კვლევის შედეგებით ცნობილი ხდება, თუ როდის გრძნობენ მამაკაცები განსაკუთრებულ მიზიდულობას
- 25.09.2023
ქორწინება წყვილს შორის შეთანხმებული, დაგეგმილი და რასაკვირველია, სიყვარულით გაჯერებული თანაცხოვრების სურვილია. როგორც წესი, ქორწინებას წყვილებისთვის ბედნიერება მოაქვს, თუმცა როგორ იყოთ ბედნიერი, ამის ინსტრუქციას ვერსად შეხვდებით, ის ყველამ თვითონ უნდა შექმნას!
როგორ შევინარჩუნოთ სიყვარული და ვნება ქორწინების შემდეგ. რაშია მყარი ოჯახის და ბედნიერების საიდუმლო? რა უნდა მოიმოქმედოს წყვილმა ქორწინების შემდეგ, რომ მათი სიყვარული არ განელდეს და მოსაბეზრებელი არ გახდეს.
ისევ კეკლუცობა და პაემნებზე სიარული განაგრძოს? თუ ნაირ-ნაირი კერძები ამზადოს და მეუღლის გული ასე მოიგოს?
სინამდვილეში კი საქმე არც თუ ისე რთულადაა:
Yourtango-მ ჩაატარა გამოკითხვა სახელწოდებით „ბედნიერი და ჯანსაღი ქორწინება“ ამ დარგის 104 სპეციალისტთან ერთად. ექსპერტების აზრით, მამაკაცის ბუნება შორსაა რომანტიკისგან, მათთვის სიყვარული ერთმანეთის პატივისცემა და დაფასებაა და რასაკვირველია, ეს ასეც არის. პარტნიორი, რომელიც შენზე ზრუნავს, გაფასებს, საქმით ან/და ჟესტით გიდასტურებს სიყვარულს, არასოდეს წავა შენგან. თუმცა ურთიერთობაში ერთი მხარე არასდროს არის საკმარისი, საჭიროა ორივე მხარემ ჩადოს თანაბარი ინვესტიცია, რათა ქორწინება მოსაწყენი და ერთფეროვანი არ გახდეს.- კვლევის დროს რესპონდენტებს ჰკითხეს, თუ როდის გრძნობენ მამაკაცები ყველაზე ძლიერ მიზიდულობას? გამოკითხულთა 56 %-მა უპასუხა, რომ ყველაზე ძლიერ მიზიდულობას მაშინ განიცდიან, როცა გრძნობენ რომ მათ აფასებენ, მნიშვნელოვან ადამიანად აღიარებენ, ეს მათ მეტ თავდაჯერებულობას სძენს.
- კვლევის შედეგად, გამოკითხულთა 20% აღიარებს, რომ პარტნიორები ერთმანეთს იზიდავენ მაშინ, როცა ის სასიამოვნო და მშვიდი ადამიანია. 16%-მა კი უპასუხა, რომ მამაკაცი მაშინ გრძნობს განსაკუთრებულ მიზიდულობას, როცა ის დარწმუნებულია საკუთარ უნარებსა და მიღწევებში.
- გამოკითხული რესპონდენტების მხოლოდ 6%-მა თქვა, რომ მამაკაცებს იზიდავთ გაუთავებელი და მუდმივი ფლირტი. მსგავსი ურთიერთობა კი ბუნებრივია, შესაძლოა მალე დასრულდეს.
მაშ, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი ქორწინება ბედნიერი და ურყევი იყოს?
ცალსახად და უპირობოდ, უნდა მოძებნოთ პატარ-პატარა ხრიკები, რომლითაც თქვენს მეუღლეს აგრძნობინებთ, რომ ძალიან გჭირდებათ, რომ ის თქვენი ადამიანია, თქვენთვის მნიშვნელოვანი პერსონა. მადლობელი იყავით მისი ყოველთვის და ხშირად გადაუხადეთ მადლობა წვრილმანი დახმარების დროსაც კი. აგრძნობინეთ, რომ აფასებთ მის შრომას, სიყვარულს, მზრუნველობას, თუნდაც ეს იყოს წვრილმანი რამ.იდეალურია ურთიერთობა, როდესაც წყვილს შეუძლია მიაღწიოს ისეთ მდგომარეობას, როცა ისინი სრულიად კომფორტულად გრძნობენ ერთად თავს და სულაც არ სჭირდებათ ფასადური ჟესტები ან ქცევები, რათა მიიზიდონ ერთმანეთი. ისინი მარტივად და ხშირად უსიტყვოდ ამყარებენ ერთმანეთთან სულიერ კავშირს და მათი ურთიერთობაც ყოველთვის სასიამოვნო და საინტერესოა.
როდესაც საქმე ნამდვილ სიყვარულს ეხება სულიერი მიზიდულობა და კავშირი ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკური ჟესტი, რომელიც ხანდახან ვერ ინიღბება და ჩანს როდის არის გულწრფელი და როდის ხელოვნური, მოვალეობის მიზნით ჩადენილი. და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ: ხანდახან ერთი გულწრფელი მადლობის გადახდა უფრო სასიამოვნოა ნიჟარის შეკეთების სანაცვლოდ, ვიდრე ერთი უბრალო კოცნა. და კიდევ, მთავარია გიყვარდეთ, გიყვარდეთ უპირობოდ.
თემები: მიზიდულობის ფსიქოლოგია
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია