LIFE

რატომ უნდა მივიღოთ ვიტამინები და სჭირდება თუ არა ეს ყველას?

რატომ უნდა მივიღოთ ვიტამინები და სჭირდება თუ არა ეს ყველას?

ჯანმრთელობაზე ზრუნვა თანამედროვე ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ვიტამინები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენი სხეულის სილამაზისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, მაგრამ სამწუხაროდ, ყოველთვის არ არის შესაძლებელი ხილიდან და ბოსტნეულიდან საკმარისი სასარგებლო ნივთიერებების მიღება.

დრო იცვლება

დღესდღეობით, ბოსტნეული და ხილი ჯანმრთელობისთვის საჭირო თითქმის ყველა მიკროელემენტის ძირითად წყაროდ რჩება, მაგრამ იცვლება მათი ხარისხი, რაოდენობა და ადამიანთა ქცევა.. წარმატებისა და კარიერისკენ მიმავალ გზაზე ბევრს ავიწყდება, რომ კვების რაციონი მრავალფეროვანი უნდა იყოს, ხილისა და ბოსტნეულის სეზონურობა კი ორგანიზმში მიკროელემენტების დანაკლისის განმაპიროებებლი ფაქტორია.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ხილ-ბოსტნეულის დიდი ხნით შენახვის შემთხვევაში, ვიტამინების დაახლოებით 60-80% ქრება, ამიტომ შეუძლებელია სასარგებლო ნივთიერებების შენახვა, შემდგომი მიღების მიზნით. უფრო ხშირად ხილი მოჰყავთ სპეციალურ პირობებში, რაც აჩქარებს მომწიფებას, ამის შედეგად მათი უფრო სწრაფად გაყიდვაა შესაძლებელი. თუმცა ხილს დრო სჭირდება სასარგებლო ნივთიერებების დასაგროვებლად. გარდა ამისა, ნიადაგის ხარისხი, საიდანაც მცენარეები იღებენ ვიტამინებსა და მინერალებს, დროთა განმავლობაში უარესდება.

თანამედროვე ნიუანსი

მზიანი დღეების მიუხედავად, D ვიტამინის დეფიციტი სულ უფრო გავრცელებული პრობლემა ხდება. დისტანციური დასაქმება სულ უფრო პოპულარულია, მაგრამ ისინიც კი, ვინც ოფლაინ მუშაობენ, რისკის ქვეშ არიან: ადამიანები ნაკლებ დროს ატარებენ გარეთ. D ვიტამინი სწორედ მაშინ გამომუშავდება, როცა შენობებს მიღმა გავდივართ.

სხვა ვიტამინები დღესაც ნაკლებად ხვდება ჩვენს ორგანიზმში: უმეტეს ცხელ კერძებში ბოსტნეული და ხილი კარგავს სასარგებლო ბოჭკოს ნახევარზე მეტს. ყველა ვერ ახერხებს ამ დეფიციტის ანაზღაურებას ცოცხალი ხილის და ბოსტნეულის ყოველდღიური მიღებით.

ასევე, დასახლებული რეგიონების უმეტესობა სანაპიროდან მოშორებით მდებარეობს. ზღვის პროდუქტები არც თუ ისე ხშირად გვხვდება ჩვეულებრივ რაციონში და, შედეგად, სათანადო ფუნქციონირებისთვის საკმარისი ომეგა-3, იოდი და D ვიტამინი ორგანიზმს არ მიეწოდება.

სიცოცხლის რიტმი და იმუნიტეტი

იმუნიტეტი არის მექანიზმების რთული ნაკრები, რომელზედაც დამოკიდებულია ჩვენი ჯანმრთელობა. თანამედროვე სამყაროში მასზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, კვებისა და ძილის ხარისხიდან დაწყებული სტრესით და ჰაერისა და წყლის დაბინძურებამდე. მათაც კი, ვინც მტკიცედ იცავს ჯანსაღი ცხოვრების წესს, შეიძლება შეექმნას პრობლემები: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ საკვებისა და ყოველდღიური რუტინის არჩევანზე, ყოველთვის არ შეგვიძლია სხვა გარემოებების კონტროლი. სუსტი იმუნური სისტემა ცუდად უმკლავდება ვირუსებსა თუ ინფექციებს და ანელებს ორგანიზმში უჯრედების განახლების პროცესს.

ჯანმრთელობის გადარჩენა

თქვენი სხეულის თანამედროვე ცხოვრების პირობებში გადასარჩენად, ყურადღება უნდა მიაქციოთ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან ვიტამინს და მიკროელემენტს.

ვიტამინი D: ცნობილია თავისი ძლიერი გავლენით იმუნური სისტემაზე. აძლიერებს დამცავ ფუნქციებს და მონაწილეობს ჰორმონების გამომუშავებაში. ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის ათვისებას, რაც, თავის მხრივ აძლიერებს ძვლებს და ეხმარება უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას. 

თუ ორგანიზმში დეფიციტი შეინიშნება, უმჯობესია დღეში 2000 სე მაღალაქტიური ვიტამინი D3-ის კურსის გავლა.

