სილამაზე

დერმატოლოგმა გამოავლინა რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ჯენიფერ ლოპესი შესანიშნავად გამოიყურება

დერმატოლოგმა გამოავლინა რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ჯენიფერ ლოპესი შესანიშნავად გამოიყურება

მსოფლიო ვარსკვლავების უმეტესობა ყოველთვის იდეალურად გამოიყურება, თუმცა მათი სილამაზის თუ ახალგაზრდობის საიდუმლო მხოლოდ ძვირადღირებულ პლასტიკურ ოპერაციებში არ იმალება, ამის ნათელი მაგალითი 53 წლის ვარსკვლავი, ჯენიფერ ლოპესია.

პუბლიკას დიდი ხანია აინტერესებს, რა არის ჯეი ლოს შესაშური კანისა და ახალგაზრდული ბზინვარების საიდუმლო.

ცოტა ხნის წინ, დოქტორმა დრეიმ, დერმატოლოგმა, გადაიღო YouTube ვიდეო სათაურით, „რატომ არ ბერდება ჯეი ლო“, სადაც ცდილობს ახსნას, რისი წყალობით გამოიყურება ვარსკვლავი ასე ახალგაზრდულად.

ჯ.ლო. არ იყენებს ბოტოქსს

თავად ჯეი ლომ 2020 წელს აღნიშნა, რომ კოსმეტიკურ პროცედურებს არ იტარებს. "ბოტოქსი დღემდე არ გამიკეთებია, უფრო მეტად ვიყენებ კანის მოვლის ბუნებრივ საშუალებებს.”

დოქტორი დრეი ადასტურებს, რომ ეს პროცედურები არ არის ერთადერთი რამ, რაც გვაძლევს სრულყოფილ კანს ან გვეხმარება შეანელოს დაბერების ნიშნები.

თავის ვიდეოში მან აღნიშნა, "ვფიქრობ, ადამიანებს აქვთ შთაბეჭდილება, რომ ბოტოქსის, ფილერების და კოსმეტიკური პროცედურების გაკეთება ნამდვილად არის მიზეზი, რომ ეს ადამიანები ასე კარგად გამოიყურებიან, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია კანის მოვლა ბუნებრივი საშუალებებით და დაბერების პრევენცია დროულად."

ულტრაიისფერი გამოსხივების პრევენცია

კანის მოვლის პროფესიონალმა თქვა, რომ ბევრმა ფაქტორმა, (რომელსაც მთელი ცხოვრება ვაწყდებით) შეიძლება გამოიწვიოს ნაოჭების წარმოქმნა ჩვენს კანზე. ერთ-ერთი ასეთი ხელშემწყობი ფაქტორი მზის ულტრაიისფერი ზემოქმედებაა, რომლის წინააღმდეგაც ვარსკვლავი სიფრთხილის იჩენდა საკმაოდ ახალგაზრდა ასაკშივე. როგორც დოქტორ გრეი გვიმხელს, ჯეი ლო 22 წლის ასაკიდან გულმოდგინედ იყენებს მზისგან დამცავ საცხს.

ჯანსაღი კვება გადამწყვეტია

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც დერმატოლოგი ამტკიცებს, რომ "მთავარი როლი" აქვს ჩვენი კანის მოვლაში, ჯანსაღი კვებაა.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ მან ზუსტად არ იცის რა საკვებ პროდუქტებს მოიცავს ვარსკვლავის სწორი კვება და დასძინა: ”ყველა ინდივიდის კვების საჭიროებები უნიკალურია და სულაც არ არის სასარგებლო ცნობილი ადამიანების დიეტის დაცვა, რადგან ეს ჯანმრთელობის რისკებს მოიცავს.”

ასევე დიდი ხანია ვარსკვლავი უარს აცხადებს ალკოჰოლზე და ყავაზე, ამით ის ცდილობს დაიცვას ღვიძლი, თირკმლები და სახის კანი ამ პროდუქტების მავნე ზემოქმედებისგან.

ვარჯიში და კანის ბზინვარება

მესამე ფაქტორი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბზინვარე და მოვლილი კანისთვის -  არის ვარჯიში. ეს უკანასკნელი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს ანთებას ორგანიზმში, რაც გარეგნულადაც თვალშისაცემია და კანი ბევრად ბზინვარე და მოვლილია.

ლოპესი ცნობილია თავისი მკაცრი ვარჯიშებითა და "გაუჩერებელი" ცეკვით.

გენეტიკა

დოქტორი დრეი დასძენს, რომ არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც დიდ როლს თამაშობს ჩვენი კანის სტრუქტურაზე და რომელსაც ჩვენ არ ვაკონტროლებთ - ეს არის გენეტიკა.

ექსპერტმა და იუთუბერმა დასძინა: „გენეტიკა ნამდვილად თამაშობს დიდ როლს იმაში, თუ რამდენად სწრაფად დაბერდება თქვენი კანი და მთლიანი სხეული, ამასთან, მნიშვნელოვანია მისი დროული პრევენცია და დაბერების გადავადება.“