებს ბათუმში

10 აგვისტოს ლეგენდარულ ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელს 88 წელი შეუსრულდებოდა. ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt ამ თარიღს მეოთხე წელია სხვადასხვა შემოქმედებითი პროექტით აღნიშნავს. წელს გია ყანჩელის ხსოვნას  5 საფესტივალო საღამო ეძღვნება.  კონცეპტArt-თან ერთად ფესტივალის წარმდგენები Mastercard და თიბისი კონცეპტი, გენერალური პარტნიორი  -  „ლუტეცია“ გახლავთ. 

13 აგვისტოდან პროექტი ზღვის სანაპიროზე მდებარე საკონცერტო სივრცე „სფეროში“ ნიკოლოზ რაჭველის, ლიზა ბაგრატიონისა და ნატო მეტონიძის დაუვიწყარ საღამოს წარმოგიდგენთ, შემსრულდებლები მსმენელის წინაშე ლევან დეისაძესთან და ზაზა ცერცვაძესთან ერთად წარსდგებიან.

14 აგვსტოს მაყურებელს შესაძლებლობა ექნება დაესწროს მერაბ სეფაშვილისა და ახალი თაობის მუსიკოსების კოლაბორაციით შექმნილ პროექტს - „დიალოგი ზღვასთან“. მონაწილეობენ - ნიკა ნიკვაშვილი, ლიზი რამიშვილი, პაატა ანდრიაძე, ლაშა დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, ლევან დეისაძე, ეკა დოლიძე, ბექა ცხომელიძე. 

15 აგვისტოს ფესტივალი საზეიმო დახურვას კვლავ „სფერო“ უმასპინძლებს, საღამოს კონცეფცია და დრეს კოდი WHITE PARTY გახლავთ. თეთრ სამოსში მოსული სტუმრები ახალი თაობის გამორჩეული არტისტების მიერ ჯაზის, ელექტრონული და საავტორო მუსიკის სინთეზით შექმნილ მუსიკალურ პერფორმანსს დაესწრებიან. მონაწილეები: ლიზი რამიშვილი /ლუკა თოფურია / თემურიკო დიასამიძე /პაპუნა შარიქაძე / ლაშა დეისაძე / გიორგი კაპანაძე / დათო გოგისვანიძე.

სპეციალური სტუმარი - ნოდარიკო ხუციშვილი.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე:

https://tkt.ge/show/14647/gia-yanchelisadmi-midzghvnili-festivali