LIFE

9 მოულოდნელი მიზეზი, რაც განქორწინებას იწვევს

9 მოულოდნელი მიზეზი, რაც განქორწინებას იწვევს

ყველა წყვილს სურს ხანგრძლივი, სიყვარულით სავსე თანაცხოვრება, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს ხშირად შეუძლებელია და წყვილები ურთიერთობას ძალიან ხშირად განქორწინებით ასრულებენ.

სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით, გამოვლინდა 9 მიზეზი, რის გამოც განქორწინება გარდაუვალია.

1. ღიმილი ბავშვობის ფოტოებში.

ფსიქოლოგებმა ჩაატარეს დაკვირვება, რათა გაეგოთ, შესაძლებელია თუ არა განქორწინების პროგნოზირება ბავშვობის ფოტოებიდან. დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც ფოტოებზე პირქუშად გამოიყურებიან, 5-ჯერ უფრო ხშირად განქორწინდნენ, ვიდრე ისინი, ვინც გულიანად იღიმებოდნენ ფოტოებზე.

2. ხმის ემოციური ტონი.

მეცნიერებმა გააანალიზეს 100-ზე მეტი წყვილის საუბარი. ის წყვილები, რომლებიც მშრალი და ცივი ტონით საუბრობდნენ ერთმანეთში, ბევრად ხშირად ანგრევდნენ ოჯახებს, ვიდრე ისინი, ვინც თბილ ტონს იყენებდნენ კომუნიკაციის დროს.

დადგინდა, რომ: „რას იტყვი არ არის მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ამბობ“.

3. საპირისპირო სქესის კოლეგები.

მკვლევრების აზრით, ადამიანები, რომლებიც საპირისპირო სქესის წარმომადგენლების გარემოცვაში მუშაობენ, 15%-ით უფრო ხშირად განქორწინდებიან.

4. დედის გავლენა.

კვლევებმა აჩვენა, რომ წყვილების უმეტესობა ბაძავს დედების ქცევას და ასეთი ქალები ხშირად ითხოვენ განქორწინებას. სოციოლოგებმა შეისწავლეს 7000 ადამიანის ქცევა და დაადგინეს, რომ თუ დედა ახალ ურთიერთობაშია საკმაოდ ხშირად (იქნება ეს ქორწინება თუ უბრალოდ თანაცხოვრება), მათი ზრდასრული შვილებიც ბაძავენ დედას და ასე იქცევიან.

5. კონფლიქტების იგნორირება.

ჯონ გოტმანმა დაასახელა გარდაუვალი განქორწინების 4 წინაპირობა: ზიზღი, მსხვერპლის პოზიცია, კრიტიკოსობა და კონფლიქტების იგნორირება.

"აპოკალიფსის 4 მხედარი" ერთი შეხედვით უდანაშაულო ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ეს პრაქტიკაში ძალიან საშიში ქცევითი სტრატეგიაა.

უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ გრძნობთ მზად ხართ მწვავე დებატებისთვის იმ საკითხზე, რომელიც დიდი ხანია გაღიზიანებთ და თქვენი პარტნიორი მოულოდნელად წყვეტს ამ თემაზე კამათს.

მიუხედავად იმისა, რომ დებატები და ჩხუბი არ არის კომუნიკაციის საუკეთესო ნაწილი, ის მაინც გეხმარებათ პრობლემების მოგვარებაში და გადაუჭრელი საკითხების გარკვევაში. თუ თქვენი პარტნიორი აგრძელებს ამ სიტუაციების იგნორირებას, უფრო და უფრო მეტი პრობლემა გადაუჭრელი რჩება და ასეთი ურთიერთობა თავისთავად მიდის განქორწინებამდე.

6. ქმრის უარყოფითი დამოკიდებულება მეუღლის მეგობრების მიმართ.

მეცნიერებმა გააანალიზეს 373 წყვილის ურთიერთობა 16 წლიან ქორწინებაზე. გაირკვა, რომ წყვილების 46% დაშორდა ქორწინების მე-16 წელს და ხშირად ამის მიზეზი მეუღლის სამეგობრო წრე გამხდარა.

მეცნიერთა აზრით, ეს გამოწვეულია იმით, რომ ქალებსა და მათ მეგობრებს შორის ურთიერთობა, რომელიც ხასიათდება ემოციური სიახლოვით და მხარდაჭერით, უფრო დიდხანს გრძელდება, რაც მამაკაცისთვის ხშირად უსიამოვნოა.

7. ახალდაქორწინებულთა გადაჭარბებული სიყვარული.

ფსიქოლოგმა ტედ ჰუსტონმა ქორწინებიდან 13 წლის განმავლობაში შეისწავლა 168 წყვილი. შედეგები გამოქვეყნდა Interpersonal Relations and Group Processes ჟურნალში 2001 წელს, სადაც ნათქვამია: „როდესაც ახალდაქორწინებულები იყვნენ, წყვილები, რომლებიც განქორწინდნენ 7 ან მეტი წლის შემდეგ, თითქმის 1/3-ით მეტ სიყვარულს გამოხატავდნენ ერთმანეთის მიმართ, ვიდრე მეუღლეები უფრო წარმატებულ ქორწინებაში.”

ეს გამოწვეულია იმით, რომ წყვილები, რომლებმაც ურთიერთობა დაიწყეს ძლიერი რომანტიკული გრძნობებით, უფრო მეტად დაშორდნენ, რადგან მათთვის ძალიან რთული იყო ამ გრძნობის შენარჩუნება. „გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ქორწინებებს, რომლებიც იწყება ნაკლები რომანტიკით, ჩვეულებრივ უფრო პერსპექტიული მომავალი აქვს“, - ამბობს ექსპერტი ავივა პაცი.

8. სიღარიბე და განქორწინება.

აშკარაა, რომ დუხჭირ პირობებში ცხოვრება ადვილი არ არის. ამ ოჯახებში ურთიერთობები უფრო ხშირად განქორწინებით მთავრდება, ვიდრე ფინანსურად სტაბილურ ოჯახებში.

9. ვიწრო საწოლი.

მეუღლეებს ცალ-ცალკე ან ძალიან განიერ საწოლზე უნდა ეძინოთ ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, ხარისხიანი ძილისთვის და ოჯახში ჯანსაღი გარემოსთვის. მეცნიერებმა, რომლებიც სწავლობენ ძილის პრობლემებს, აღმოაჩინეს, რომ წყვილების 30-40%-ს სხვადასხვა საწოლში სძინავს და ეს ცალსახად კარგია, რადგან უხარისხო ძილს, თუ ვიწრო საწოლში ძილს შეუძლია განქორწინება გამოიწვიოს. ამიტომ, თუ გსურთ თქვენი ურთიერთობის შენარჩუნება, დარწმუნდით, რომ კარგად და კომფორტულად გძინავთ.