LIFE

ემოციური ინტელექტი: როგორ აღვიქვამთ, ვაფასებთ, გამოვხატავთ და ვაკონტროლებთ ემოციებს

ემოციური ინტელექტი: როგორ აღვიქვამთ, ვაფასებთ, გამოვხატავთ და ვაკონტროლებთ ემოციებს

ემოციური ინტელექტი არის ემოციების ამოცნობა, გაგების, გამოხატვის და კონტროლის შესაძლებლობა. ექსპერტების მიხედვით ემოციური ინტელექტი განსაზღვრავს ადამიანის წარმატების დიდი ნაწილ და ხანდახან უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე IQ.

რა არის ემოციური ინტელექტის 4 კომპონენტი

  • ემოციების ამოცნობა: ეს ნიშნავს რომ სწორად უგებთ ადამიანის ემოციას, არა მარტო სიტყვების, არამედ მათი სხეულის ენის მიხედვითაც.
  • ემოციების შეფასება: ეს ნიშნავს, რომ იყენებთ ემოციების აზროვნებისა და შემეცნებითი აქტივობის გასაძლიერებლად. ემოციებს დიდი გავლენა აქვს ჩვენს ყურადღებაზე, გადაწყვეტილებებსა და რეაქციებზე.
  • ემოციების გაგება: ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ გაიგოთ რატომ გრძნობს ადამიანი კონკრეტულ ემოციას და რას ნიშნავს ის კონტექსტის მიხედვით.
  • ემოციების მართვა: ეს არის ემოციური ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონე და გულისხმობს შესაფერისი რეაქციების ქონას, არა მარტო სხვების, არამედ საკუთარ ემოციებზე.
იმ ადამიანებს, ვისაც ჩამოყალიბებული აქვთ ემოციური ინტელექტი, რამდენიმე საერთო თვისება აქვთ. მაგალითად, რეაქციის გამოხატვამდე ფიქრი, თვითცნობიერება, სხვების მოსმენა და თანაგრძნობა. მათ შეუძლიათ გაუმკლავდნენ კრიტიკას, ვალდებულებას და შეცდომებს.

ემოციური ინტელექტის შეფასება გვეხმარება გავაანალიზოთ ჩვენ ძლიერ, სუსტმხარეები და აღმოვაჩინოთ, თუ რა უნდა გამოვასწოროთ.          

როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი ემოციური ინტელექტი?

იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი ემოციური ინტელექტი, შეგვიძლია ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში შევიტანოთ ეს ელემენტები:

სმენა/ჩართულობა: მოუსმინეთ სხვების ვერბალურ და არა ვერბალურ სიგნალებს. ყურადღება მიაქციეთ მათ მანერებს, ხანდახან ემოციები არავერბალურად გამოიხატება.

თანაგრძნობა: როდესაც ცდილობთ ადამიანის თანაგრძნობას, მათ სიტუაციაში წარმოიდინეთ თავი. ეს დაგეხმარებათ უკეთესად გაიგოთ მათი პერსპექტივა და ემოციები. ეს გეხმარებათ არა მარტო იმ მომენტში ადამიანის გაგებაში, არამედ ცხოვრებისეული ემოციური ინტელექტის ჩამოყალიბებაში.
           
დაბალი ემოციური ინტელექტი პრობლემური ურთიერთობებ წინაპირობაა, მაგრამ მკვლევრები ამბობენ, რომ ძალიან მაღალმა ემოციურ ინტელექტმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს პრობლემები. კვლევის შედეგად დგინდება, რომ ადამიანებს, ვისაც ძალიან მაღალი ემოციური ინტელექტი აქვთ, უჭირთ სხვისი გაკრიტიკება ან კამათში შესვლა, რადგან სურთ დისკომფორტის არიდება. ასევე, ადამიანები იყენებენ მაღალ ემოციურ ინტელექტს ცუდი მიზნებისთვის - მაგალითად, მანიპულაციისთვის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ვიპოვოთ ბალანსი, ჩვენი და სხვების ემოციებს შორის, რათა უკეთ გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ გამოწვევებს.