როგორ მოამზადოთ თქვენი ცხოვრება და სახლი ახალდაბადებული ბავშვისთვის
- 27.02.2024
ცოტა რამ არის უფრო სასიხარულო, ვიდრე ახალდაბადებული ჩვილის მიღება სახლში.
მშობლობა უზარმაზარი სიხარულია და ამასთანავე ფინანსურ სიძლიერესაც მოითხოვს.
ხშირად მშობლები ამ დროს იბნევიან და უჭირთ სხვადასხვა პრობლემის თუ სირთულის მოგვარება. ჩვენ გირჩევთ, როგორ გაუმკლავდეთ ჩვილი ბავშვის დახვედრას სახლში სათანადოდ, რომ ოჯახში სიყვარული და იდილია სუფევდეს.
დაიწყეთ ფინანსების მოწესრიგება.
ყველამ ვიცით, რომ ბავშვს დიდი ხარჯი სჭირდება, მიუხედავად ამისა, ბევრი მშობელი წინასწარ არ ზრუნავს ამ ხარჯების უზრუნველსაყოფად. ხშირად ისინი ამის ნაცვლად, აგრძელებენ ჩვეულ ცხოვრებას და მხოლოდ ბავშვის დაბადების შემდეგ იწყებენ ფუსფუსს, რაც უამრავ სირთულეს წარმოქმნის. ხარჯებზე ფიქრი მშობელმა იმ წუთიდან უნდა დაიწყოს, როცა გაიგებს, რომ მისი მეუღლე ორსულადაა. ეს გაძლევთ უამრავ დროს, ფინანსური საქმეების მოსაწესრიგებლად.
მთლიანად ბავშვით იქნებით შეპყრობილი
ცხოვრება ბევრად მარტივია, როცა თქვენ ორნი დროს სიყვარულში ატარებთ, მაგრამ როგორც კი მესამე, საკმაოდ ხარჯიანი ოჯახის წევრი მოდის თქვენთან, ეს ბუნებრივად იწვევს ურთიერთობაში ცვლილებას.
ბავშვი იქნება თქვენი მთავარი საზრუნავი, ის არა მხოლოდ მთლიანად თქვენზე იქნება დამოკიდებული, არამედ მთლიანად შეპყრობილი იქნებით თქვენი პატარით. შედეგად, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ნაკლები დრო გაქვთ და მოთმინებაც ერთმანეთისთვის.
სწორედ ამიტომ, თქვენი ბავშვის გაჩენის წინა თვეები ყურადღება გაამახვილეთ თქვენს ურთიერთობებზე. დარწმუნდით, რომ თქვენი კავშირი მჭიდროა. ასევე, ისაუბრეთ ცვლილებებზე, რომლებიც მალე მოხდება და მოძებნეთ მათთან გამკლავების გზები.
მოაწყვეთ ოთახი ბავშვისთვის.
დიახ, ბავშვები პატარები არიან, მაგრამ მათ საკმაოდ ბევრი რამ სჭირდებათ, იქნება ეს ავეჯი, ტანსაცმლის შესანახი კარადა თუ სათამაშოების სივრცე.
თუ პატარა სახლი გაქვთ, იმის ნაცვლად, რომ შეიძინოთ სტანდარტული საწოლი, შეგიძლიათ ის ჩაანაცვლოთ ბასინეტით, რომელიც ნაკლებ ადგილსაც დაიკავებს და ბევრად კომპაქტურიცაა.
მოგიწევთ იფიქროთ თქვენი ნივთების შემცირებაზეც. მოაშორეთ სახლიდან ძველი ნივთები. აგრეთვე, შეგიძლიათ გაყიდოთ რაიმე გამოუსადეგარი ნივთი და ამ თანხით პატარას საჭირო ნივთები შეუძინოთ.
მეგობრები და ურთიერთობები.
თქვენ შეგიძლიათ დამოუკიდებლად აღზარდოთ თქვენი პატარა. თუმცა, მეგობრები და ოჯახის წევრები შეიძლება იყვნენ საოცარი დამხმარე ძალა ამ დროს.
თუმცა, ხშირად ისე ხდება, რომ როგორც კი ოჯახში პატარა იბადება, მეგობრები და ახლობლები უკანა პლანზე გადადიან. თქვენ ვერ შეძლებთ მათთან დაკავშირებას და, რა თქმა უნდა, არ გექნებათ იმდენი დრო, როგორც ადრე. ამრიგად, თქვენ ქვეცნობიერად დაიწყებთ ამ ურთიერთობების უგულებელყოფას.
ამის თავიდან ასაცილებლად, ხელი შეუწყვეთ თქვენს ურთიერთობებს ბავშვის დაბადებამდე. შეხვდით და დაუკავშირდით ადამიანებს, რომლებსაც თქვენთვის ახლობლებად მიიჩნევთ. ამ გზით, ისინი თქვენს გვერდით იქნებიან მაშინ, როცა ყველაზე მეტად დაგჭირდებათ.