LIFE

რატომ არის მნიშვნელოვანი მაღალი თვითშეფასება?

რატომ არის მნიშვნელოვანი მაღალი თვითშეფასება?

ერთხელ მაინც ყველას გვსმენია რჩევა - გვჯეროდეს საკუთარი თავის, დავაფასოთ, გვიყვარდეს და ვიყოთ საკუთარი თავის გულშემატკივარი უპირველეს ყოვლისა.

ასეთი თვისებები სწორედ მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს ახასიათებთ, რაც მნიშვნელოვანია წარმატებული და ბედნიერი ცხოვრებისთვის.

რა არის თვითშეფასება?

თვითშეფასება საკუთარი თავის პატივისცემა და საკუთარი თავით აღფრთოვანებაა.

თუმც, მაღალი თვითშეფასება მხოლოდ ეს არ არის, ის სიყვარულის, ღირსების და პატივისცემის გამოხატვაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თვითშეფასება არის ის, თუ როგორ გრძნობთ საკუთარ თავს და როგორ უკავშირდებით სხვებს.

რას ნიშნავს მაღალი თვითშეფასება?

მაღალი თვითშეფასება საკუთარი თავისადმი პოზიტიური დამოკიდებულებაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გიყვარს ყველაფერი საკუთარ თავში, პირიქით, მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანებისთვისაც კი ჩვეულებრივია იყოთ თვითკრიტიკული და აღიაროთ თქვენი ნაკლიც.

მაღალი თვითშეფასების მახასიათებლებია:

საკუთარი თავის პოზიტიურად მიღება;

ძლიერი მხარეების აღნიშვნა და სუსტ მხარეებზე მუშაობა;

ყოველდღიური აღმავლობისა და ვარდნის მიმღებლობა;

თავმოყვარეობა და თავდაჯერებულობა;

როგორ მიხვდეთ, გაქვთ თუ არა მაღალი თვითშეფასება?

თამამად გამოხატავთ საკუთარ აზრს;

დარწმუნებული ხართ თქვენს შესაძლებლობებში;

არ უშინდებით გამოწვევებს;

არ გაბრკოლებთ წარუმატებლობა;

საკუთარ თავს პატივისცემით ეპყრობით და არასოდეს აკრიტიკებთ მას;

აწესებთ საზღვრებს მათთან, ვინც არ გაფასებთ;

რატომ არის მაღალი თვითშეფასება მნიშვნელოვანი?

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის თანახმად, მაღალი თვითშეფასების ქონა არის პოზიტიური ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გასაღები.

მაღალი თვითშეფასება გეხმარებათ განივითაროთ დაძლევის უნარები და გაუმკლავდეთ ნეგატიურ პერსპექტივებს.

როგორ გამოვიმუშაოთ მაღალი თვითშეფასება?

მაღალი თვითშეფასების გამომუშავება არ არის ადვილი, მაგრამ შესაძლებელია და ის თქვენი გონების ფარგლებშია.

თვითშეფასების ასამაღლებლად საჭიროა შრომა, მონდომება და სურვილი, გამოიკვლიოთ და დაუპირისპირდეთ საკუთარ თავზე ნეგატიურ აზრებს - და აქტიურად გააძლიეროთ თქვენი თვითშეფასება პოზიტიური აზრებით.

კვლევებმა აჩვენა, რომ საკუთარი თავის პატიება იმის გამო, რასაც ნანობთ, ასევე დაგეხმარებათ თვითშეფასების გაუმჯობესებაში. არსებითად, ეს არის საკუთარი თავის სიყვარული და მიღება ისეთად, როგორიც ხართ.

თვითშეფასების გაუმჯობესების გზები:

1. მიიღეთ კომპლიმენტები - არ უგულებელყოთ შექება, კომპლიმენტი - მოისმინეთ და შეიფერეთ იგი. კომპლიმენტების ძნელად მიღება პირდაპირ კავშირშია დაბალ თვითშეფასებასთან.

2. შეიყვარეთ საკუთარი თავი - ღირსებებით და ნაკლითაც.

3. დააფასეთ ის ადამიანი, ვინც ხართ ახლა და ამჟამად  -

როგორც კი დაიწყებთ იმის დანახვას, თუ როგორ პოზიტიურად მოქმედებს თქვენი შეხედულება საკუთარ თავზე, უფრო მეტად დააფასებთ თქვენს თავს.

4. გააკეთეთ მადლიერების „უბის წიგნაკი“ - ჩაწერეთ ყველა პოზიტიური რამ თქვენს ცხოვრებაზე, იქნება ეს მიღწევები თუ თვისებები, რითაც ამაყობთ - შემდეგ წაიკითხეთ ის, როცა თავს ცუდად იგრძნობთ.

5. იფიქრეთ თქვენზე, როგორც მეგობარზე - უფრო მომთმენი, მიმტევებელი, კეთილი და მხარდამჭერი იქნებით მეგობრის შეფასებისას, ვიდრე საკუთარი თავის მიმართ და როცა საკუთარ თავზე გაბრაზდებით, უკან დაიხიეთ, შეცვალეთ თქვენი განწყობა და შეხედეთ საკუთარ თავს ისე, როგორც მეგობარს.