LIFE

როგორ ვისწავლოთ საკუთარი თავის თანაგრძნობა და ავიმაღლოთ თავდაჯერებულობა?

როგორ ვისწავლოთ საკუთარი თავის თანაგრძნობა და ავიმაღლოთ თავდაჯერებულობა?

საკუთარი თავის მიმართ კარგი განწყობა, საკუთარი თავის თანაგრძნობისა და ასევე თავდაჯერებულობის განვითარების შედეგია.

ჩვენ მარტივად შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ სხვები ჩვენზე ლამაზები არიან, ვიმსჯელოთ ჩვენს ნაკლოვანებებზე და წარუმატებლობებზე. „კარგი ამბავი ის არის, რომ ეს არის სავარჯიშო უნარი. ეს არის კუნთი, რომლის აშენებაც შეგვიძლია", - ამბობს კრისტინ ნეფი, განათლების ფსიქოლოგიის დოქტორი.

აქ არის მოცემული ხუთი მეთოდი, რომელსაც ნეფი გვთავაზობს და გვპირდება, რომ ეს დაგვეხმარება საკუთარი თავის თანაგრძნობის უფრო ღრმა გაგებასა და მოტივაციის ამაღლებაში.

1. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა მჭირდება?

ეს არის კითხვა, რომელიც ხელმძღვანელობს თვითთანაგრძნობის განვითარების მთელი დღის წესრიგს. იმის ნაცვლად, რომ ფოკუსირდეთ ნეგატიურ საკუთარ თავზე, გაარკვიეთ, რა გჭირდებათ - კიდევ რამდენიმე საათი ბავშვზე ზრუნვა თუ ყოველდღიური სამუშაოების სიების გაწერა პრობლემის გადასაჭრელად. ეს კითხვები იძლევა რესურსებს და ინსტრუმენტებს ცვლილებისთვის, რაც საბოლოოდ წარმოშობს თავდაჯერებულობას.

2. ხელი გულზე დაიდეთ.

„გულზე ან ლოყაზე შეხება ყველაზე ფართოდ გამოყენებული, მარტივი და ფიზიოლოგიურად გარდამტეხი გამოცდილებაა საკუთარი თავის თანაგრძნობისკენ", - ამბობს ნეფი. (სავარაუდოდ, ამას უკვე აკეთებთ - როდესაც ცუდ ამბებს იგებთ, შეიძლება ინსტინქტურად გულზე დაიდოთ ხელი!) ეს თვითშეხება ამცირებს კორტიზოლის დონეს.

3. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ ელაპარაკებით საკუთარ თავს.

„პოზიტიური საუბარი, განსაკუთრებით მაშინ, როცა სირთულეებს აწყდებით, შესანიშნავი ხერხია საკუთარი თავის თანაგრძნობისთვის, რადგან თქვენ სიტყვასიტყვით აძლევთ საკუთარ თავს ძალას და უცხადებთ მხარდაჭერას რთული სიტუაციების მიღებისა და გადაჭრისთვის“.
როდესაც შეცდებით, შეცვალეთ თქვენი პერსპექტივა და იფიქრეთ იმაზე, თუ რა შეგიძლიათ ისწავლოთ ამ მარცხისგან. მნიშვნელოვანია თუ როგორ რეაგირებთ ემოციურად საკუთარ თავზე და როგორ მოქმედებს ეს ფიქრები თქვენს მთლიან კეთილდღეობაზე და ცხოვრებაზე.

4. აღიარეთ მცირე მოგება.

დაისახეთ პატარ-პატარა მიზნები და აღნიშნეთ მცირე მოგებაც კი. ეს შეიძლება იყოს ისეთივე მარტივი, როგორც ძილის დაგეგმვა და მასთან გამკლავება, ან წიგნის 10 გვერდის წაკითხვა დღეში.
დიდი ცვლილებები ხშირად იწყება მცირე ნაბიჯებით, და ეს ასევე ეხება იმას, თუ როგორ განვიხილავთ თვითკონტროლს და აღვიქვამთ და ვესაუბრებით საკუთარ თავს, დასძენს ნეფი.

5. იყავით მადლიერი - საკუთარი თავისთვის.

თუ იმედგაცრუებული ხართ საკუთარ თავში, შეეშვით ნეგატიურ საუბრებს, ფიქრებს, ემოციებს. ნება მიეცით საკუთარ თავს აპატიოთ და განაგრძოთ, ამბობს ნეფი. "იყავი კეთილი საკუთარი თავის მიმართ და გამოიჩინე საკუთარი თავის სიყვარული და მადლიერება. საკუთარი თავის მიმართ მადლიერების გამოხატვა ნიშნავს იმის გაცნობიერებას, რაც გავლენას ახდენს თქვენზე და მადლიერებით უპასუხეთ“ - განმარტავს ნეფი.
ის, თუ როგორ ესაუბრებით საკუთარ თავს, შეუძლია თანაგრძნობის გაღვივება, მაგრამ პოზიტიური თავდაჯერებულობა არ ნიშნავს საკუთარ თავს უბრალოდ უთხრათ: "ყველაფერი მშვენიერია!" აი, როგორ შეცვალოთ თქვენი ფიქრები:

ყურადღება მიაქციეთ ნეგატივს, ფოკუსირდით წარსულის შეცდომებზე თუ ხარვეზებზე, აჯობეთ საკუთარ თავს და ნეგატიური ფიქრები შეცვალეთ პოზიტიური განწყობით, ანუ შეცდომებზე ისწავლეთ.

ჩაიფიქრეთ სანუკვარი სურვილები და იმოქმედეთ. გაწერეთ გეგმა და მიჰყევით მას.

მიიღეთ და შეიყვარეთ საკუთარი თავი ზუსტად ისეთი, როგორიც ხართ. ”საკუთარი თავის სიყვარული პირველი ნაბიჯია თქვენი ნდობის ამაღლების საქმეში, თუ თქვენ არ გიყვართ საკუთარი თავი, მოიმატებს დაუცველობა და თქვენი თავდაჯერებულობა შემცირდება,”- განმარტავს ნეფი.

აღიარეთ თქვენი სიძლიერე, იამაყეთ მიღწევებით და მიეცით საკუთარ თავს პირობა, რომ ყველაფერს შეძლებთ,  "თვითშეფასება თავდაჯერებულობის ქვაკუთხედია" - დასძენს კრისტინ ნეფ