ომეგა-3 და იოდი: პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, მათ შორის ომეგა -3, მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულის, ტვინის და კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. იოდი, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის გამართული ფუნქციონირებისთვის და ნორმალური მეტაბოლიზმისთვის. მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ საკმარისი რაოდენობით ომეგა-3-ს შეუძლება შეამციროს სიკვდილის რისკი, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიზეზით. ამ მიკროელემენტების მიღება შესაძლებელია თევზიდან და სხვა ზღვის პროდუქტებიდან, თხილიდან და სელის თესლიდან.

ანტიოქსიდანტები: ვიტამინები C და E, ბეტა-კაროტინი, სელენი და სხვა ანტიოქსიდანტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მავნე თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში, რომლებსაც შეუძლიათ სხეულის უჯრედების დაზიანება. მნიშვნელოვანია თითოეული ამ მიკროელემენტის რეგულარული მიღების მონიტორინგი, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს C ვიტამინს, რომელსაც არ გააჩნია ორგანიზმში დაგროვების თვისება. ხილი, ბოსტნეული, თხილი და მწვანე ჩაი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ხელს უწყობს უჯრედების აღდგენასა და გაახალგაზრდავებას.

ცელულოზა: ბოჭკოვანი საკვები ხელს უწყობს ჯანსაღი საჭმლის მომნელებელი სისტემის შენარჩუნებას და სისხლში შაქრის დონის კონტროლს. მაგრამ ცოტა ადამიანს აქვს დრო და შესაძლებლობა ყოველდღიურად მიირთვას 5 განსხვავებული სახის ხილი და ბოსტნეული დღეში, რათა მიიღოს ცელულოზას ყოველდღიური დოზა და ამის კომპენსირება შეგიძლიათ, მაგალითად ვაშლის პექტინით კაფსულებში.

კოლაგენი. მნიშვნელოვანი ცილა, რომელიც აძლიერებს კანს, თმას და ფრჩხილებს. ორგანიზმის ბუნებრივი კოლაგენის გამომუშავების სტიმულირებისთვის რეკომენდებულია C ვიტამინით, ამინომჟავებითა და ცილებით მდიდარი საკვების მიღება – როგორიცაა თევზი, ციტრუსები, კენკრა, თხილი და პარკოსნები, მაგრამ კოლაგენის დეფიციტის ანაზღაურება ორგანიზმში საკვებით შეუძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ 25 წლის შემდეგ ჩვენი ორგანიზმი ბუნებრივად იწყებს ამ ნივთიერების დაკარგვას, რის გამოც უარესდება სახსრების, თმის, კანისა და ფრჩხილების მდგომარეობა. საუკეთესო ვარიანტია საზღვაო კოლაგენის თხევადი სახით მიღება: ის უკეთესად შეიწოვება და ამასთან მეტად ჰგავს იმ ბუნერივ ცილას, რომელიც ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება. 

ვიტამინების მიღების წესები


ის, რაც ერთს უხდება, შეიძლება საზიანო იყოს მეორისთვის. ამიტომ, სანამ რაიმე დანამატის მიღებას დაიწყებთ, უნდა მიმართოთ სპეციალისტს. მხოლოდ მას შუეძლია თქვენი ორგანიზმის საჭიროებების შესაბამისად განსაზღვროს ოპტიმალური დოზა.

ვიტამინების რაციონში ჩართვამდე მნიშვნელოვანია გაიკეთოთ შესაბამისი ანალიზები და გამოკვლევები. ეს ხელს შეუწყობს პოტენციური ხარვეზებისა და შეზღუდვების იდენტიფიცირებას, რათა სპეციალისტმა შექმნას სწორი სამოქმედო გეგმა.

შეიძინეთ ვიტამინები მხოლოდ სანდო მაღაზიებიში, რომლებსაც აქვთ ხარისხისა და ბუნებრიობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. ასეთია, მაგალითად, iHerb. ეს არის ამერიკული ონლაინ მაღაზია, სადაც წარმოდგენილია 30000-ზე მეტი ჯანმრთელობისა და სილამაზის პროდუქტი. აშშ-დან საქართველოში პირდაპირ მიწოდებას დაახლოებით ორი კვირა სჭირდება. თანაც, ნოემბრის თვეში,  iHerb-ზე  მეგა ფასდაკლებები იქნება ხელმისაწვდომი, ამიტომ  თვალი ადევნეთ ვებსაიტზე არსებულ შეთავაზებებს! შესაძლო უსიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად, არ დაგავიწყდეთ აქტიური ნივთიერებების დოზებისა და კონცენტრაციების გულდასმით შესწავლა. 

გახსოვდეთ, რომ ვიტამინები ეფექტურია, როდესაც მიიღება მკაფიო კურსის შესაბამისად, კონკრეტული სახის დეფიციტის კომპენსაციისთვის. ანალიზების გაკეთება დანამატების მიღებამდე და ასევე, კურსის დასრულების შემდეგ, დაგეხმარებათ თვალყური ადევნოთ პროგრესს და არეგულიროთ სასარგებლო მიკროელემენტების დოზირება. დაიმახსოვრეთ, მათი მიღემა მხოლოდ ექიმის დანიშნულებითაა რეკომენდებული!