მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ებრძვის ჭარბ წონას. სხეულის ლამაზი ფორმები ყველა ქალისთვის (და არა მხოლოდ) სანუკვარი ოცნებაა. ჩვენ გასწავლით მარტივ ხერხებს, რომელიც დაგეხმარებათ, დიდი ძალისხმევის გარეშე წონის დაკლებაში. დიახ, ეს ნამდვილად შესაძლებელია:
1. მიიღეთ მეტი ცილა
როდესაც თქვენ მიირთმევთ ცილებით მდიდარ საკვებს, ავტომატურად ერიდებით დიდი ულუფებით მირთმევას, რაც იწვევს რამდენიმე გრამის დაკლებას კალორიების დათვლის გარეშე. ცილოვანი დიეტა, ვარჯიშთან ერთად, დაგეხმარებათ კუნთის ხარჯზე შეიცვალოთ სხეულის ფორმა.
2. მიირთვით თვალდახუჭული
გერმანულმა კვლევამ დაასკვნა, რომ თვალდახუჭული მონაწილეები იღებდნენ ნაკლებ საკვებს, ვიდრე მონაწილეები, რომლებსაც შეეძლოთ იმის დანახვა, თუ რას მიირთმევდნენ. ეს მეთოდი ამცირებს შიმშილს, რომელიც გამოწვეულია არა საკვების საჭიროებით, არამედ მადისაღმძვრელი საკვებით. დროა თქვენც სცადოთ განსხვავებული კვების ფორმა.
3. წყლის დალევა ჭამის წინ
ერთი ჭიქა წყლის დალევა ჭამამდე 30 წუთით ადრე, დაგეხმარებათ გახდომაში. იმისთვის, რომ ფორმაში იყოთ, დალიეთ 1-1,5 ლიტრი წყალი ყოველდღიურად.
4. მეტი ყავის დალევა
ყავისა და ჩაის რამდენჯერმე მირთმევა, დაგეხმარებათ მადის დაქვეითებაში, მეტაბოლიზმის გაუმჯობესებაში და ვარჯიშის დროს ცხიმების წვაში.
5. ცივი შხაპის მიღება
ცივი შხაპი დაგეხმარებათ კისრისა და მხრების მიდამოში რამდენიმე სანტიმეტრის დაკარგვაში. როდესაც სხეული იღებს ცივ შხაპს, ცხიმოვანი უჯრედი იწყებს წვას სითბოს წარმოქმნით, ეს კი იწვევს წონის დაკლებას. ასე რომ, თუ ცხელი წყლით ბანაობთ, დროა შეამციროთ წყლის ტემპერატურა შხაპის მიღების დროს.
6. ჭამის დროს ფეხზე ნუ დადგებით
დატვირთული დღეების დროს ხშირად გვიწევს ქუჩაში ჭამა, ან ფეხზე დგომა და ასე წახემსება, რაც ნელა, მაგრამ აუცილებლად, გამოიწვევს წონის მატებას. დიეტოლოგები გვირჩევენ, დავსხდეთ მაგიდასთან და მივირთვათ ნელა.
7. ღეჭეთ დიდხანს
მიუხედავად იმისა, რომ 200 კალორია არის 200 კალორია, მიღებული ულუფა დაღეჭეთ დიდხანს, ასე მეტ კალორიას დაწვავთ, გარდა ამისა, ნელა ღეჭვამ შეიძლება გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა კუჭში. შედეგად, ჭამის დროის გახანგრძლივებას შეუძლია თვეში დამატებით 2000 კალორიის დაწვა.
8. ცხარე საკვების ჭამა
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ცხარე საკვები იწვევს წონის კლებას, რადგან ამცირებს მადას და ზრდის ენერგიის ხარჯვას.
თემები: დიეტა, წონაში დაკლება