ჩვენ ვცხოვრობთ დროში, სადაც მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება და ხშირად, ბევრი ინფორმაციის დიდი ხნით დამახსოვრება არ შეგვიძლია.
მეხსიერება არ არის რაღაც სტატიკური და უცვლელი, მისი გავარჯიშება და გაუმჯობესება ისევე შეგვიძლია, როგორც სხვა უნარების. ამიტომაც TREND გირჩევთ:
1. გაიმეორეთ, გაიმეორეთ, გაიმეორეთ.
დადასტურებულია, რომ გამეორება მეხსიერების გასაღებია. როდესაც ახალ ადამიანს შეხვდებით, შეიძლება მოგინდეთ მისი სახელის 30-ჯერ გამეორება, რათა კარგად დაიმახსოვროთ. ეს ეხება მათ, ვისაც სახელების ხშირად დავიწყების ჩვევა აქვს. დანარჩენებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს ხერხი ნებისმიერ სხვა სიტუაციაში, რადგან გამეორება ამტკიცებს მეხსიერებას.
2. ინფორმაციის დალაგება.
იმ ინფორმაციის ზედმიწევნით ორგანიზებით, რაც უნდა დაიმახსოვროთ, თქვენ ეხმარებით თქვენს ტვინს ინფორმაციის პრიორიტეტად აღქმაში და საჭირო დროს სწრაფად აღდგენაში.
3. ფოკუსირება.
თუ ესა თუ ის ინფორმაცია, არასოდეს მოხვდება თქვენს მეხსიერებაში, თუ სათანადო დროით არ გაამახვილებთ მასზე ყურადღებას, მოგვიანებით საერთოდ ვერ შეძლებთ მის გახსენებას, ასე რომ, ეს მნიშვნელოვანია. ტვინს დრო სჭირდება ინფორმაციის სწორად დაშიფვრისთვის.
4. იპოვეთ თქვენთვის მისაღები სტილი.
სხვადასხვა ადამიანი ინფორმაციის მიღების სხვადასხვა მეთოდს იყენებს. გამოიყენეთ სტილი, რომელიც თქვენთვის მუშაობს, მაშინაც კი, თუ ამ სტილს ადამიანების უმეტესობა არ იყენებს.
გამოარკვიეთ რომელი ხერხია თქვენთვის მეტად უპრიანი, ბლოკნოტში ჩანიშვნა, თუ რამე სხვა ხერხით ინფორმაციის დამახსოვრება.
5. გაავარჯიშეთ ტვინი.
ტვინის გასაძლიერებლად, თქვენ უნდა გააგრძელოთ სწავლა და ახალი უნარების განვითარება. ახალი რთული მუსიკის დაკვრის სწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ რთული ნაწარმოების დაკვრა, რომელიც უკვე დაიმახსოვრეთ, არა.
მოძებნეთ აქტივობები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ დაიწყოთ მარტივიდან რთულისკენ. იმუშავეთ თქვენი უნარების გასაუმჯობესებლად. შეარჩიეთ ისეთი აქტივობები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ რთულია, მაინც სასიამოვნო თქვენი ტვინისთვის.
6. კონცენტრირება 8 წამის განმავლობაში.
ცოტა სულელურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ დამტკიცებულია, რომ 8 წამი არის მინიმალური დრო, რომელიც სჭირდება ინფორმაციის ნაწილს თქვენი მოკლევადიანი მეხსიერებიდან თქვენს გრძელვადიან მეხსიერებაში გადასასვლელად. ეს შეიძლება დიდ დროდ მოგეჩვენოთ, როდესაც მილიონობით საქმის გაკეთებას ცდილობთ, მაგრამ ღირს სცადოთ.
7. ვარჯიში.
ვარჯიში ზრდის ტვინში ჟანგბადის მიწოდებას, რაც იწვევს ტვინის ჯანსაღ და სწორ ფუნქციონირებას. მიეცით ტვინს ჟანგბადის საჭირო რაოდენობა და ის დაზოგავს თქვენს მოგონებებს.
8. დააკავშირეთ ამბები თუ მოვლენები.
იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ არის დაკავშირებული ორი მოვლენა ან ამბავი ერთმანეთს და თქვენი მეხსიერება გაუმჯობესდება. დაუკავშირეთ ახალი ინფორმაცია თქვენს გონებაში არსებულ ძველ ინფორმაციას ან გამოცდილებას.
მეხსიერება უფრო ძლიერი და მყარი მაშინაა, როდესაც ცდილობთ ასოციაციებით ახალი ამბავი დააკავშიროთ ძველ ამბავთან.
9. აკონტროლეთ სტრესი.
სტრესი ტვინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერია. ის აფერხებს თქვენი ტვინის უნარს, იმუშაოს მთელი სიმძლავრით. დააწესეთ ჯანსაღი ბალანსი სამუშაოსა და დასვენებას შორის და ფოკუსირდით ერთ კონკრეტულ დავალებაზე. შეეშვით რამდენიმე დავალების შესრულებას. გამოხატეთ თქვენი გრძნობები და იყავით რეალისტები ყველაფერში.
თემები: მეხსიერება, მეხსიერების დაქვეითება